ავტორი:

როგორ გავხადოთ შვილები უფრო ჭკვიანები - აინშტაინის პასუხი და „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი

როგორ გავხადოთ შვილები უფრო ჭკვიანები - აინშტაინის პასუხი და „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი

ერთხელ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, ჩვენი შვილები გონიერები გავხადოთო. მაშინ მისი პასუხი გენიოსისთვის სრულიად შეუფერებლად მიიჩნიეს:„თუ გსურთ, თქვენი შვილი ჭკვიანი იყოს, უკითხეთ ზღაპრები“ ,- უთქვამს მას. ფიზიკოსმა ამ სიტყვებით ის მშობლები გააოცა, რომელთაც აღარ ახსოვდათ, თუ როგორ ცვლიდა, აცოცხლებდა და ავითარებდა ცნობიერებას „იყო და არა იყოთი“ დაწყებული თითოეული ამბავი.

ბევრისთვის ზღაპარი, შესაძლოა, მხოლოდ ჯადოსნური ჯოხი, მფრინავი ხალიჩა და უფლისწულად გადაქცეული ბაყაყია, თუმცა, ერთი შეხედვით, არარეალურ ისტორიებს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების იდეას, რომელსაც ზღაპრები ატარებენ, შეუძლია პატარას ადრეულ ასაკშივე სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბოს. სწორად შერჩეული თითოეული ზღაპრის მოსმენის შემდეგ ბავშვი ახალ სამყაროსა თუ ახალ იდეებს ეცნობა, იღებს შთაგონებას და უჩნდება მიზნები, ეს კი წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბების საწყისია.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ზღაპრები მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა, რაც აზრს სრულებით მოკლებულია. მაგალითად, ავიღოთ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, რომელთა სათავე შემორჩენილი მითები და საუკუნეების წინ მცხოვრებ ხალხთა კულტურაა. ეს ზღაპრები სკოლის მოსწავლეებს, საშუალებას მისცემს, მსოფლიოს ხალხთა კულტურას გაეცნონ. ასეთი ზღაპრები სხვადასხვა ქვეყნის განვითარების, მათი ფასეულობების ცვლილებასა და მათი ხალხის ისტორიას გიამბობთ. ის მარტივად, ჯადოსნურად მოყოლილი ამბავია, რომელიც საოცარ ენერგეტიკას ატარებს და რაც მთავარია, უზღავი ინფორმაციის წყაროა. მსოფლიო ცივილიზაციების, მათი კულტურის, სიბრძნისა თუ ხალხთა წეს-ჩვეულებების გაცნობა ბავშვის აზროვნებას აფართოებს, მის ფანტაზიას ახალ გზებს უხსნის, უვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს და უღვიძებს კიდევ უფრო მეტის შეცნობის სურვილს.

ზღაპრები მსოლფლიოს ხალხთა კულტურის შესახებ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ყველა ასაკის ადამიანი დიდი ინტერესით ეცნობოდა მას, თუმცა ბოლო წლებში საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოცემული ამ ზღაპრების შეძენა მხოლოდ ბუკინისტებთან შეიძლებოდა. ისიც მხოლოდ მაშინ, თუკი გაგიმართლებდათ, შემთხვევით წააწყდებოდით ან „ჩაუსაფრდებოდით“. ძველი ბალადები, იგავები თუ თქმულებები არქივებშია მიმოფანტული და ქართველი მკითხველის უმრავლესობას ერთად თავმოყრილი წიგნების სახით არ აქვს. წიგნის ბაზარზე ამგვარი ლიტერატურის არარსებობა იმ სირთულეებით აიხსნება, რომელიც ამ ტიპის წიგნების გამოცემას ახლავს თან. პირველ რიგში, უნდა იპოვო ადამიანები, რომლებსაც პირადი თუ პროფესიოლი ინტერესის გამო ამ მხრივ უმუშავიათ, გაცნობიან და უთარგმნიათ ასეთი ტექსტები. მერე ამ ყველაფერს უნდა მიეცეს არა ნაწილ-ნაწილ მოპოვებული, არამედ ერთიანი სახე. „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიაზე მუშაობა პალიტრა L-მა ასე დაიწყო და დღეს მკითხველს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა აქვს.

„მსოფლიოს ხალხთა ზღპრები“ ორ კვირაში ერთხელ, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოდის. ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც, წლების განმავლობაში,მთელს მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.თითოეული ტომის შეძენა ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად - 7 ლარადაა შესაძლებელი.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი