პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და სად არის შესაძლებელი მისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შესწავლა?
რომელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და სად არის შესაძლებელი მისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შესწავლა?

2018 წლი­დან ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის წარ­დგე­ნა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ყვე­ლა სა­წარ­მოს­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კომ­პა­ნი­ებ­მა უნდა მო­ამ­ზა­დონ ან­გა­რიშ­გე­ბა, რო­მე­ლიც შე­მო­სავ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბას, ზა­რა­ლი­სა და მო­გე­ბის აღ­რი­ცხვას უკავ­შირ­დე­ბა და გა­ა­სა­ჯა­რო­ოს.

ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ინ­ვეს­ტორ­თა მო­ზიდ­ვი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ან­გა­რიშ­გე­ბა სან­დო იყოს, რათა ინ­ვეს­ტორ­მა სწო­რად გან­სა­ზღვროს, კონ­კრე­ტულ სა­წარ­მო­სა თუ პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ შე­მოწ­მდეს, კომ­პა­ნი­ე­ბი ან­გა­რიშ­გე­ბას რამ­დე­ნად სწო­რად და ხა­რის­ხი­ა­ნად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­წარ­მო კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა აუ­დი­ტო­რებ­მა შე­ა­მოწ­მონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ტო­რის პრო­ფე­სია უფრო მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი გახ­და. 2 წლის წინ კი ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბე­ბის აუ­დი­ტის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­სა­ხუ­რის საბ­ჭო მათ შო­რის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რომ­ლის ერთ-ერთი წევ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე მი­ქა­ბა­ძეა.

რო­გორც ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, იური დო­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, სა­წარ­მო­ე­ბის მიერ ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის წარ­მო­ე­ბის მო­თხოვ­ნა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, უბ­რა­ლოდ, 2016 წლამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ ჰქონ­და. სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის პრო­ცე­სი 2016 წელს და­ი­წყო, 2018 წლის­თვის კი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ყვე­ლა ტი­პის სა­წარ­მოს­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და.

იური დო­ლი­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში 500 აუ­დი­ტო­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ბუ­ღალ­ტერ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად, ხა­რის­ხი­ა­ნად და გამჭვირ­ვა­ლედ შეს­რუ­ლე­ბულ ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­გე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, ამ მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ კი „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ გა­და­წყვი­ტა, გა­ზარ­დოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ, „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა“ და ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, მხა­რე­ე­ბი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე თან­ხმდე­ბი­ან,. ასე­ვე, შე­თან­ხმე­ბა ითავ­ლის­წი­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი გუნ­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფი­ნან­სის­ტე­ბით შევ­სე­ბა­სა და სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ამას­თან, მხა­რე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან ქარ­თულ ენა­ზე, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ოს უახ­ლე­სი და მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გმნის პრო­ცეს­ში, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და მრჩე­ველ­თა გუნდში კონ­ტრი­ბუ­ცი­ით.

ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის იური დო­ლი­ძის თქმით, აკა­დე­მი­ურ სექ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ახალ რე­ფორ­მას ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლო­ბებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ე­უფ­ლე­ბი­ან.

„ეს არის ფი­ნან­სუ­რი აღ­რი­ცხვა, აუ­დი­ტი, სხვა მო­მიჯ­ნა­ვე პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სან­დო ან­გა­რიშ­გე­ბის მომ­ზა­დე­ბას, მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სის­ტე­მას; ან­გა­რიშ­გე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სივ­რცი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანა­ლი­ტი­კას, კვლე­ვებს და ა.შ. ამი­ტო­მაც ჩვენ ღია ვართ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის და ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, წვდო­მა ჰქონ­დეთ იმ სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სებ­ზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასე­ვე, და­საქ­მე­ბის კუ­თხით, გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ვაკ­ლა­ვი­ა­ნებთ კი­დეც. ჩვენ გვაქვს სტა­ჟი­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ამა თუ იმ ას­პექ­ტის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, მა­გის­ტრან­ტე­ბი.

მო­თხოვ­ნა ამ პრო­ფე­სი­ა­ზე, ნამ­დვი­ლად არის, რად­გან კა­ნონ­მა და ჩვენ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ახა­ლი ნორ­მე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მქო­ნე კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა წარ­მოშ­ვა. ჩვენს სამ­სა­ხურს და­გეგ­მი­ლი აქვს, რომ ეს დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­ი­ფხვრას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, საკ­ვან­ძოა აკა­დე­მი­უ­რი სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ბა­ზო და სწორ გა­ნათ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რათა ჩვენ ვა­ღი­ა­როთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და მათი იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან სინ­ქრო­ნი­ზა­ცია მოხ­დეს, რაც შემ­დეგ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ბა­ზარ­ზე მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - აღ­ნიშ­ნა იური დო­ლი­ძემ.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რის მაია მე­ლი­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი 2 წე­ლია, ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­ვე­წას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამი­ტომ მათი ცოდ­ნის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ეს სამ­სა­ხუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წე­ლი­წა­დია შე­იქ­მნა და ამ ქვე­ყა­ნა­ში ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბას და დახ­ვე­წას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ეს ან­გა­რიშ­გე­ბა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის სტან­დარ­ტებს. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ბიზ­ნე­სი უკე­თე­სად გან­ვი­თარ­დეს და უფრო მეტი ინ­ვეს­ტო­რი მო­ვი­ზი­დოთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ვი­ღებთ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, მეტ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს, გამ­ყა­რე­ბულ ლარს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი მხრი­დან მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი, ისი­ნი ლექ­ცი­ებს წა­ი­კი­თხა­ვენ აუ­დი­ტი­სა და ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, იქ­ნე­ბი­ან ხიდი, რად­გან ჩვენს სტუ­დენ­ტებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თვალ­საზ­რი­სით მი­ე­ცე­მათ გარ­კვე­უ­ლი სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მათ ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მე­ბი გა­ი­ა­რონ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რო­გორც ძლი­ე­რი აუ­დი­ტო­რე­ბი“, - გან­მარ­ტა მაია მე­ლი­ქი­ძემ.

„ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სირ­ტეტ­ში“ მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი პროგ­რა­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მალე და­ი­წყე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რომელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და სად არის შესაძლებელი მისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შესწავლა?

რომელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და სად არის შესაძლებელი მისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შესწავლა?

2018 წლიდან ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და გამოქვეყნება ყველა საწარმოსთვის სავალდებულო გახდა. უფრო კონკრეტულად, კომპანიებმა უნდა მოამზადონ ანგარიშგება, რომელიც შემოსავლების დაჯამებას, ზარალისა და მოგების აღრიცხვას უკავშირდება და გაასაჯაროოს.

ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება გამჭვირვალობისა და ინვესტორთა მოზიდვისაკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშგება სანდო იყოს, რათა ინვესტორმა სწორად განსაზღვროს, კონკრეტულ საწარმოსა თუ პროექტში ინვესტიციის ჩადება რამდენად მომგებიანი იქნება.

იმისათვის, რომ შემოწმდეს, კომპანიები ანგარიშგებას რამდენად სწორად და ხარისხიანად ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, საწარმო კვალიფიციურმა აუდიტორებმა შეამოწმონ. აღნიშნული პროცესების შედეგად, საქართველოში აუდიტორის პროფესია უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი გახდა. 2 წლის წინ კი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა, რომელიც ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ხარისხიანად შესრულებას ემსახურება. სამსახურის საბჭო მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომლის ერთ-ერთი წევრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეა.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, იური დოლიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, საწარმოების მიერ ფინანსური ანგარიშგების წარმოების მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, 2016 წლამდე სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმი არ ჰქონდა. სისტემაში ცვლილებების შეტანის პროცესი 2016 წელს დაიწყო, 2018 წლისთვის კი ფინანსური ანგარიშგების განხორციელება და გასაჯაროება ყველა ტიპის საწარმოსთვის სავალდებულო გახდა.

იური დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 500 აუდიტორია დარეგისტრირებული, ბუღალტერთა ზუსტი რაოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხარისხიანად და გამჭვირვალედ შესრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ამ მოთხოვნის საპასუხოდ კი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ გადაწყვიტა, გაზარდოს კვალიფიციური კადრები, რომელიც ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.

სწორედ ამიტომ, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა“ და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ფინანსური განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწავლების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობაზე, ფინანსების მიმართულებით ახალი საერთაშორისო პროგრამების განვითარებასა და კონსულტაციებზე თანხმდებიან,. ასევე, შეთანხმება ითავლისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის პროფესიონალი ფინანსისტებით შევსებასა და სტუდენტების დასაქმების მხარდაჭერას. ამასთან, მხარეები ჩაერთვებიან ქართულ ენაზე, ფინანსების მიმართულებით მსოფლიოს უახლესი და მოწინავე სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესში, შესაბამისი რეკომენდაციებით და მრჩეველთა გუნდში კონტრიბუციით.

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის იური დოლიძის თქმით, აკადემიურ სექტორთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალ რეფორმას ახალგაზრდა მეცნიერები სჭირდება, რომლებიც საჭირო სპეციალობებს საფუძვლიანად დაეუფლებიან.

„ეს არის ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი, სხვა მომიჯნავე პროფესიები, რომელიც ემსახურება სანდო ანგარიშგების მომზადებას, მასთან დაკავშირებულ ყველა სისტემას; ანგარიშგების ინფორმაციული სივრციდან გამომდინარე, ანალიტიკას, კვლევებს და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ვაძლევთ საშუალებას, წვდომა ჰქონდეთ იმ საინფორმაციო რესურსებზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე, დასაქმების კუთხით, გარკვეულწილად დავაკლავიანებთ კიდეც. ჩვენ გვაქვს სტაჟირების ძალიან საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ ასპექტის დამუშავების პროცესში უშუალოდ ჩართულები არიან ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები.

მოთხოვნა ამ პროფესიაზე, ნამდვილად არის, რადგან კანონმა და ჩვენმა რეგულაციებმა ახალი ნორმები, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული მოთხოვნები და აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მქონე კვალიფიცირებული სპეციალისტების საჭიროება წარმოშვა. ჩვენს სამსახურს დაგეგმილი აქვს, რომ ეს დეფიციტი აღმოიფხვრას. ამ შემთხვევაში, საკვანძოა აკადემიური სექტორის მონაწილეობა, რომელიც საბაზო და სწორ განათლებას იძლევა. ჩვენთან თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რათა ჩვენ ვაღიაროთ სასწავლო პროგრამები და მათი იმ საერთაშორისო სტანდარტებთან სინქრონიზაცია მოხდეს, რაც შემდეგ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ბაზარზე მიწოდებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა იური დოლიძემ.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს წევრის მაია მელიქიძის განცხადებით, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2 წელია, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების, ხარისხის განვითარებასა და დახვეწას ემსახურება, ამიტომ მათი ცოდნის სტუდენტებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია.

„ეს სამსახური დაახლოებით, 2 წელიწადია შეიქმნა და ამ ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების ხარისხის განვითარებას და დახვეწას ემსახურება. ამასთანავე, ეს ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს. ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბიზნესი უკეთესად განვითარდეს და უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ეკონომიკურ ზრდას, მეტ დასაქმებულ ადამიანს, გამყარებულ ლარს და ჩვენი ქვეყნის წარმატებას.

მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები იქნებიან ჩვენი მხრიდან მოწვეული ლექტორები, ისინი ლექციებს წაიკითხავენ აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით. ამასთანავე, იქნებიან ხიდი, რადგან ჩვენს სტუდენტებს საგანმანათლებლო თვალსაზრისით მიეცემათ გარკვეული სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. მათ ასევე შეეძლებათ, რომ სასერტიფიკაციო პროგრამები გაიარონ და საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ, როგორც ძლიერი აუდიტორები“, - განმარტა მაია მელიქიძემ.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსირტეტში“ მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი პროგრამა სტუდენტებისთვის მალე დაიწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"