პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა სტამბოლისთვის გრძელდება - "ერდოღანისთვის განმეორებითი არჩევნები რევანშის საშუალებაა"
ბრძოლა სტამბოლისთვის გრძელდება - "ერდოღანისთვის განმეორებითი არჩევნები რევანშის საშუალებაა"

თურ­ქი და და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის ზე­ი­მი ნა­ად­რე­ვი აღ­მოჩ­ნდა. ერ­დო­ღა­ნის პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი გა­ა­სა­ჩივ­რა, რის შემ­დე­გაც, თურ­ქე­თის უმაღ­ლეს­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სტამ­ბო­ლის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ბა­თი­ლად ცნო. გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი 23 ივ­ნისს ჩა­ტარ­დე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიმ და ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­ფარ­თო­ე­ბის და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, იო­ჰა­ნეს ჰა­ნიმ ერ­თო­ბი­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის მი­ხედ­ვით “გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია უკი­დუ­რე­სად პო­ლი­ტი­ზე­ბულ კონ­ტექ­სტში და მისი სა­ფუძ­ვე­ლი ღია უნდა იყოს სა­ჯა­რო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის”.

თა­ვის მხრივ, ოპო­ზი­ცი­უ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" გან­ცხა­დე­ბით, სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხალ­ხის ნე­ბა­სა და კა­ნონს არ აღი­ა­რებს, არა­ლე­გი­ტი­მუ­რია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ში­შო­ბენ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ოპო­ზი­ცია თა­ვი­სას ვერ გა­ი­ტანს, ერ­დო­ღა­ნის სის­ტე­მა ათა­სო­ბით ადა­მი­ანს გა­უშ­ვებს ცი­ხე­ში.

სტამ­ბოლ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს ცნო­ბით, მათ გა­ი­მარ­ჯვეს, ერ­დო­ღა­ნი კი ამის წარ­თმე­ვას ცდი­ლობს, რა­საც არ დათ­მო­ბენ...

იმა­მ­ოღ­ლუმ ყო­ფილ პრე­მი­ერს ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმს, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­რის პოსტზე იყ­რი­და კენ­ჭს, 13 729 ხმით გა­უს­წრო

BBC.com-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი მარკ ლო­უ­ე­ნი წერს, რომ "ერ­დო­ღა­ნი არას­დროს დათ­მობს სტამ­ბოლს უბ­რძოლ­ვე­ლად და ყვე­ლა გზას მი­მარ­თავს, რათა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტრზე კონ­ტრო­ლი არ და­კარ­გოს". მი­სი­ვე თქმით, თურ­ქუ­ლი ლი­რის კურ­სი ბოლო ხა­ნებ­ში 30%-ით და­ე­ცა და რეგ­რესს გა­ნაგ­რძობს. დაღ­მა­ვა­ლი პრო­ცე­სი კარ­გა ხა­ნია იგ­რძნო­ბა თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის პირ­და­პი­რი გაგ­რძე­ლე­ბაა.

"სწო­რედ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო წა­ა­გო ერ­დო­ღან­მა არ­ჩევ­ნე­ბი სტამ­ბოლ­ში. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შეც­დო­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს მი­მართ ნდო­ბა გა­ი­ზარ­და. ახლა მას სხვა პარ­ტი­ე­ბიც უჭე­რენ მხარს და გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი­სას, თუ ერ­დო­ღა­ნის სის­ტე­მა შე­დე­გებს ძა­ლი­ან უხე­შად არ გა­ა­ყალ­ბებს - და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს...

საქ­მე ის არის, რომ ამ სა­არ­ჩევ­ნო ორომ­ტრი­ა­ლის გამო, გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა ერ­დო­ღა­ნის პარ­ტი­ა­შიც: მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ, რომ მარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ყალბ­და. ამას­თან, პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი პირ­და­პირ აღი­ა­რებს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდნენ და ამის უარ­ყო­ფა თურ­ქეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის უკა­ნას­კნელ ნარ­ჩე­ნებ­საც შე­უქ­მნის საფრ­თხეს..." - წერს მარკ ლო­უ­ე­ნი.

სტამ­ბო­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ოს­მან პა­შა­ე­ვი, ekhokavkaza.com-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სტამ­ბოლ­ში უმუ­შევ­რო­ბა 14%-ით გა­ი­ზარ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქა­ლაქ­ში 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი უმუ­შე­ვა­რია.

“აქ არის კი­დევ ერთი ეშ­მა­კო­ბა, რო­მელ­საც ერ­დო­ღა­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბი­სას იყე­ნებს: ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ამომ­რჩე­ვე­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო ან მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით ტო­ვებს სტამ­ბოლს და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს უბ­რუნ­დე­ბა, იქ სა­დაც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია. ერ­დო­ღა­ნის ამომ­რჩე­ვე­ლი კი ის კა­ტე­გო­რი­აა, რო­მელ­მაც არც იცის რას ნიშ­ნავს შვე­ბუ­ლე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვია...

ამი­ტომ, ახა­ლი კამ­პა­ნი­ის თა­ნახ­მად, რამ­დე­ნი­მე ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ, რომ­ლე­ბიც არც ერთი პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ვი­საც 23 ივ­ნისს ან უფრო ადრე აქვთ ბი­ლე­თი ნა­ყი­დი, შე­უძ­ლია ჯა­რი­მის გა­რე­შე და­აბ­რუ­ნოს ბი­ლე­თი ან გა­დაც­ვა­ლოს სხვა დრო­ზე, ანუ, რო­გორც ამ­ბო­ბენ - სტამ­ბო­ლის და­ტო­ვე­ბა მკვდარ­მაც ვერ უნდა შეძ­ლოს" - ამ­ბობს პა­შა­ე­ვი.

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექ­სპერ­ტის დე­ნი­ელ ოურ­ნე­რის შე­ფა­სე­ბით, თურ­ქეთ­ში ხე­ლა­ხა­ლი მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, მე­ტიც "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში, ისე, რო­გორც 2016 წელს, ბუნ­ტი და სის­ხლისღვრა გან­მე­ორ­დეს, რად­გან ერ­დო­ღა­ნი ისევ და ისევ გა­ნაგ­რძობს თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას... ამი­ტომ, მის­თვის გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თგვა­რი რე­ვან­შის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სხვა სა­კი­თხია - რა გა­მო­უ­ვა მას...”

თურ­ქი პო­ლი­ტო­ლო­გის, ჯე­ი­ლან ოზ­გი­უ­ლის ცნო­ბით, თუ გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ეჭვს შე­ი­ტანს, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა:

“მა­ნამ­დე მე საქ­მი­ან, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ და პრო­დუქ­ტი­ულ გა­მოს­ვლებს ვე­ლო­დე­ბი, რო­მე­ლიც გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებ­ზე აი­სა­ხე­ბა და არა მა­სობ­რივ პრო­ტესტს, თუმ­ცა, უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის შე­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია...” - აცხა­დებს ოზ­გი­უ­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, 23 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნე­ბი ქვეყ­ნის შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სტამ­ბო­ლი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრი და პო­ლი­ტი­კის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­სა­ღე­ბია, ამი­ტომ მის­თვის ბრძო­ლა ორი­ვე მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია..." - წერს ოზ­გი­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ბრძოლა სტამბოლისთვის გრძელდება - "ერდოღანისთვის განმეორებითი არჩევნები რევანშის საშუალებაა"

ბრძოლა სტამბოლისთვის გრძელდება - "ერდოღანისთვის განმეორებითი არჩევნები რევანშის საშუალებაა"

თურქი და დასავლელი ექსპერტების შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. ერდოღანის პარტიამ არჩევნების შედეგი გაასაჩივრა, რის შემდეგაც, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგი ბათილად ცნო. განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანიმ ერთობილივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით “გადაწყვეტილება მიღებულია უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში და მისი საფუძველი ღია უნდა იყოს საჯარო გამოძიებისთვის”.

თავის მხრივ, ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებით, სისტემა, რომელიც ხალხის ნებასა და კანონს არ აღიარებს, არალეგიტიმურია. ადგილობრივები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თავისას ვერ გაიტანს, ერდოღანის სისტემა ათასობით ადამიანს გაუშვებს ციხეში.

სტამბოლში გამარჯვებული ოპოზიციონერის, ექრემ იმამოღლუს ცნობით, მათ გაიმარჯვეს, ერდოღანი კი ამის წართმევას ცდილობს, რასაც არ დათმობენ...

იმამოღლუმ ყოფილ პრემიერს ბინალი ილდირიმს, რომელიც ასევე მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, 13 729 ხმით გაუსწრო

BBC.com-ის მიმომხილველი მარკ ლოუენი წერს, რომ "ერდოღანი არასდროს დათმობს სტამბოლს უბრძოლველად და ყველა გზას მიმართავს, რათა ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრზე კონტროლი არ დაკარგოს". მისივე თქმით, თურქული ლირის კურსი ბოლო ხანებში 30%-ით დაეცა და რეგრესს განაგრძობს. დაღმავალი პროცესი კარგა ხანია იგრძნობა თურქეთის ეკონომიკაში, რაც პოლიტიკური ვითარების პირდაპირი გაგრძელებაა.

"სწორედ ეკონომიკური პრობლემების გამო წააგო ერდოღანმა არჩევნები სტამბოლში. მმართველი პარტიის შეცდომების კვალდაკვალ, ექრემ იმამოღლუს მიმართ ნდობა გაიზარდა. ახლა მას სხვა პარტიებიც უჭერენ მხარს და განმეორებითი არჩევნებისას, თუ ერდოღანის სისტემა შედეგებს ძალიან უხეშად არ გააყალბებს - დამაჯერებლად გაიმარჯვებს...

საქმე ის არის, რომ ამ საარჩევნო ორომტრიალის გამო, განხეთქილებაა ერდოღანის პარტიაშიც: მისი დამფუძნებლები უკვე საუბრობენ, რომ მარტის არჩევნების შედეგები გარკვეულწილად გაყალბდა. ამასთან, პარტიის რამდენიმე წევრი პირდაპირ აღიარებს, რომ არჩევნებში დამარცხდნენ და ამის უარყოფა თურქეთში დემოკრატიის უკანასკნელ ნარჩენებსაც შეუქმნის საფრთხეს..." - წერს მარკ ლოუენი.

სტამბოლელი ჟურნალისტი ოსმან პაშაევი, ekhokavkaza.com-სთან საუბარში ამბობს, რომ სტამბოლში უმუშევრობა 14%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში 4 მილიონზე მეტი უმუშევარია.

“აქ არის კიდევ ერთი ეშმაკობა, რომელსაც ერდოღანი წინასაარჩევნო კამპანიებისას იყენებს: ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი, მოსახლეობის საშუალო ან მასთან მიახლოებული კლასის წარმომადგენელია, რომელიც ზაფხულობით ტოვებს სტამბოლს და მშობლიურ ქალაქს უბრუნდება, იქ სადაც დარეგისტრირებულია. ერდოღანის ამომრჩეველი კი ის კატეგორიაა, რომელმაც არც იცის რას ნიშნავს შვებულება და მოგზაურობა, მუდმივად მუშაობს და შესაბამისად, ადვილად სამართავია...

ამიტომ, ახალი კამპანიის თანახმად, რამდენიმე ავიაკომპანიამ, რომლებიც არც ერთი პოლიტიკურ მხარეს არ მიეკუთვნებიან, გაავრცელეს განცხადება, რომ ვისაც 23 ივნისს ან უფრო ადრე აქვთ ბილეთი ნაყიდი, შეუძლია ჯარიმის გარეშე დააბრუნოს ბილეთი ან გადაცვალოს სხვა დროზე, ანუ, როგორც ამბობენ - სტამბოლის დატოვება მკვდარმაც ვერ უნდა შეძლოს" - ამბობს პაშაევი.

შვეიცარიელი ექსპერტის დენიელ ოურნერის შეფასებით, თურქეთში ხელახალი მასობრივი პროტესტის საფრთხე რეალურია, მეტიც "არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში, ისე, როგორც 2016 წელს, ბუნტი და სისხლისღვრა განმეორდეს, რადგან ერდოღანი ისევ და ისევ განაგრძობს თავისი ავტორიტარული მმართველობის დემონსტრირებას... ამიტომ, მისთვის განმეორებითი არჩევნები ერთგვარი რევანშის საშუალებაა, სხვა საკითხია - რა გამოუვა მას...”

თურქი პოლიტოლოგის, ჯეილან ოზგიულის ცნობით, თუ განმეორებითი არჩევნების შედეგებში მოსახლეობა ეჭვს შეიტანს, ხალხი ქუჩაში გამოვა:

“მანამდე მე საქმიან, არგუმენტირებულ და პროდუქტიულ გამოსვლებს ველოდები, რომელიც განმეორებით არჩევნებზე აისახება და არა მასობრივ პროტესტს, თუმცა, უხეში დარღვევების შეთხვევაში, ქუჩის აქციები გარდაუვალია...” - აცხადებს ოზგიული, რომლის თქმითაც, 23 ივნისის არჩევნები ქვეყნის შემდეგი პოლიტიკური კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"სტამბოლი ქვეყნის ფინანსური ცენტრი და პოლიტიკის ფსიქოლოგიური გასაღებია, ამიტომ მისთვის ბრძოლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია..." - წერს ოზგიული.

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტას ცოლი კელი პრესტონი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა

აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა - რომის პაპის კომენტარი

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?