მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონკოლოგიურ დაავადებათა უახლესი მონაცემები ბავშვებში - საქართველოში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემის კიბო მეორე ადგილზეა
ონკოლოგიურ დაავადებათა უახლესი მონაცემები ბავშვებში - საქართველოში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემის კიბო მეორე ადგილზეა

კი­ბოს პო­პუ­ლა­ცი­უ­რი რე­გის­ტრის 2015-2017 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­ვის, თვა­ლი­სა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის კიბო, ბავ­შვთა შო­რის გავ­რცე­ლე­ბულ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის, პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 0-14 წლის ასა­კის ბავ­შვებ­ში, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და: 2016 წელს, ლიმ­ფუ­რი, ჰე­მო­პო­ე­ზუ­რი და მო­ნა­თე­სა­ვე ქსო­ვი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის 47 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2017 წელს კი - 32. ამას­თან, 2016 წელს, თვა­ლის, თა­ვის ტვი­ნი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის 19 შემ­თხვე­ვა, ხოლო 2017 წელს კი - 11.

პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 0-14 წლის ასა­კის ბავ­შვებ­ში, 2017 წელს ლი­დე­რობს ლიმ­ფუ­რი, ჰე­მო­პო­ე­ზუ­რი და მო­ნა­თე­სა­ვე ქსო­ვი­ლე­ბი 50%-ით, ხოლო თვა­ლის, თა­ვის ტვი­ნი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე - 17% მო­დის.

„ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლე­ბი 100 000 ბავ­შვზე 13-18-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და. სქე­სობ­რივ ჯგუ­ფებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის წილი და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბა­რი იყო. მო­ცე­მულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის 52% ლიმ­ფო­ი­დუ­რი, ჰე­მო­პო­ე­ზუ­რი და მო­ნა­თე­სა­ვე ქსო­ვი­ლე­ბის კი­ბო­ზე მო­დი­ო­და, რო­მელ­საც, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­ირ და­ა­ვა­დე­ბე­ბი მოს­დევ­და (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში კი­ბოს 42 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ნუ­მარ­ტეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მი სა­გან­გა­შო არ არის და მსოფ­ლიო მო­ნა­ცე­მებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„კი­ბოს კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს მსოფ­ლი­ო­ში 15 წლამ­დე ბავ­შვებ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის 215 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ხოლო 15-19 წლის მო­ზარ­დებ­ში - 85 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა.

ამას­თან, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვის რე­გის­ტრირ­ტე­ბა არ ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში ბავშთა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 84% და მე­ტია; უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ქვეყ­ნებ­შიც კი, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა დი­დია. ბავ­შვთა ასაკ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იშ­ვი­ა­თად ვლინ­დე­ბა, კი­ბო­თი სა­ერ­თო ავა­დო­ბის 0.5-4.6%–ს შე­ად­გენს.

გლო­ბა­ლუ­რად ბავ­შვთა კი­ბოს სა­ერ­თო ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50-დან 200-მდე მერ­ყე­ობს ას მი­ლი­ონ ბავ­შვზე. ბავ­შვთა ასაკ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სტრუქ­ტუ­რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­გან.

ბავ­შვებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა თით­ქმის ერთ მე­სა­მედს ლე­ი­კე­მია წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც სიხ­ში­რის მი­ხედ­ვით მოს­დევს ლიმ­ფო­მე­ბი და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რამ­დე­ნი­მე ტი­პის კიბო ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ბავ­შვთა ასაკ­ში გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ნე­ი­რობ­ლას­ტო­მა, ნეფ­რობ­ლას­ტო­მა, მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა და რე­ტი­ნობ­ლას­ტო­მა“, - ნათ­ქვა­მია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­სტრო­ლის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ონკოლოგიურ დაავადებათა უახლესი მონაცემები ბავშვებში - საქართველოში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემის კიბო მეორე ადგილზეა

ონკოლოგიურ დაავადებათა უახლესი მონაცემები ბავშვებში - საქართველოში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემის კიბო მეორე ადგილზეა

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი - 11.

პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50%-ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17% მოდის.

„ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13-18-ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება.

„კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა.

ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს.

გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50-დან 200-მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან.

ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."