ავტორი:

მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"

მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"

არაფერი არ ვიცი, სად ყავთ და რას ეკითხებიან, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განუცხადა.

მედიკო მარგოშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.

"შორს არის ჩვენგან ყველა მსგავსი ამბავი. არავითარი ტერორისტები ჩვენ არ ვართ. რა აფეთქება, რის დაგეგმვა. ჩემი შვილი არაფერს გეგმავდა“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი იკითხება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყება ეჭვობს, რომ მორის მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე უნდა იყოს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში", - აცხადებენ სუს-ში.

მოისმინეთ სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი: "იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ