სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოჯახის 4 წევრი - დედ-მამა და ორი შვილი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოჯახის 4 წევრი - დედ-მამა და ორი შვილი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა. და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის, ოთხი ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი ოჯა­ხის წევ­რია: დედა, მამა და 2 შვი­ლი.

7-კა­ცი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და. კერ­ძოდ, ისი­ნი ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის­გან ამო­ღე­ბუ­ლია 2 125 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. შვი­დი­ვე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

VIDEO: ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებს ინ­ტერ­ნე­ტით ყიდ­და - ფა­რუ­ლი კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი გა­სა­ღე­ბის მო­მენ­ტე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლი 2 125 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კე­ბი და და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მათ მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, ასე­ვე, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ინ­ტერ­ნეტ-პლატ­ფორ­მა "მა­ტან­გა­ზე" და­ა­რე­გის­ტრი­რეს მა­ღა­ზია სა­ხე­ლით "MEGASHOP’’, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მცი­რე შეკ­ვრე­ბად აფა­სო­ებ­დნენ, თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე, სა­მა­ლა­ვებ­ში ათავ­სებ­დნენ, ფო­ტო­ებს უღებ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ნიშ­ვნე­ბით და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ძენ პი­რებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ, ხოლო თან­ხა ვებ-გვერდ "მა­ტან­გას" ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­დათ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ამო­ღე­ბუ­ლია: 2 125 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და აბე­ბი: „მდმა“, „მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი“, „ამ­ფე­ტა­მი­ნი“ და კო­კა­ი­ნი. გარ­და ამი­სა, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, რომ­ლი­თაც ისი­ნი ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით, თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 19-260-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე, ამო­ღე­ბუ­ლია: 13 კი­ლოგ­რა­მი "ჰე­რო­ი­ნი", 1530 აბი "სუ­ბუ­ტექ­სი" და "სუ­ბოქ­სი­ნი", 2400 აბი "ექ­სტა­ზი", 5 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, 1 კილო და 400 გრა­მი კო­კა­ი­ნი და 350 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ 676 პირს შო­რის - 55 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე სა­მი­ნის­ტრომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა 676 პირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოჯახის 4 წევრი - დედ-მამა და ორი შვილი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოჯახის 4 წევრი - დედ-მამა და ორი შვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი.

7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

VIDEO: ოჯახი, რომელიც ნარკოტიკებს ინტერნეტით ყიდდა - ფარული კამერით გადაღებული გასაღების მომენტები, ამოღებული 2 125 შეკვრა ნარკოტიკები და დაკავების კადრები

აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მათ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია სახელით "MEGASHOP’’, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებ-გვერდ "მატანგას" ანგარიშზე ერიცხებოდათ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია: 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და კოკაინი. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 13 კილოგრამი "ჰეროინი", 1530 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2400 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მიცემულ 676 პირს შორის - 55 ნარკორეალიზატორია.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს