საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე
"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ოთხი ადა­მი­ა­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რია: დედა, მამა და ორი შვი­ლი.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გვა­რად აბ­რა­მი­ძე­ე­ბი არი­ან. ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს ოჯა­ხის უფ­რო­სი ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძე, მისი მე­უღ­ლე და ორი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - ქალ-ვაჟი.

AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა ქალს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცოლ-ქმა­რი აბ­რა­მი­ძე­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. რეს­პონ­დენ­ტის­გან გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ცოლ-ქმა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი ის­რა­ელ­ში წა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც 2-3 თვე იმუ­შა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ:

"ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ეს ამ­ბა­ვი... სლა­ვა, ნა­ხევ­რად რუ­სია, დედა ჰყავს რუსი ეროვ­ნე­ბის. ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გლ­დან­ში, ჭურ­ჭლის სა­ბი­თუ­მო მა­ღა­ზია იყო და ცოლ-ქმა­რი იქ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ.

ეს ოჯა­ხი თვი­თონ გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ყი­დეს ბინა და თუ არ ვცდე­ბი, დიდ დი­ღომ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. შარ­შან წა­ვიდ­ნენ ამ მა­ღა­ზი­ი­დან და ცოლ-ქმა­რი ის­რა­ელ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. სა­დღაც სამი თვე ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ და მერე ისევ დაბ­რუნ­დნენ უკან", - ყვე­ბა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აბ­რა­მი­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რმა, ბრალ­დე­ბულ ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე თქმით, სახ­ლი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ამო­უ­ღი­ათ, რად­გან მსგავ­სი ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. აბ­რა­მი­ძის დე­დის თქმით, მისი ვაჟი, რძა­ლი და ორი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი ბრალს აღი­ა­რებს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღეს:

"რა­ღა­ცას ხელი მო­ა­წე­რეს, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბით და არა­სა­მარ­თლი­ა­ნად... ძა­ლით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ პა­პოშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს: "ტი­რის და ამ­ბობს, რომ კი ჰქონ­დათ, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ედა­ვე­ბი­ან. ამ­ბობს რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­უ­დეს. ადას­ტუ­რებს, რომ რა­ღაც საქ­მეს­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ედა­ვე­ბი­ან, ისე არა", - ამ­ბობს "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7-კა­ცი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და. კერ­ძოდ, ისი­ნი ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის­გან ამო­ღე­ბუ­ლია 2 125 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 19-260-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

ავტორი:

"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე

"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 7 პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულები გვარად აბრამიძეები არიან. ნარკოდანაშაულის საქმეზე დააკავეს ოჯახის უფროსი ვიაჩესლავ აბრამიძე, მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ესაუბრა ქალს, რომელთან ერთადაც ცოლ-ქმარი აბრამიძეები მუშაობდნენ. რესპონდენტისგან გავარკვიეთ, რომ ცოლ-ქმარი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ კი ისრაელში წავიდნენ სამუშაოდ, სადაც 2-3 თვე იმუშავეს და საქართველოში დაბრუნდნენ:

"ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი... სლავა, ნახევრად რუსია, დედა ჰყავს რუსი ეროვნების. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გლდანში, ჭურჭლის საბითუმო მაღაზია იყო და ცოლ-ქმარი იქ გამყიდველებად მუშაობდნენ.

ეს ოჯახი თვითონ გლდანში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ გაყიდეს ბინა და თუ არ ვცდები, დიდ დიღომში გადავიდნენ საცხოვრებლად. შარშან წავიდნენ ამ მაღაზიიდან და ცოლ-ქმარი ისრაელში წავიდა სამუშაოდ. სადღაც სამი თვე ისრაელში ცხოვრობდნენ და მერე ისევ დაბრუნდნენ უკან", - ყვება AMBEBI.GE-სთან საუბარში აბრამიძეების ყოფილი თანამშრომელი.

"იმედთან" საუბარში დაკავებული ოჯახის წევრმა, ბრალდებულ ვიაჩესლავ აბრამიძის დედამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები სპეცოპერაციით აიყვანეს. მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ, რადგან მსგავსი ვერაფერი იპოვეს. აბრამიძის დედის თქმით, მისი ვაჟი, რძალი და ორივე შვილიშვილი ბრალს აღიარებს, თუმცა სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენება დაკავებულებისგან ძალის გამოყენებით მიიღეს:

"რაღაცას ხელი მოაწერეს, მაგრამ ძალადობით და არასამართლიანად... ძალით მოაწერინეს ხელი" - ამბობს დაკავებულის დედა.

ვიაჩესლავ აბრამიძის ქალიშვილის ადვოკატი მარიამ პაპოშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს: "ტირის და ამბობს, რომ კი ჰქონდათ, მაგრამ არა იმდენი, რასაც სინამდვილეში ედავებიან. ამბობს რომ, სავარაუდოდ, ჩაუდეს. ადასტურებს, რომ რაღაც საქმესთან ჰქონდა შეხება, მაგრამ როგორც ედავებიან, ისე არა", - ამბობს "იმედთან" საუბარში ადვოკატი.

შსს-ს ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს