დიღმის მასივში N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებით დეტალებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში არ საუბრობენ.
ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობას. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.
„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინცინდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. იყო თუ არა გასროლა, არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, - განაცხადეს კომპანიაში.