შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 მაისს, 12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.