კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია" - სუს-ი, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილისა და ძმისშვილის ჩანაწერს აქვეყნებს
"მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია" - სუს-ი, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილისა და ძმისშვილის ჩანაწერს აქვეყნებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი­სა და ძმის­შვი­ლის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ძმის შვილს სა­ვა­რა­უ­დოდ, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის თვალ­თვალს ავა­ლებს. ჩა­ნა­წერ­ში მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი მო­რის (ჰუ­სე­ი­ნი) მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა, რომ მისი საქ­მე მხო­ლოდ გო­გაშ­ვი­ლია.

"კრი­მი­ნა­ლე­ბიც და ჯო­გიც მე დამსდევს. ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, იქ და­ნის დარ­ტყმა ხდე­ბა, იქ ია­რა­ღის სრო­ლა ხდე­ბა, იქ სხვა ხდე­ბა. იქ თუ რა­ღაც მოხ­და, და­ჭე­რა ხდე­ბა. სულ პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი მხა­რის ხალ­ხი შენ გი­კი­თხავს, ჰუ­სე­ი­ნი სად არი­სო. თუ ასე­თი რამე მოხ­და, შენ სად­მე იქ­ნე­ბი წა­სუ­ლი, შენ ხალ­ხის­გან გა­ი­გებ მა­გას. მაგ მო­მენ­ტში პირ­ველს შენ და­გი­რე­კა­ვენ, შენ მო­გი­წევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვა­გან ვარო, ამი­ტომ ეს მის­ვლა-მოს­ვლა მო­ა­შო­რე. არა­ვინ აღარ მო­მიგ­ზავ­ნო, ჰუ­სე­ი­ნი ჩვენ­თან ერ­თად იქ გა­მო­უშ­ვიო. არ­სად სი­ა­რუ­ლი არ არის შენი საქ­მე. თუ სად­მე წას­ვლა მო­გი­წევს, მე გე­ტყვი, ჰუ­სე­ინ, შენ დღეს იქ უნდა წახ­ვი­დე-მეთ­ქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზ­რე­ბი "ვაფ­შე" თა­ვი­დან მო­ი­შო­რე.

შენ თავ­ში რაც უნდა ჩა­ი­დო, ეგ არის, რომ გო­გაშ­ვილ­ზე უნდა იმუ­შა­ვო და იმა­ზე იმუ­შა­ვე, სად არის, რა არის, სად და­დის, სად ცხოვ­რობს, მა­გა­ზე იმუ­შა­ვე. სად­მე წას­ვლა თუ მო­გი­წევს, მი­თხა­რი ბიძა, მე აქ უნდა წა­ვი­დე და ფული მჭირ­დე­ბა­თქო- აი, ეგ არის შენი სა­მუ­შაო. სხვა და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან მო­ი­შო­რე. არა­ვის დარ­დი და არა­ფე­რი არ გქონ­დეს. ერთი კა­ცია, ვის­ზეც შენ უნდა იმუ­შა­ვო. სად ცხოვ­რობს, სად და­დის, სა­ი­დან მო­დის. სო­ფელ­ში უნდა წახ­ვი­დე, მა­ჩხა­ან­ში უნდა წახ­ვი­დე, სა­საფ­ლა­ო­ზე უნდა წახ­ვი­დე, მა­გის მა­მის სა­ხე­ლი კლი­მენ­ტი არის, უნდა წახ­ვი­დე და ეგ საფ­ლა­ვი ნახო, შარ­შან დაკ­რძა­ლეს, სად არის საფ­ლა­ვი ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­არ­კვიო, მო­აგ­ვა­რო, დადო და უნდა ვი­ცო­დეთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც ჩვენ ეგ ად­გი­ლი გვჭირ­დე­ბა. მა­გა­ზე იმუ­შა­ვე შენ, სხვის საქ­მე­ზე აე­რო­პორ­ტში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და სხვის საქ­მე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი არ არის შენი საქ­მე. შენ შენი საქ­მე გა­ა­კე­თე", - ამ­ბობს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ჩა­ნა­წერ­ში.

სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს იმა­საც, რომ "სიკ­ვდი­ლი და გა­დარ­ჩე­ნა ფე­ხებ­ზე კი­დია და წამ­სვლე­ლია იქ, სა­დაც თე­მირ­ლა­ნია".

"მე აქ პო­ლი­ტი­კუ­რად ვცდი­ლობ ესე­ნი გა­ვა­ნად­გუ­რო. ჩვენ გვერ­დით არა­ვინ არ გვყავს დამ­დგო­მი. გარ­და ჩვენ ორი­სა, არა­ვის არ ადარ­დებს და არც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკ­ვდი­ლი და გა­დარ­ჩე­ნა ფე­ხებ­ზე გვკი­დია, არ გვჭირ­დე­ბა. იქ რომ ცხოვ­რობს თე­მირ­ლა­ნი, ეგ გვჭირ­დე­ბა მე და შენ, ჩვენც იქ, იმ ად­გი­ლას ვართ წა­სას­ვლე­ლე­ბი. ამი­ტომ სხვა და­ნარ­ჩე­ნი მო­ა­შო­რე. არც შენი აე­რო­პორ­ტში სი­ა­რუ­ლი მჭირ­დე­ბა და არც შენი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, ან­ზო­რიც რომ იწ­ვეს მანდ. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა... მე აქ ვცდი­ლობ ესე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ვა­ნად­გუ­რო, მე­ო­რე გზას შენ უნდა მი­ხე­დო. წა­სას­ვლე­ლი და მო­სას­ვლე­ლი ფული არ მაქ­ვსო, მა­გის გამო არ უნდა გა­ჩერ­დე, მე არ უნდა მო­მე­რი­დო არა­სო­დეს. ბიძა, მე აქ მივ­დი­ვარ, მე ფული მჭირ­დე­ბა, "ვსიო" მორ­ჩა, შენ მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ, მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, აქ როცა ხარ, მა­ში­ნაც ერთი წუ­თით გვერ­დი­დან არ მომ­შორ­დე. რა­ღა­ცა რომ მოხ­დეს, პირ­ვე­ლად ჰუ­სე­ინს და­უ­რე­კა­ვენ ჰუ­სე­ინ-ო, შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვი­ციო, ეგ სირ­ცხვი­ლია, ეგ არ არის სწო­რი“, - აცხა­დებს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ჩა­ნა­წე­რის მსგავ­სად, სა­უბ­რის სტე­ნოგ­რა­მა­საც სუს-ი აქ­ვეყ­ნებს.

მო­ის­მი­ნეთ ჩა­ნა­წე­რი: "იქ რომ მივ­ლენ, იქ უნდა გა­ვა­ნად­გუ­როთ ეგე­ნი"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია" - სუს-ი, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილისა და ძმისშვილის ჩანაწერს აქვეყნებს

"მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია" - სუს-ი, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილისა და ძმისშვილის ჩანაწერს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ძმისშვილის ჩანაწერს აქვეყნებს. აუდიოჩანაწერის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

"კრიმინალებიც და ჯოგიც მე დამსდევს. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება. იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო, ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ, შენ დღეს იქ უნდა წახვიდე-მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზრები "ვაფშე" თავიდან მოიშორე.

შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდებათქო- აი, ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი არ გქონდეს. ერთი კაცია, ვისზეც შენ უნდა იმუშავო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად რაც ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებში და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთე", - ამბობს მაჩალიკაშვილი ჩანაწერში.

სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მაჩალიკაშვილი ამბობს იმასაც, რომ "სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე კიდია და წამსვლელია იქ, სადაც თემირლანია".

"მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ ესენი გავანადგურო. ჩვენ გვერდით არავინ არ გვყავს დამდგომი. გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან. მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ, ჩვენც იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ სხვა დანარჩენი მოაშორე. არც შენი აეროპორტში სიარული მჭირდება და არც შენი საავადმყოფოებში სიარული, ანზორიც რომ იწვეს მანდ. თუ საჭირო იქნება... მე აქ ვცდილობ ესენი პოლიტიკურად გავანადგურო, მეორე გზას შენ უნდა მიხედო. წასასვლელი და მოსასვლელი ფული არ მაქვსო, მაგის გამო არ უნდა გაჩერდე, მე არ უნდა მომერიდო არასოდეს. ბიძა, მე აქ მივდივარ, მე ფული მჭირდება, "ვსიო" მორჩა, შენ მაგ მიმართულებით მუშაობ, მე ამ მიმართულებით ვმუშაობ, აქ როცა ხარ, მაშინაც ერთი წუთით გვერდიდან არ მომშორდე. რაღაცა რომ მოხდეს, პირველად ჰუსეინს დაურეკავენ ჰუსეინ-ო, შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვიციო, ეგ სირცხვილია, ეგ არ არის სწორი“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ჩანაწერის მსგავსად, საუბრის სტენოგრამასაც სუს-ი აქვეყნებს.

მოისმინეთ ჩანაწერი: "იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს