პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა - "ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი"
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა - "ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი"

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხობ­და.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვე­ბის გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც არ უპა­სუ­ხა. გა­მო­კი­თხვის თა­ო­ბა­ზე მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა მის­მა ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვილ­მა. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­მო­ძი­ე­ბას ამომ­წუ­რა­ვად გას­ცა პა­სუ­ხი.

მისი თქმით, არა­ნა­ი­რად არ დას­ტურ­დე­ბა, რომ 5 წლის წინ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, ხოლო ამის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ვა­ცხა­დე, ბა­ტო­ნი და­ვი­თი არ აპი­რებ­და გა­მო­ძი­ე­ბის­გან მი­მალ­ვას. პი­რი­ქით, გა­მოთ­ქვამ­და სურ­ვილს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვად ვუ­პა­სუ­ხეთ. არც ერთი კი­თხვა არ დარ­ჩე­ნი­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის რთუ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რია. მან დე­ტა­ლუ­რად იცის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის აბ­სურ­დი. კო­მი­კუ­რია ხუთი წლის წი­ნან­დელ ფაქ­ტზე მსჯე­ლობს დღეს, მა­შინ, რო­დე­საც ეს ექ­სპერ­ტი­ზაც მხო­ლოდ მის სი­ტყვებს ეფუძ­ნე­ბა და სხვას არა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

„მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ეს უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მტკნა­რი სიც­რუე. გა­ურ­კვე­ვე­ლია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ხუთი წლის შემ­დეგ რა­ტომ გახ­და სა­ჯა­რო, ვი­ნა­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რი არ გახ­ლავთ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და გა­ნა­ცხა­დოს, რომ ოდეს­ღაც ის ვი­ღა­ცამ და­ა­ზი­ა­ნა. ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფირ­მა­ცი­ას, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ესეც აბ­სურ­დია და კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს. მისი თქმით, ამ ნა­წილ­ში კი­თხვა თა­ვად გა­მო­ძი­ე­ბა­საც არ გას­ჩე­ნია.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რი. კო­მი­კუ­რია. ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­თხზა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ჩა­მო­ინ­გრე­ვა. ძა­ლა­დო­ბის არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი არ მომ­ხად­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ და­ა­და­ტუ­რებს იმას, რაც არ მომ­ხა­და­რა. სი­მარ­თლე მხო­ლოდ ერ­თია, ის რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს არა­ვის მი­მართ არა უძა­ლა­დია. უხ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეს და­დას­ტურ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ავტორი:

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა - "ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი"

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის სამმართველო დატოვა - "ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი"

თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული, რომელიც გამოძიების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვების გამოკითხვის დასრულების შემდეგაც არ უპასუხა. გამოკითხვის თაობაზე მედიასთან ისაუბრა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. ადვოკატის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ამომწურავად გასცა პასუხი.

მისი თქმით, არანაირად არ დასტურდება, რომ 5 წლის წინ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ფიზიკურად იძალადა, ხოლო ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დისკრედიტაციას ემსახურება.

„როგორც რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, ბატონი დავითი არ აპირებდა გამოძიებისგან მიმალვას. პირიქით, გამოთქვამდა სურვილს თანამშრომლობის. შესაბამისად, ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ. არც ერთი კითხვა არ დარჩენილა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია სერიოზულად პასუხის გაცემა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია. მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. კომიკურია ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობს დღეს, მაშინ, როდესაც ეს ექსპერტიზაც მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება და სხვას არაფერს“, - განაცხადა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ეს უახლოეს თვეებში დასრულდება და გამოძიება დაადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია ექსპერტიზის დასკვნა ხუთი წლის შემდეგ რატომ გახდა საჯარო, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა. ეს არის არასერიოზული", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ინფირმაციას, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, ადვოკატი განმარტავს, რომ ესეც აბსურდია და კომენტარს ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ამ ნაწილში კითხვა თავად გამოძიებასაც არ გასჩენია.

„ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მიერ მოგონილი ზღაპარი. კომიკურია. ერთმა ადამიანმა შეთხზა ისტორია, რომელიც ჩამოინგრევა. ძალადობის არანაირი ფაქტი არ მომხადრა, შესაბამისად, ვერავინ დაადატურებს იმას, რაც არ მომხადარა. სიმართლე მხოლოდ ერთია, ის რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს არავის მიმართ არა უძალადია. უხლოეს დღეებში ეს დადასტურდება",- განაცხადა ადვოკატმა.

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"