ავტორი:

"ეს რა გვიქენით, ერთი კვირის შექმნილი ოჯახი გქონდათ..." - ზესტაფონში ავარიას ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

"ეს რა გვიქენით, ერთი კვირის შექმნილი ოჯახი გქონდათ..." - ზესტაფონში ავარიას ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი დაიღუპა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები ზორვეთის მკვიდრი ალეკო ბარბაქაძე და მარიამ დოლუაშვილი არიან. ისინი ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ. წყვილი წუხელ ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი ხეს დაეჯახნენ.

გარდაცვლილებთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ახლობელი ლევან გამეზარდაშვილი:

"რა გვიქენით ეს რომ გაგვანადგურეთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, გაუძლოთ ამ დიდ ტკივილს. ეს არ უნდა მომხადრიყოო. ერთი კვირის შექმნილი გქონდათ ოჯახი. ჩემს გულში მუდამ ცოცხლები იქნებით. თქვენს სულს ვეხუტუნე. გული მტკივაა, ნუთუ ეს სიმართლე არის ??? ჩემი პიპე აღარა მყავს, ჩემი მაგარი ძმაკაცი, იყავი და დარჩები მუდამ" - წერს ლევან გამეზარდაშვილი.

2911 ახალი ინფიცირებული და 2 421 განკურნებული - როგორია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა და სად არის ყველაზე მეტი შემთხვევა

"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო