ავტორი:

"ტრაგედია თევზაობისას მოხდა" - სოფელ ბადიაურში, ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

"ტრაგედია თევზაობისას მოხდა" - სოფელ ბადიაურში, ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ბადიაურში მდებარე ერთ-ერთ ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, თევზის საჭერი ხელნაკეთი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო