სამართალი
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები
ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები

სხვა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის მსგავ­სად, მე­ზო­ა­მე­რი­კის ხალ­ხე­ბიც ქმნიდ­ნენ თა­ვი­ანთ მი­თებს, ლე­გენ­დებ­სა და ზღაპ­რებს. ამ თხზუ­ლე­ბებ­ში აღ­წე­რი­ლია რო­გორც მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, ასე­ვე მი­თო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბე­ბის და მათი ღმერ­თე­ბი­საც. ინ­დი­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ლე­გენ­დებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­დნენ სი­ცო­ცხლის და ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის შეს­წავ­ლას. ასე­ვე, სამ­ყა­როს შექ­მნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბის ის­ტო­რი­ებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ეს არ­ქა­უ­ლი ზღაპ­რე­ბი და მი­თე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მის­ტი­კურ კულ­ტუ­რას და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ და ინ­დი­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე საკ­რა­ლურ და იდუ­მალ ფიქ­რებ­ში ჩა­ვი­ძი­როთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ხე­ლი „ინ­დი­ე­ლე­ბი“ ამე­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბამ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მი­ი­ღო. ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმბს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა ეს მა­ტე­რი­კი, ეგო­ნა, რომ ინ­დო­ეთ­ში მოხ­ვდა.

ინ­დი­ე­ლებს გა­დარ­ჩე­ნა­ში ბუ­ნე­ბა ეხ­მა­რე­ბო­დათ. მისი წყა­ლო­ბით, მათ ის­წავ­ლეს ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. ისი­ნი არა­სო­დეს ხო­ცავ­დნენ ცხო­ვე­ლებს გარ­თო­ბის მიზ­ნით. ბუ­ნე­ბა აძ­ლევ­და მათ სა­მოსს, სით­ბოს და ბი­ნას.

ინ­დი­ე­ლე­ბი ქსოვ­დნენ ნივ­თებს ბი­სე­რე­ბის­გან, კე­რავ­დნენ ბეწ­ვის ჩა­საც­მელს და მათ ევ­რო­პე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ქო­ნელ­ში უც­ვლიდ­ნენ.

ღვთა­ე­ბე­ბი

ინ­დი­ე­ლებს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არ­სე­ბე­ბის მრა­ვა­ლი კა­ტე­გო­რია გა­აჩ­ნდათ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რებს ღვთა­ე­ბებს ეძახ­დნენ. ისი­ნი სრუ­ლე­ბით არ ჰგავს იმ ღვთა­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი დრო­ი­დან გვახ­სოვს, რად­გან ინ­დი­ე­ლებს ზე­ბუ­ნებ­რივ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჰქონ­დათ. მათი ღვთა­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ან­თრო­პო­მორ­ფუ­ლი, ზო­ო­მორ­ფუ­ლი ან ორ­ნი­ტო­მორ­ფუ­ლი. სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­სა და პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ერთი და იგი­ვე არ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ძლი­ე­რად ჩა­ით­ვა­ლოს, სა­დღაც არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­ცვე­ლი ღვთა­ე­ბა, სა­დღაც კი ორი ღვთა­ე­ბა ერთ პერ­სო­ნა­ჟა­დაა შერ­წყმუ­ლი.

პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი

ინ­დი­ელ­თა მი­თო­ლო­გი­ა­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ შექ­მნი­ლან დე­და­მი­წა­ზე. ისი­ნი ორ­მო­დან ან გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან გა­მო­ვიდ­ნენ. პუ­ებ­ლოს ინ­დი­ე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის ამოს­ვლის შე­სა­ხებ დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ღრმა, შავ­ბნე­ლი სამ­ყა­რო­დან. ზო­გი­ერ­თი ტექ­სტე­ბი კი ამა­ზონ­შია და­წე­რი­ლი. ამ ვერ­სი­ით, ადა­მი­ა­ნე­ბი კლდე­ე­ბი­დან და ქვე­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ. ეს სი­უ­ჟე­ტი ძა­ლი­ან არ­ქა­უ­ლია.

ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ამე­რი­კა­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კის გვი­ა­ნა­ში კი პი­რი­ქით, მი­აჩ­ნი­ათ, რომ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სი­აც, რომ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ცვი­ლის, თაფ­ლის ან სხვა არამ­ყა­რი მა­სა­ლის­გან შე­იქ­მნა.

სუ­ლე­ბი...

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები

ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები

სხვა ცივილიზაციების მსგავსად, მეზოამერიკის ხალხებიც ქმნიდნენ თავიანთ მითებს, ლეგენდებსა და ზღაპრებს. ამ თხზულებებში აღწერილია როგორც მოკვდავი ადამიანების ცხოვრება, ასევე მითოლოგიური არსებების და მათი ღმერთებისაც. ინდიელები თავიანთ ლეგენდებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სიცოცხლის და ბუნების კანონების შესწავლას. ასევე, სამყაროს შექმნისა და განვითარების ეტაპების ისტორიებს.

თანამედროვე ეპოქაში ეს არქაული ზღაპრები და მითები შესაძლებლობას გვაძლევს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ კულტურას დავუახლოვდეთ და ინდიელების ყველაზე საკრალურ და იდუმალ ფიქრებში ჩავიძიროთ.

საინტერესოა, რომ სახელი „ინდიელები“ ამერიკის მოსახლეობამ სრულიად შემთხვევით მიიღო. ქრისტეფორე კოლუმბს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ეს მატერიკი, ეგონა, რომ ინდოეთში მოხვდა.

ინდიელებს გადარჩენაში ბუნება ეხმარებოდათ. მისი წყალობით, მათ ისწავლეს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. ისინი არასოდეს ხოცავდნენ ცხოველებს გართობის მიზნით. ბუნება აძლევდა მათ სამოსს, სითბოს და ბინას.

ინდიელები ქსოვდნენ ნივთებს ბისერებისგან, კერავდნენ ბეწვის ჩასაცმელს და მათ ევროპელებს სხვადასხვა საქონელში უცვლიდნენ.

ღვთაებები

ინდიელებს ზებუნებრივი არსებების მრავალი კატეგორია გააჩნდათ. მათ შორის ყველაზე ძლიერებს ღვთაებებს ეძახდნენ. ისინი სრულებით არ ჰგავს იმ ღვთაებებს, რომლებიც ძველი დროიდან გვახსოვს, რადგან ინდიელებს ზებუნებრივზე თავისებური წარმოდგენები ჰქონდათ. მათი ღვთაებები შეიძლება იყვნენ ანთროპომორფული, ზოომორფული ან ორნიტომორფული. სხვადასხვა კულტურასა და პოლიტიკურ სიტუაციაში, ერთი და იგივე არსება შეიძლება მეტ-ნაკლებად ძლიერად ჩაითვალოს, სადღაც არსებობს ადგილობრივი დამცველი ღვთაება, სადღაც კი ორი ღვთაება ერთ პერსონაჟადაა შერწყმული.

პირველი ადამიანები

ინდიელთა მითოლოგიაში პირველი ადამიანების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ადამიანები არ შექმნილან დედამიწაზე. ისინი ორმოდან ან გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. პუებლოს ინდიელები ჰყვებიან ადამიანების ამოსვლის შესახებ დედამიწის ყველაზე ღრმა, შავბნელი სამყაროდან. ზოგიერთი ტექსტები კი ამაზონშია დაწერილი. ამ ვერსიით, ადამიანები კლდეებიდან და ქვებიდან გამოვიდნენ. ეს სიუჟეტი ძალიან არქაულია.

ჩრდილო-დასავლეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის გვიანაში კი პირიქით, მიაჩნიათ, რომ პირველი ადამიანები ციდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომ პირველი ადამიანი ცვილის, თაფლის ან სხვა არამყარი მასალისგან შეიქმნა.

სულები...

წაიკითხეთ ვრცლად

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი