პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული
სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის გზით რამ­დე­ნი­მე პი­რის მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ში სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით წარ­მო­ე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ავ­ლი­ნა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ზრახ­ვა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის გზით რამ­დე­ნი­მე პი­რის მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე.

გვინ­და ვა­უ­წყოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად.

მო­ის­მი­ნეთ ჩა­ნა­წე­რი: "იქ რომ მივ­ლენ, იქ უნდა გა­ვა­ნად­გუ­როთ ეგე­ნი"=

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბით მი­კუთ­ვნე­ბულ და­ნა­შა­ულ­თა გა­მოვ­ლე­ნის, აღ­კვე­თის და გა­მო­ძი­ე­ბის გარ­და, ამ და­ნა­შა­ულ­თა თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ­ჟა­მად გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ჩარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში 2018 წლის 1 ივ­ნისს და­ი­წყო და ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ან/და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხ­ლე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქა­ლაქ თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, 2018 წლის 31 მა­ისს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც იგი და მას­თან მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით ფიცი ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, მზად იყ­ვნენ, შე­ეღ­წი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში და თავი აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის: სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა და ჩა­წე­რა, ფა­რუ­ლი ვი­დეო/აუ­დიო ჩა­წე­რა და ფოტო გა­და­ღე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის თა­ნახ­მად, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნა იგეგ­მე­ბო­და დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის მა­მის საფ­ლავ­ზე, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მის­ვლის დროს, რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და მათი და სხვა მო­ქა­ლა­ქე­თა სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა.

მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, საქ­მის სა­ვა­რა­უ­დო ფი­გუ­რან­ტე­ბის, მჭიდ­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ აყ­ვა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ტარ­და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ერ­და იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუ­ა­ლოდ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა მის­ცა მი­თი­თე­ბა მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს, რათა ეს უკა­ნას­კნე­ლი ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას და ემუ­შა­ვა მხო­ლოდ ერთ პი­როვ­ნე­ბა­ზე - იო­სებ გო­გაშ­ვილ­ზე. მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს უნდა და­ედ­გი­ნა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თე­ბი, გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი და, აგ­რეთ­ვე, გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში სა­საფ­ლა­ო­ზე, რათა და­ედ­გი­ნა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის მა­მის საფ­ლა­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და გა­და­ე­ღო ფო­ტო­ე­ბი, ხოლო მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და­გეგ­მავ­და სხვა ქმე­დე­ბებს.

დღეს­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმა­ვე მიზ­ნით იყო და­ბა­რე­ბუ­ლი მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი ად­ვო­კა­ტე­ბის თხოვ­ნა, გა­მო­კი­თხვა 4 მა­ი­სის ნაც­ვლად, 7 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე კვლავ უარი გა­ნა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული

სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.

მოისმინეთ ჩანაწერი: "იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი"=

მოგეხსენებათ, რომ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობით მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების გარდა, ამ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს