პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ
4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ

კბი­ლე­ბის, ფრჩხი­ლე­ბი­სა და თმის მტვრე­ვა-და­სუს­ტე­ბა, და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი სის­ხლის წნე­ვა, ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი დონე, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან გუ­ლის შე­ტე­ვა, დი­ა­ბე­ტი, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, დეპ­რე­სია, - ეს იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი და ე.წ „მკვლე­ლი დი­ე­ტე­ბი“ იწ­ვევს.

დი­ე­ტის ხში­რად დაც­ვამ შე­იძ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას და რო­გორც წესი, მას ხან­გრძლი­ვი შე­დე­გი არას­დროს არ აქვს. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი დი­ე­ტით დაკ­ლე­ბულ კი­ლოგ­რა­მებს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ძვე­ლი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჭარ­ბი წო­ნის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი სწრა­ფი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბაა. რო­გორც წესი, აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქ­ტებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მი და შა­ქა­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, ჯან­საღ საკ­ვებ­თან შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია და გემ­რი­ე­ლიც.

მი­უ­ხე­და­ვად ათე­უ­ლო­ბით ნა­ცა­დი დი­ე­ტი­სა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვხვდე­ბით, რომ საკ­ვებ­ზე ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი არ შე­ვამ­ცი­რეთ, არა­მედ, საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, სა­კუ­თა­რი თავი ჭარ­ბი წო­ნი­თაც მი­ვი­ღოთ ან კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბის კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი გზის ძი­ე­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ.

ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­შო­რე­ბა არა­მარ­ტო ეს­თე­ტი­კუ­რი კუ­თხით, არა­მედ ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­სურ­ვე­ლია. იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა თავი ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს, გამ­ხდა­რი სხე­უ­ლი სა­ჭი­რო სუ­ლაც არ არის, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჭარ­ბი წონა არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, პირ­ველ რიგ­ში კი მე-2 რი­გის დი­ა­ბე­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გუ­ლის შე­ტე­ვის, ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბის, ოს­ტე­ო­ართრი­ტის, ღვიძ­ლი­სა და თირკმე­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის.

ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ გლო­ბა­ლუ­რად თუ შევ­ხე­დავთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯან­სა­ღი კვე­ბის კულ­ტუ­რა ჯერ კი­დევ არ არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, რად­გან ხში­რად, გარ­თო­ბას­თა­ნაც კი გემ­რი­ე­ლად სა­დი­ლო­ბა ასო­ცირ­დე­ბა ხოლ­მე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჭარ­ბი წო­ნის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი საკ­ვე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ანუ რო­დე­საც ადა­მი­ანს საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის, მო­წყე­ნი­ლო­ბის ან უბ­რა­ლოდ, არა შიმ­ში­ლის, არა­მედ სურ­ვი­ლის გამო უნდა. ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის თქმით, ხში­რად, საკ­ვე­ბის მი­მართ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბულ ჩვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

„მა­გა­ლი­თად, როცა ბავ­შვი წუ­წუ­ნებს, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა და მშო­ბე­ლი და­სა­წყნა­რებ­ლად კან­ფეტს მის­ცემს, უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში­ეს პრო­ცე­სი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ახ­სენ­დე­ბათ, რად­გან ბავ­შვო­ბა­ში მას კან­ფე­ტით აწყნა­რებ­დნენ და ამ პრო­დუქტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ. მა­გა­ლი­თად, როცა მო­წყე­ნი­ლი ვარ და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი­სა თუ და­სა­ლა­გე­ბე­ლი სახ­ლის გამო თავს გარ­თო­ბის უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ, ვცდი­ლობ, ეს სურ­ვი­ლი გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბით მა­ინც და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო, შე­დე­გი კი ხში­რად, წო­ნის უკონ­ტრო­ლო მა­ტე­ბაა ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნავს ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი.

რო­გორც ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი გან­მარ­ტავს, რო­გორც კი ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ საკ­ვებ­ზე ემო­ცი­უ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მა­შინ მი­ირ­თმევს, როცა რე­ა­ლუ­რად, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, ის წო­ნა­ში კლე­ბას იწყებს. ამ პრო­ცეს­ში კი მას კონ­სულ­ტი­რე­ბი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სახ­ლი „დი­ა­ლო­გი“ ეხ­მა­რე­ბა მათ, ვინც მტან­ჯვე­ლი დი­ე­ტე­ბის შემ­დეგ შე­დე­გებს ვერ მი­აღ­წია, ვინც ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა ახლა გა­და­წყვი­ტა ან უბ­რა­ლოდ, ვი­საც წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს.

საკ­ვე­ბის მი­მართ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­სახ­სნე­ლად, ქეთი მეს­ხიშ­ვილ­მა და­ნერ­გა 4-თვი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტე­ბის უკონ­ტრო­ლოდ ან არას­წო­რად მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ძი­რე­უ­ლად აღ­მო­ფხვრის.

„ეს არის ჯგუ­ფურ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი მო­დუ­ლი იგი შექ­მნი­ლი­ა­ა­და­მი­ა­ნე­ბის­თვის­რო­მელ­თაც არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ საკ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად იწყე­ბენ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას სტრე­სის დროს და ამის ფონ­ზე­წო­ნა­ში იმა­ტე­ბენ.

წო­ნის პრობ­ლე­მა დღეს ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს, მათი უმე­ტე­სო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად იმა­ტებს და იკ­ლებს. ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმას, რომ ამის მი­ზე­ზი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რია. ასე­ვე, პრობ­ლე­მა არის ისიც, რომ მათი დიდი ნა­წი­ლი ვერ ხვდე­ბა, რა­ტომ იწყებს გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას. ეს მო­დუ­ლი კი სწო­რედ კვე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ პრობ­ლე­მა­ზე­მუ­შა­ობს, თუ არ იცი­ან, რა არის სწო­რი კვე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ და ვას­წავ­ლით“, - გან­მარ­ტავს ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი.

პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: იწყე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბით და გრძელ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბით. 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭარბ წო­ნა­ზე, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მა­სა და კვე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ გრძელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ჯგუ­ფუ­რად კი მხო­ლოდ კვი­რა­ში ერთხელ. პრობ­ლე­მის გა­ა­ნა­ზი­ლე­ბას­თან ერ­თად, თე­რა­პი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ საკ­ვე­ბის მი­მართ ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კურ­სის ფარ­გლებ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გორც სა­ერ­თო, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

„მა­გა­ლი­თად, კვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ყვე­ლას­თვის არის სა­ერ­თო. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლი უნდა იყოს და ადა­მი­ან­მა საკ­ვე­ბი დღე­ში მი­ნი­მუმ 4-ჯერ უნდა მი­ი­ღოს.

ასე­ვე, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბი არ უნდა ჰქონ­დეს. სწო­რი კვე­ბა ასო­ცირ­დე­ბა უმა­რი­ლოს­თან, მო­ხარ­შულ­თან, შე­ზღუდ­ვებ­თან, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, სწო­რი კვე­ბა კვე­ბის შე­ზღუდ­ვა არ არის. ის ნიშ­ნავს რა­ცი­ონ­ში ყვე­ლა პრო­დუქ­ტის ჩარ­თვა­სა და სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვას­წავ­ლით, მა­გა­ლი­თად, სა­უზ­მე­ზე რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი უფრო რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია. თან შე­უძ­ლი­ათ, მი­ი­ღონ ის საკ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უყ­ვართ. ვას­წავ­ლით, რომ ასე არ მო­ი­მა­ტე­ბენ, მთა­ვა­რია, სწო­რად და რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ი­ღო საკ­ვე­ბი. ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში მა­შინ იმა­ტებს, როცა ბევ­რს ჭამს, რად­გან მას ემო­ცი­უ­რი შიმ­ში­ლი აქვს და შე­ჩე­რე­ბა უჭირს. ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­თა­რი თავი გა­აც­ნო­ბი­ე­რონ და და­ი­ნა­ხონ, რას აკე­თე­ბენ არას­წო­რად და რო­გო­რია სწო­რი გზა“, - აღ­ნიშ­ნა ქეთი მეს­ხიშ­ვილ­მა.

ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის თქმით, ბავ­შვებ­ში ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მე­ბიც ოჯახ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არას­წო­რად კვე­ბის ტრა­დი­ცი­ი­დან მო­დის. მისი თქმით, პრაქ­ტი­კა­ში ჰქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჭარბ წო­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მი­სუ­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის შე­დე­გი მისი ოჯა­ხის იმ წევ­რებ­საც მი­უ­ღი­ათ, ვი­საც იგი­ვე პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და. მი­ზე­ზი კი სწო­რი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 4-თვი­ა­ნი კუ­რის პე­რი­ოდ­ში არა­მარ­ტო პრობ­ლე­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და სწო­რი კვე­ბი­თი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, არა­მედ შე­დეგ­ზე გას­ვლაც ხდე­ბა.

„რო­გორც კი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ი­წყე­ბა, მა­შინ­ვე იწყე­ბა წო­ნა­ში კლე­ბის პრო­ცე­სი. 4 თვე­ში 50 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა­რა თქმა უნდა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ 10-15 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია ამ პრო­ცეს­ში ადა­მი­ა­ნის­წავ­ლობს, ამ პე­რი­ო­დის შემ­დეგ რო­გორ უნდა გა­აგ­რძე­ლოს კვე­ბა და მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც იც­ვლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ფსი­ქო­თე­რა­პევტმა.

ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ებს მა­თაც აძ­ლევს, ვი­საც ზო­გა­დად, ჯან­სა­ღაც კვე­ბა სურს, რათა წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნას.

„ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად, 4 სა­ათ­ში ერთხელ. ასე­ვე,ყვე­ლა პრო­დუქ­ტი უნდა მი­ი­ღოს, რომ­ლე­ბიც რო­გორც ცი­ლებს, ისე ნახ­შირ­წყლებ­სა და რძემ­ჟა­ვას შე­ი­ცავს.

გარ­და ამი­სა, რა­ცი­ონ­ში ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჰქონ­დეს ჩარ­თუ­ლი, რაც უყ­ვარს და რაც მთა­ვა­რია, პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი სწო­რად უნდა გან­სა­ზღვროს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სე­ზო­ნუ­რი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბაც, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ბევრ ვი­ტა­მინს შე­ი­ცა­ვენ. ჩვენ­თან მო­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ხში­რად იცი­ან, რომ ყვე­ლა სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ი­ღონ, თუმ­ცა რო­დის და რა ფორ­მით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, ამ ცოდ­ნას კი ჩვენ ვაძ­ლევთ, როცა „დი­ა­ლოგ­ში“ მო­დი­ან“, - გან­მარ­ტა ქეთი მეს­ხიშ­ვილ­მა.

ავტორი:

4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ

4-თვიანი კომპლექსური კურსი, რომელიც საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მთელი ცხოვრება დაგავიწყებთ

კბილების, ფრჩხილებისა და თმის მტვრევა-დასუსტება, დაუბალანსებელი სისხლის წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებები ან გულის შეტევა, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სიმსივნური დაავადებების პროვოცირება, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, დეპრესია, - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რასაც კვებითი დარღვევები და ე.წ „მკვლელი დიეტები“ იწვევს.

დიეტის ხშირად დაცვამ შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას და როგორც წესი, მას ხანგრძლივი შედეგი არასდროს არ აქვს. ერთი კონკრეტული დიეტით დაკლებულ კილოგრამებს შენარჩუნება სჭირდება, რაც ძველი კვებითი ჩვევებისთვის დაბრუნების შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია.

21-ე საუკუნეში ჭარბი წონის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სწრაფი კვების პროდუქტების გახშირებული მოხმარებაა. როგორც წესი, აღნიშნულ პროდუქტებში დიდი რაოდენობით ცხიმი და შაქარია გამოყენებული. ასევე, ჯანსაღ საკვებთან შედარებით ხელმისაწვდომია და გემრიელიც.

მიუხედავად ათეულობით ნაცადი დიეტისა, საბოლოო ჯამში, ვხვდებით, რომ საკვებზე ემოციური დამოკიდებულება კი არ შევამცირეთ, არამედ, საყვარელი პროდუქტების მიღების კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ ვცდილობთ, საკუთარი თავი ჭარბი წონითაც მივიღოთ ან კილოგრამების დაკლების კიდევ უფრო ეფექტური გზის ძიება გავაგრძელოთ.

ჭარბი კილოგრამების მოშორება არამარტო ესთეტიკური კუთხით, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც სასურველია. იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, გამხდარი სხეული საჭირო სულაც არ არის, თუმცა ჯანმრთელობა აუცილებელია. ჭარბი წონა არაერთი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს, პირველ რიგში კი მე-2 რიგის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის, ძილის დარღვევების, ოსტეოართრიტის, ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების.

ფსიქოთერაპევტი ქეთი მესხიშვილი განმარტავს, რომ გლობალურად თუ შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი კვების კულტურა ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული, რადგან ხშირად, გართობასთანაც კი გემრიელად სადილობა ასოცირდება ხოლმე.

მისი განმარტებით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი საკვების მიმართ არსებული ემოციური დამოკიდებულებაა ანუ როდესაც ადამიანს საყვარელი პროდუქტების მიღება დეპრესიული მდგომარეობის, მოწყენილობის ან უბრალოდ, არა შიმშილის, არამედ სურვილის გამო უნდა. ფსიქოთერაპევტის თქმით, ხშირად, საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულება ბავშვობაში მიღებულ ჩვევებს უკავშირდება.

„მაგალითად, როცა ბავშვი წუწუნებს, ცუდ ხასიათზეა და მშობელი დასაწყნარებლად კანფეტს მისცემს, უკვე ზრდასრულ ასაკშიეს პროცესი გაუცნობიერებლად ახსენდებათ, რადგან ბავშვობაში მას კანფეტით აწყნარებდნენ და ამ პროდუქტზე დამოკიდებულები გახდნენ. მაგალითად, როცა მოწყენილი ვარ და მცირეწლოვანი ბავშვისა თუ დასალაგებელი სახლის გამო თავს გართობის უფლებას ვერ ვაძლევ, ვცდილობ, ეს სურვილი გემრიელი საკვებით მაინც დავიკმაყოფილო, შედეგი კი ხშირად, წონის უკონტროლო მატებაა ხოლმე“, - აღნიშნავს ქეთი მესხიშვილი.

როგორც ფსიქოთერაპევტი განმარტავს, როგორც კი ადამიანი აცნობიერებს, რომ საკვებზე ემოციურად არის დამოკიდებული და მხოლოდ მაშინ მიირთმევს, როცა რეალურად, ამის საჭიროება აქვს, ის წონაში კლებას იწყებს. ამ პროცესში კი მას კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სახლი „დიალოგი“ ეხმარება მათ, ვინც მტანჯველი დიეტების შემდეგ შედეგებს ვერ მიაღწია, ვინც ჭარბი კილოგრამების დაკლება ახლა გადაწყვიტა ან უბრალოდ, ვისაც წონის შენარჩუნება სურს.

საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულების მოსახსნელად, ქეთი მესხიშვილმა დანერგა 4-თვიანი ტრენინგი, რომელიც პროდუქტების უკონტროლოდ ან არასწორად მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ძირეულად აღმოფხვრის.

„ეს არის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობაზე აგებული მოდული იგი შექმნილიაადამიანებისთვისრომელთაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ საკვებთან მიმართებაში, მაგალითად, გაუცნობიერებლად იწყებენ საკვების მიღებას სტრესის დროს და ამის ფონზეწონაში იმატებენ.

წონის პრობლემა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, მათი უმეტესობა პერიოდულად იმატებს და იკლებს. ვერც კი აცნობიერებენ იმას, რომ ამის მიზეზი ყველა შემთხვევაში ფსიქოლოგიურია. ასევე, პრობლემა არის ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი ვერ ხვდება, რატომ იწყებს გაუცნობიერებლად დიდი რაოდენობით საკვების მიღებას. ეს მოდული კი სწორედ კვებით დამოკიდებულებაზე, როგორც ფსიქოემოციურ პრობლემაზემუშაობს, თუ არ იციან, რა არის სწორი კვება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვასწავლით“, - განმარტავს ქეთი მესხიშვილი.

პროცედურა ასეთია: იწყება ინდივიდუალური გასაუბრებით და გრძელდება ჯგუფური მუშაობით. 3 დღის განმავლობაში ჭარბ წონაზე, როგორც ფსიქოლოგიურ პრობლემასა და კვებით დამოკიდებულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცედურების შემდეგ გრძელდება ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფურად კი მხოლოდ კვირაში ერთხელ. პრობლემის გაანაზილებასთან ერთად, თერაპიული მუშაობა მიმდინარეობს.

ფსიქოთერაპევტი ქეთი მესხიშვილი განმარტავს, რომ საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, კურსის ფარგლებში რეკომენდაციები როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურია.

„მაგალითად, კვების რეკომენდაციები ყველასთვის არის საერთო. უფრო კონკრეტულად, კვება აუცილებლად რეგულარული უნდა იყოს და ადამიანმა საკვები დღეში მინიმუმ 4-ჯერ უნდა მიიღოს.

ასევე, საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ უნდა ჰქონდეს. სწორი კვება ასოცირდება უმარილოსთან, მოხარშულთან, შეზღუდვებთან, თუმცა, რეალურად, სწორი კვება კვების შეზღუდვა არ არის. ის ნიშნავს რაციონში ყველა პროდუქტის ჩართვასა და სწორად გადანაწილებას. შესაბამისად, ჩვენ ვასწავლით, მაგალითად, საუზმეზე რომელი პროდუქტი უფრო რეკომენდებულია. თან შეუძლიათ, მიიღონ ის საკვები, რომლებიც უყვართ. ვასწავლით, რომ ასე არ მოიმატებენ, მთავარია, სწორად და რეგულარულად მიიღო საკვები. ადამიანი წონაში მაშინ იმატებს, როცა ბევრს ჭამს, რადგან მას ემოციური შიმშილი აქვს და შეჩერება უჭირს. ჩვენ ვეხმარებით, რომ ამ შემთხვევაში, საკუთარი თავი გააცნობიერონ და დაინახონ, რას აკეთებენ არასწორად და როგორია სწორი გზა“, - აღნიშნა ქეთი მესხიშვილმა.

ფსიქოთერაპევტის თქმით, ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემებიც ოჯახში დამკვიდრებული არასწორად კვების ტრადიციიდან მოდის. მისი თქმით, პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როცა ჭარბ წონასთან საბრძოლველად მისული ერთი ადამიანის შედეგი მისი ოჯახის იმ წევრებსაც მიუღიათ, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებდა. მიზეზი კი სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაა.

აღსანიშნავია, რომ 4-თვიანი კურის პერიოდში არამარტო პრობლემის გაცნობიერება და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, არამედ შედეგზე გასვლაც ხდება.

„როგორც კი რეკომენდაციების შესრულებაიწყება, მაშინვე იწყება წონაში კლების პროცესი. 4 თვეში 50 კილოგრამის დაკლებარა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ 10-15 კილოგრამის დაკლება ძალიან მარტივად ხდება. რაც მთავარია ამ პროცესში ადამიანისწავლობს, ამ პერიოდის შემდეგ როგორ უნდა გააგრძელოს კვება და მისი ყოველდღიური ცხოვრებაც იცვლება“, - აღნიშნა ფსიქოთერაპევტმა.

ქეთი მესხიშვილი რეკომენდაციებს მათაც აძლევს, ვისაც ზოგადად, ჯანსაღაც კვება სურს, რათა წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას.

„ადამიანი აუცილებლად უნდა იკვებებოდეს რეგულარულად, 4 საათში ერთხელ. ასევე,ყველა პროდუქტი უნდა მიიღოს, რომლებიც როგორც ცილებს, ისე ნახშირწყლებსა და რძემჟავას შეიცავს.

გარდა ამისა, რაციონში ყველაფერი უნდა ჰქონდეს ჩართული, რაც უყვარს და რაც მთავარია, პროდუქტების მიღების პროცესი სწორად უნდა განსაზღვროს.

აუცილებელია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღებაც, რადგან ამ პერიოდში ისინი ბევრ ვიტამინს შეიცავენ. ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა ხშირად იციან, რომ ყველა სეზონური პროდუქტი უნდა მიიღონ, თუმცა როდის და რა ფორმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ამ ცოდნას კი ჩვენ ვაძლევთ, როცა „დიალოგში“ მოდიან“, - განმარტა ქეთი მესხიშვილმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი