პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ იმას წარმოვიდგენდი, როგორ ვდგავარ "ევროვიზიის" სცენაზე და წარვადგენ საქართველოს" - ლიზა კალანდაძის ცხოვრება "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ
"სულ იმას წარმოვიდგენდი, როგორ ვდგავარ "ევროვიზიის" სცენაზე და წარვადგენ საქართველოს" - ლიზა კალანდაძის ცხოვრება "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ

ლიზა კა­ლან­და­ძე ოთხ ფი­ნა­ლის­ტთან ერ­თად, ერთ-ერთი რე­ა­ლუ­რი პრე­ტენ­დენ­ტი იყო, წელს ის­რა­ელ­ში „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლო წა­რედ­გი­ნა. ამის­თვის კონ­კურ­სში „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ურ­თუ­ლე­სი გზა გან­ვლო. რამ­დე­ნი­მე ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რიც გახ­ლდათ და ფი­ნა­ლურ ოთხე­ულ­შიც ასე მოხ­ვდა, მი­ზან­თან ახ­ლოს იყო, თუმ­ცა კონ­კურ­სი ოთო ნემ­სა­ძემ მო­ი­გო და შე­სა­ბა­მი­სად, „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სის საშ­ვიც მან მო­ი­პო­ვა. ლი­ზამ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ლიზა AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რა კვა­ლი და­ტო­ვა ამ კონ­კურ­სმა მის ცხოვ­რე­ბა­ში, რა მო­ლო­დი­ნე­ბი ჰქონ­და და რა გეგ­მე­ბი აქვს ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რა.

"მი­ხა­რია, რომ ამ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. გა­ვი­ცა­ნი უმაგ­რე­სი მუ­სი­კო­სე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მათ­თან სა­ერ­თოდ შე­ხე­ბა მქონ­და... კონ­კუ­რენ­ცი­ას ოთოს­თან ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, 2 თვე კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. ვგრძნობ­დი, რომ უპი­რა­ტე­სო­ბა მის­კენ იყო და მე მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ოთო ძა­ლი­ან მა­გა­რი ხარ, თვი­თო­ნაც მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ - ლიზა მა­გა­რი ხარ!", - აღ­ნიშ­ნავს ლიზა.

- თუმ­ცა კონ­კურ­სი, რო­გორც ვთქვით, ოთოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. რა ემო­ცი­ე­ბი გქონ­და?

- ვამ­ბობ­დი, რომ 4-ივე ფი­ნა­ლის­ტი­დან, ვი­საც უნდა გა­ე­მარ­ჯვა, ოთხი­ვე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად წა­რად­გენ­და. ამი­ტო­მაც, წყნა­რად ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც ღირ­სე­უ­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად იმე­დე­ბი მა­ინც გა­მიც­რუვ­და, რად­გა­ნაც რო­გორც ყვე­ლა სხვას, გა­მარ­ჯვე­ბა მინ­დო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ვთვლი, რომ ოთო ღირ­სე­უ­ლია, თუ გა­ი­მარ­ჯვა, ე.ი. ღირ­სე­უ­ლად!

- ცოტა ხან­ში ის უფრო დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა. ის­რა­ელ­ში „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სი ელის. რო­გორ ფიქ­რობ, სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სზე უნდა წა­რად­გი­ნოს, მო­ახ­დენს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას? რა შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს მისი გა­მოს­ვლა ამ კონ­კურ­სზე?

- მა­გას ვერ გე­ტყვით, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. რა სიმ­ღე­რაც უნდა წა­რედ­გი­ნა, მი­მაჩ­ნია, რომ საქრთვე­ლოს­გან წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბო­და და იმე­დი მაქვს, რომ წარ­მა­ტე­ბას იქაც მი­აღ­წევს.

- პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ ჩან­დი... კონ­კურ­სე­ბის მი­მართ ცოტა იმე­დი ხომ არ გა­გიც­რუვ­და?

- არა, სხვა­თა შო­რის, ვიგ­რძე­ნი, უფრო ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე მა­ნამ­დე, სა­კუ­თარ თავ­ში მეტი ძალა მო­მე­ცა, რომ კი­დევ უკეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩემი საქ­მე. ამას­თან, იყო ასე­თიც - დას­რულ­და თუ არა პრო­ექ­ტი, სულ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გორ ვდგა­ვარ „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სცე­ნა­ზე და რო­გორ წარ­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს. რომ ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, ქვე­ყა­ნა მე წარ­მედ­გი­ნა, ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და ყვე­ლა დე­ტალ­ზე ნა­ფიქ­რი მაქვს...

- სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რის წარ­დგე­ნი­სას სა­ო­ცარ გარ­და­სახ­ვას ახ­დენ და ბევ­რი კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პა­ტა­რა „ჯა­დო­ქა­რი“ ხარ. რო­გორ ახერ­ხებ ამას?

- კი, მეც ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ სცე­ნა­ზე „ვჯა­დოქ­რობ“ და რო­გორ ვა­ხერ­ხებ ამას? ერ­თა­დერ­თი, რაც არის, - სცე­ნა­ზე გულ­წრფე­ლი უნდა იყო, მერე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმ­ღე­რა, ტექ­სტი, მე­ლო­დია, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, რომ მარ­თლაც „იჯა­დოქ­რო“.

თუმ­ცა ძნე­ლია, ყვე­ლა სიმ­ღე­რას არ აქვს ეს მუხ­ტი, მაგ­რამ თუ მო­ინ­დო­მებ, ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლია. სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ძი­რი­თა­დად, - ჯაზი, ბლუ­ზი, ერ­თა­დერ­თი არ ვმღე­რი პოპს, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ მაგ ჟანრ­ში ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი ვარ. ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის­თვის დი­ა­პა­ზო­ნი პა­ტა­რაა და ამი­ტომ თავს არ ვი­ზღუ­დავ.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობ და რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე რა­ღა­ცებს ვუკ­რავ, ვმღე­რი. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ექ­ვსწლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მეტი არ გა­მიგ­რძე­ლე­ბია. ერთ წე­ლი­წად­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვა­პი­რებ ჩა­ბა­რე­ბას, კომ­პო­ზი­ცია მინ­და, რომ ვის­წავ­ლო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით განვვი­თარ­დე. პა­რა­ლე­ლუ­რად გერ­მა­ნუ­ლი ენი­ას უნდა და­ვე­უფ­ლო, რომ სწავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გან­ვაგ­რძო.

- წელს სკო­ლას ამ­თავ­რებ, მაგ­რამ, რო­გორც მივ­ხვდი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში შემ­დეგ წელს ჩა­ა­ბა­რებ...

- კი, წელს გა­მოც­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. არც "სა­ა­ტეს­ტა­ტო­ე­ბი" გვაქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. ეს სუ­ბი­ექ­ტუ­რად კარ­გია, ობი­ექ­ტუ­რად - არა. იმი­ტომ, რომ რო­გორც მე მო­ვეშ­ვი, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ისე „და­ი­კი­და“ ყვე­ლამ... სხვა­თა შო­რის, სა­ნამ პრო­ექ­ტებ­ში გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი, არც ისე ცუდი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ფი­ზი­კა, ქარ­თუ­ლი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მა­თე­მა­ტი­კა­შიც არ ვი­ყა­ვი ცუდი. მერე ცოტა მოვ­დუნ­დი.

- შენი ტყუ­პის ცალი დაც მღე­რის?

- კი, ისიც მღე­რის, ერთ სკო­ლა­ში, სულ ერთ კლას­ში ვი­ყა­ვით. სიმ­ღე­რა­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც მა­საც უნდა რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯოს, ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ვნა­ხოთ...

- სულ ბო­ლოს მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს, შენს გულ­შე­მატ­კი­ვარს რას ეტყვი, ვინც კონ­კურ­სის დროს მხა­რი და­გი­ჭი­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი წყა­ლო­ბით, ფი­ნალ­ში აღ­მოჩ­ნდი.

- ვპირ­დე­ბი, რომ სცე­ნი­დან გაქ­რო­ბას არ ვა­პი­რებ. საქ­მი­ა­ნო­ბა აქ­ტი­უ­რად უნდა გა­ვაგ­რძე­ლო. ჩემი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა მინ­და და ამ ნა­მუ­შევ­რებს მა­ყუ­რე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად წარ­ვუდ­გენ.

ავტორი:

"სულ იმას წარმოვიდგენდი, როგორ ვდგავარ "ევროვიზიის" სცენაზე და წარვადგენ საქართველოს" - ლიზა კალანდაძის ცხოვრება "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ

"სულ იმას წარმოვიდგენდი, როგორ ვდგავარ "ევროვიზიის" სცენაზე და წარვადგენ საქართველოს" - ლიზა კალანდაძის ცხოვრება "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ

ლიზა კალანდაძე ოთხ ფინალისტთან ერთად, ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იყო, წელს ისრაელში „ევროვიზიაზე“ საქართველო წარედგინა. ამისთვის კონკურსში „საქართველოს ვარსკვლავი“ ურთულესი გზა განვლო. რამდენიმე ლაივკონცერტის ლიდერიც გახლდათ და ფინალურ ოთხეულშიც ასე მოხვდა, მიზანთან ახლოს იყო, თუმცა კონკურსი ოთო ნემსაძემ მოიგო და შესაბამისად, „ევროვიზიის“ კონკურსის საშვიც მან მოიპოვა. ლიზამ მეორე ადგილი დაიკავა.

ლიზა AMBEBI.GE-ს მკითხველის რჩეული აღმოჩნდა.

რა კვალი დატოვა ამ კონკურსმა მის ცხოვრებაში, რა მოლოდინები ჰქონდა და რა გეგმები აქვს ნიჭიერ მომღერალს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა.

"მიხარია, რომ ამ კონკურსში ვმონაწილეობდი. დიდი გამოცდილება მივიღე. გავიცანი უმაგრესი მუსიკოსები და სასიამოვნოა, რომ მათთან საერთოდ შეხება მქონდა... კონკურენციას ოთოსთან ყოველთვის ვგრძნობდი, 2 თვე კონკურსის განმავლობაში რაღაცნაირად ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ვგრძნობდი, რომ უპირატესობა მისკენ იყო და მე მისი გულშემატკივარი ვიყავი. ვეუბნებოდი, - ოთო ძალიან მაგარი ხარ, თვითონაც მგულშემატკივრობდა და მეუბნებოდა, რომ - ლიზა მაგარი ხარ!", - აღნიშნავს ლიზა.

- თუმცა კონკურსი, როგორც ვთქვით, ოთოს გამარჯვებით დასრულდა. რა ემოციები გქონდა?

- ვამბობდი, რომ 4-ივე ფინალისტიდან, ვისაც უნდა გაემარჯვა, ოთხივე „ევროვიზიაზე“ საქართველოს კარგად წარადგენდა. ამიტომაც, წყნარად ვიყავით, რადგანაც ღირსეული ფინალისტები შევიკრიბეთ. თუმცა რეალურად იმედები მაინც გამიცრუვდა, რადგანაც როგორც ყველა სხვას, გამარჯვება მინდოდა. საბოლოოდ კი ვთვლი, რომ ოთო ღირსეულია, თუ გაიმარჯვა, ე.ი. ღირსეულად!

- ცოტა ხანში ის უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგება. ისრაელში „ევროვიზიის“ კონკურსი ელის. როგორ ფიქრობ, სიმღერა, რომელიც კონკურსზე უნდა წარადგინოს, მოახდენს შთაბეჭდილებას? რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს მისი გამოსვლა ამ კონკურსზე?

- მაგას ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დიდ წარმატებას ვუსურვებ. რა სიმღერაც უნდა წარედგინა, მიმაჩნია, რომ საქრთველოსგან წარმატება გარანტირებული ექნებოდა და იმედი მაქვს, რომ წარმატებას იქაც მიაღწევს.

- პროექტის დასრულების შემდეგ არ ჩანდი... კონკურსების მიმართ ცოტა იმედი ხომ არ გაგიცრუვდა?

- არა, სხვათა შორის, ვიგრძენი, უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე მანამდე, საკუთარ თავში მეტი ძალა მომეცა, რომ კიდევ უკეთ გამეკეთებინა ჩემი საქმე. ამასთან, იყო ასეთიც - დასრულდა თუ არა პროექტი, სულ იმაზე ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი, როგორ ვდგავარ „ევროვიზიის“ სცენაზე და როგორ წარვადგენ საქართველოს. რომ ურიგო არ იქნებოდა, ქვეყანა მე წარმედგინა, ჩაცმულობასა და ყველა დეტალზე ნაფიქრი მაქვს...

- სცენაზე სიმღერის წარდგენისას საოცარ გარდასახვას ახდენ და ბევრი კონკურსის მსვლელობისას აღნიშნავდა, რომ პატარა „ჯადოქარი“ ხარ. როგორ ახერხებ ამას?

- კი, მეც ბევრი მეუბნება, რომ სცენაზე „ვჯადოქრობ“ და როგორ ვახერხებ ამას? ერთადერთი, რაც არის, - სცენაზე გულწრფელი უნდა იყო, მერე მნიშვნელოვანია სიმღერა, ტექსტი, მელოდია, რაც იმის საშუალებას გაძლევს, რომ მართლაც „იჯადოქრო“.

თუმცა ძნელია, ყველა სიმღერას არ აქვს ეს მუხტი, მაგრამ თუ მოინდომებ, ალბათ შესაძლებელია. სიამოვნებას მანიჭებს ძირითადად, - ჯაზი, ბლუზი, ერთადერთი არ ვმღერი პოპს, რადგანაც მიმაჩნია, რომ მაგ ჟანრში ძალიან შეზღუდული ვარ. ინტერპრეტაციისთვის დიაპაზონი პატარაა და ამიტომ თავს არ ვიზღუდავ.

- ახლა რას საქმიანობ და რა გეგმები გაქვს?

- ინსტრუმენტებზე რაღაცებს ვუკრავ, ვმღერი. ფორტეპიანოზე ექვსწლედი მაქვს დამთავრებული - მეტი არ გამიგრძელებია. ერთ წელიწადში კონსერვატორიაში ვაპირებ ჩაბარებას, კომპოზიცია მინდა, რომ ვისწავლო და ამ მიმართულებით განვვითარდე. პარალელურად გერმანული ენიას უნდა დავეუფლო, რომ სწავლა გერმანიაში, მუსიკალურ სასწავლებელში განვაგრძო.

- წელს სკოლას ამთავრებ, მაგრამ, როგორც მივხვდი, კონსერვატორიაში შემდეგ წელს ჩააბარებ...

- კი, წელს გამოცდებისგან თავისუფალი ვარ. არც "საატესტატოები" გვაქვს ჩასაბარებელი. ეს სუბიექტურად კარგია, ობიექტურად - არა. იმიტომ, რომ როგორც მე მოვეშვი, მეცადინეობა ისე „დაიკიდა“ ყველამ... სხვათა შორის, სანამ პროექტებში გამოვჩნდებოდი, არც ისე ცუდი მოსწავლე ვიყავი. ფიზიკა, ქართული მაინტერესებდა, მათემატიკაშიც არ ვიყავი ცუდი. მერე ცოტა მოვდუნდი.

- შენი ტყუპის ცალი დაც მღერის?

- კი, ისიც მღერის, ერთ სკოლაში, სულ ერთ კლასში ვიყავით. სიმღერაზე და ფორტეპიანოზეც მასაც უნდა რაღაც პროექტებში ძალები მოსინჯოს, ამისთვის ემზადება. ვნახოთ...

- სულ ბოლოს მკითხველს, მაყურებელს, შენს გულშემატკივარს რას ეტყვი, ვინც კონკურსის დროს მხარი დაგიჭირა და ფაქტობრივად, მათი წყალობით, ფინალში აღმოჩნდი.

- ვპირდები, რომ სცენიდან გაქრობას არ ვაპირებ. საქმიანობა აქტიურად უნდა გავაგრძელო. ჩემი რაღაცების გაკეთება მინდა და ამ ნამუშევრებს მაყურებელს აუცილებლად წარვუდგენ.

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

"ევროვიზიის" გამარჯვებული სკანდალში გაეხვა - საზოგადოების აზრით, ის სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო: რას აცხადებს მომღერალი

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა