მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"
3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"

41 წლის ეკა­ტე­რი­ნე ხა­რაშ­ვი­ლი მე-19 წე­ლია სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შია და ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა აქვს.

17 წლი­სა ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ყო­ველ დი­ლით სამ­ხედ­რო ფორ­მას მო­ირ­გებ­და, რად­გან სულ სხვა მიზ­ნე­ბი ჰქონ­და. მას შემ­დეგ, რაც ეკა­ტე­რი­ნე ხა­რაშ­ვილ­მა აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თარ­ჯიმ­ნებს ეძებ­და და გა­და­წყვი­ტა, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი­ყო.

რო­გორც ის AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, წლე­ბის წინ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში კონ­კურ­სის წე­სით, მთარ­გმნე­ლი ოპე­რა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქმდა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რით მო­ი­ხიბ­ლა და გა­და­წყვი­ტა, კა­რი­ე­რა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ე­წყო.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, რი­გი­თის პო­ზი­ა­ზე და­ვი­წყე სამ­სა­ხუ­რი და რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე, რომ ნამ­დვი­ლად მინ­დო­და სამ­ხედ­რო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ა­ში. სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­მე­ნი­ჭა ოფიც­რის წო­დე­ბა და აქე­დან და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა.

სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მა­ში­ნაც არ იყო ბევ­რი ქალი და ამან უფრო მომ­ხიბ­ლა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო აქ მუ­შა­ო­ბა. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­თხოვს. შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი უნდა გა­ი­ა­რო, რომ მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში იყო. ოფიც­რის ძი­რი­თა­დი კურ­სის შემ­დეგ კა­პიტ­ნის სა­კა­რი­ე­რო კურ­სი გა­ვი­ა­რე, ამ პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში, ქვე­და­ნა­ყოფ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე ვმსა­ხუ­რობ­დი და ამ სა­კა­რი­ე­რო კურ­სით უკვე ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის პო­ზი­ცი­ამ­დე მი­ვე­დი.

შემ­დე­გი პო­ზი­ცი­ის­თვის გჭირ­დე­ბა სა­მე­თა­უ­რო საშ­ტა­ბო კურ­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­ვი­ა­რე. რე­ა­ლუ­რად, რაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი მაქვს გა­დად­გმუ­ლი იმის­თვის, რომ განვვი­თარ­დე", - გან­მარ­ტავს ეკა­ტე­რი­ნე ხა­რაშ­ვი­ლი.

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის თქმით, ეს პრო­ცე­სი მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ თუ ნამ­დვი­ლად გსურს, მი­ზანს მი­აღ­წიო, არც შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„მარ­ტო სამ­სა­ხუ­რი არ არის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­ხედ­რო ხარ, სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის უსა­ხავ მიზ­ნებს და ნამ­დვი­ლად ცდი­ლობ, რომ წინ იარო. ჯარ­ში ყოფ­ნის დროს მო­ტი­ვა­ცი­ის და­კარ­გვა ძა­ლი­ან ცუ­დია. ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია“, - იხ­სე­ნებს ეკა­ტე­რი­ნე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს.

"ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში არის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვა. რა თქმა უნდა, მხო­ლოდ ეს არ ევა­ლე­ბა ვიცე-პოლ­კოვ­ნიკს. ქვე­და­ნა­ყოფ­ში კი­დევ სხვა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვთ. მე ამ­ჟა­მად, კონ­კრე­ტუ­ლად, ამ სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ. რა თქმა უნდა, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში სულ აქ ვარ და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ხან­და­ხან 24 სა­ა­თიც მი­წევს მუ­შა­ო­ბა“, - გან­მარ­ტავს ის.

ეკა­ტე­რი­ნე ხა­რაშ­ვი­ლი ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბას 2016 წლი­დან ატა­რებს და გარ­და ახა­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, საქ­მე­ში ინ­გლი­სუ­რი და თურ­ქუ­ლი ენე­ბის ცოდ­ნა­საც იყე­ნებს. კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, შვი­ლებ­საც საკ­მა­რის დროს უთ­მობს.

„სამი მშვე­ნი­ე­რი, ლა­მა­ზი და ცელ­ქი შვი­ლი მყავს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ტემ­პი არ და­ვაგ­დო. ორი გო­გო­ნა და პა­ტა­რა ბიჭი მყავს. სამ­სა­ხუ­რის გარ­და, რა თქმა უნდა, სახ­ლში, ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მი­წევს ყოფ­ნა. ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩემი პრო­ფე­სია, ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი არი­ან და უხა­რი­ათ, როცა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში მხე­და­ვენ, რად­გან მათ­თვის ეს სი­ა­მა­ყის გრძნო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გო­გო­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბით, ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ ჩემს მხა­რეს წა­მო­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან“ - აღ­ნიშ­ნავს ეკა­ტე­რი­ნე.

ეკა­ტე­რი­ნე ხა­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, რა­საც სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მოწ­მობს.

„დღეს, როცა ვსხედ­ვართ და სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს ვუ­ყუ­რებთ, კა­დეტ­თა კორ­პუს­სა და აკა­დე­მი­ა­შიც აბა­რე­ბენ გო­გო­ნე­ბი. მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის, რად­გან ფი­ზი­კუ­რად ისე­თი­ვე მომ­ზა­დე­ბას მო­ი­თხოვს, რო­გორც კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არი­ან ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერს თავს კარ­გად არ­თმე­ვენ“, - გან­მარ­ტავს ის.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ქალ ოფი­ცერ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა კაცი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­გან. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში იუნ­კე­რის სტა­ტუ­სით 16 გო­გო­ნა სწავ­ლობს.

„ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა იმ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის რი­გებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი ჰქვია, რა­საც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში მი­სა­ღე­ბად გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა მოყ­ვე­ბა.

აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, ისე­ვე რო­გორც კაც იუნ­კე­რებს, ასე­ვე ქალ იუნ­კე­რებს ენი­ჭე­ბათ ოფიც­რის პირ­ვე­ლა­დი სამ­ხედ­რო წო­დე­ბა - ლე­ი­ტე­ნან­ტი. ახალ­გაზ­რდა ლე­ი­ტე­ნან­ტე­ბი იგ­ზავ­ნე­ბი­ან თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის სა­ერ­თო სა­ჯა­რი­სო ცენ­ტრში სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად.

შემ­დგომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს ქალი ოფიც­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით (ქვე­ი­თი, დაზ­ვერ­ვა, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა, ლო­გის­ტი­კა და ა.შ.) ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ამ გა­ნათ­ლე­ბით მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ და­წი­ნა­ურ­დნენ კა­პიტ­ნის სამ­ხედ­რო წო­დე­ბამ­დე შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში ასის­ტენ­ტე­ბი და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბი“, - გან­მარ­ტა­ვენ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის შემ­დგო­მი სა­ფე­ხუ­რია კა­პიტ­ნის სა­კა­რი­ე­რო კურ­სი, რომ­ლის გავ­ლაც სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ და­წი­ნა­ურ­დნენ ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კის სამ­ხედ­რო წო­დე­ბამ­დე, ასე­ვე ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში, შტა­ბებ­ში და სარ­დლო­ბებ­ში სა­მე­თა­უ­რო და საშ­ტა­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

აღ­დგო­მა ავ­ღა­ნეთ­ში, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე

"პოლ­კოვ­ნი­კის სამ­ხედ­რო წო­დე­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო კურ­სის გავ­ლა, რომ­ლის შემ­დე­გაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ისეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნა, რო­გო­რი­ცაა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტა­ბის სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

იმი­სათ­ვის, რომ ქალ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ იუნ­კე­რი­დან პოლ­კოვ­ნი­კამ­დე გან­ვლოს გზა, ზუს­ტად იგი­ვე ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­ი­ა­როს, რაც კაც­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ. მან უნდა გა­ი­ა­როს სამ­ხედ­რო სა­კა­რი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა ეტა­პი, რო­მე­ლიც იწყე­ბა ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნი­დან და სრულ­დე­ბა ტაქ­ტი­კურ-ოპე­რა­ტი­უ­ლი დო­ნით, შე­სა­ბა­მი­სად კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ნაც­ვლე­ო­ბით უნდა იმ­სა­ხუ­როს რო­გორც სა­მე­თა­უ­რო, ასე­ვე საშ­ტა­ბო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე" - გან­მარ­ტა­ვენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

იმას, თუ რამ­დე­ნი ქალი მო­სამ­სა­ხუ­რეა ამ­ჟა­მად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და რამ­დენ­მა მი­ი­ღო მა­ღა­ლი რან­გის სტა­ტუ­სი, სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო არ ასა­ჯა­რო­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"

3 შვილის დედისა და ვიცე-პოლკოვნიკი ქალის ცხოვრება - "ჩემი შვილები ამაყობენ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ"

41 წლის ეკატერინე ხარაშვილი მე-19 წელია სამხედრო სამსახურშია და ვიცე-პოლკოვნიკის წოდება აქვს.

17 წლისა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყოველ დილით სამხედრო ფორმას მოირგებდა, რადგან სულ სხვა მიზნები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ეკატერინე ხარაშვილმა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დაამთავრა, აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტრო თარჯიმნებს ეძებდა და გადაწყვიტა, ამ პოზიციაზე დასაქმებულიყო.

როგორც ის AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, წლების წინ თავდაცვის სამინისტროში კონკურსის წესით, მთარგმნელი ოპერატორის პოზიციაზე დასაქმდა, დროთა განმავლობაში კი სამხედრო სამსახურით მოიხიბლა და გადაწყვიტა, კარიერა სწორედ ამ მიმართულებით დაეწყო.

"თავდაპირველად, რიგითის პოზიაზე დავიწყე სამსახური და როდესაც გადავწყვიტე, რომ ნამდვილად მინდოდა სამხედრო ვყოფილიყავი, ჩავაბარე აკადემიაში. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ოფიცრის წოდება და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

სამხედრო სამსახურში მაშინაც არ იყო ბევრი ქალი და ამან უფრო მომხიბლა, რომ განსხვავებული იყო აქ მუშაობა. სამხედრო სამსახური მუდმივად განვითარებას მოითხოვს. შესაბამისი კურსები უნდა გაიარო, რომ მუდმივად ფორმაში იყო. ოფიცრის ძირითადი კურსის შემდეგ კაპიტნის საკარიერო კურსი გავიარე, ამ პერიოდში ვიყავი სამშვიდობო მისიაში, ქვედანაყოფში სხვადასხვა პოზიციაზე ვმსახურობდი და ამ საკარიერო კურსით უკვე ვიცე-პოლკოვნიკის პოზიციამდე მივედი.

შემდეგი პოზიციისთვის გჭირდება სამეთაურო საშტაბო კურსი, რომელიც ასევე გავიარე. რეალურად, რაც საჭიროა, ყველა ნაბიჯი მაქვს გადადგმული იმისთვის, რომ განვვითარდე", - განმარტავს ეკატერინე ხარაშვილი.

ვიცე-პოლკოვნიკის თქმით, ეს პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ თუ ნამდვილად გსურს, მიზანს მიაღწიო, არც შეუძლებელია.

„მარტო სამსახური არ არის, პირადი ცხოვრებაც გაქვს, მაგრამ როდესაც სამხედრო ხარ, საკუთარ თავს ყოველთვის უსახავ მიზნებს და ნამდვილად ცდილობ, რომ წინ იარო. ჯარში ყოფნის დროს მოტივაციის დაკარგვა ძალიან ცუდია. ასეთი შემთხვევა არ მქონია“, - იხსენებს ეკატერინე, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობს.

"ჩემს მოვალეობაში არის კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის პოლიტიკის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ ევალება ვიცე-პოლკოვნიკს. ქვედანაყოფში კიდევ სხვა მოვალეობები აქვთ. მე ამჟამად, კონკრეტულად, ამ საკითხებზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, სამუშაო საათებში სულ აქ ვარ და სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, ხანდახან 24 საათიც მიწევს მუშაობა“, - განმარტავს ის.

ეკატერინე ხარაშვილი ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას 2016 წლიდან ატარებს და გარდა ახალი მოვალეობების შესრულებისა, საქმეში ინგლისური და თურქული ენების ცოდნასაც იყენებს. კარიერულ განვითარებასთან ერთად, შვილებსაც საკმარის დროს უთმობს.

„სამი მშვენიერი, ლამაზი და ცელქი შვილი მყავს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, რომ ცხოვრებაში ტემპი არ დავაგდო. ორი გოგონა და პატარა ბიჭი მყავს. სამსახურის გარდა, რა თქმა უნდა, სახლში, ჩვეულებრივ რეჟიმში მიწევს ყოფნა. ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ ჩემი პროფესია, ძალიან ამაყები არიან და უხარიათ, როცა სამხედრო ფორმაში მხედავენ, რადგან მათთვის ეს სიამაყის გრძნობასთან არის დაკავშირებული. გოგონებს განსაკუთრებით, ძალიან უნდათ, რომ ჩემს მხარეს წამოვიდნენ, თუმცა ჯერ პატარები არიან“ - აღნიშნავს ეკატერინე.

ეკატერინე ხარაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალებით დაინტერესებული გოგონების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.

„დღეს, როცა ვსხედვართ და სტატისტიკურ მონაცემებს ვუყურებთ, კადეტთა კორპუსსა და აკადემიაშიც აბარებენ გოგონები. მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ფიზიკურად ისეთივე მომზადებას მოითხოვს, როგორც კაცების შემთხვევაში. არიან ძალიან მოტივირებული გოგონები, რომლებიც ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევენ“, - განმარტავს ის.

როგორც AMBEBI.GE-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, თავდაცვის ძალებში ქალ ოფიცერთა პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა არაფრით განსხვავდება კაცი სამხედრო მოსამსახურის განვითარებისგან. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სტატუსით 16 გოგონა სწავლობს.

„ყველაფერი იწყება იმ პირველი ნაბიჯებით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანების სურვილი ჰქვია, რასაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მისაღებად გამოცდების ჩაბარება მოყვება.

აკადემიის დასრულების შემდგომ, ისევე როგორც კაც იუნკერებს, ასევე ქალ იუნკერებს ენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი. ახალგაზრდა ლეიტენანტები იგზავნებიან თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო სპეციალობის მისაღებად.

შემდგომ სამხედრო სამსახურს ქალი ოფიცრები აგრძელებენ სპეციალობების მიხედვით (ქვეითი, დაზვერვა, კავშირგაბმულობა, ლოგისტიკა და ა.შ.) ოცეულის მეთაურის თანამდებობებზე. ამ განათლებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაწინაურდნენ კაპიტნის სამხედრო წოდებამდე შესაბამის თანამდებობებზე, როგორიცაა სხვადასხვა სამსახურებში ასისტენტები და სამსახურის უფროსები“, - განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.

სამხედრო განათლების შემდგომი საფეხურია კაპიტნის საკარიერო კურსი, რომლის გავლაც სამხედრო სპეციალობის მიხედვით არის შესაძლებელი. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაწინაურდნენ ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდებამდე, ასევე ქვედანაყოფებში, შტაბებში და სარდლობებში სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე.

აღდგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

"პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მისაღებად აუცილებელია სამეთაურო-საშტაბო კურსის გავლა, რომლის შემდეგაც შესაძლებელია სამხედრო მოსამსახურის ისეთ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა, როგორიცაა თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტებში სამმართველოს უფროსი და დეპარტამენტის უფროსი.

იმისათვის, რომ ქალმა სამხედრო მოსამსახურემ იუნკერიდან პოლკოვნიკამდე განვლოს გზა, ზუსტად იგივე ნაბიჯები უნდა გაიაროს, რაც კაცმა სამხედრო მოსამსახურემ. მან უნდა გაიაროს სამხედრო საკარიერო განათლების ყველა ეტაპი, რომელიც იწყება ტაქტიკური დონიდან და სრულდება ტაქტიკურ-ოპერატიული დონით, შესაბამისად კარიერული განვითარების პერიოდში მონაცვლეობით უნდა იმსახუროს როგორც სამეთაურო, ასევე საშტაბო თანამდებობებზე" - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

იმას, თუ რამდენი ქალი მოსამსახურეა ამჟამად შეიარაღებულ ძალებში და რამდენმა მიიღო მაღალი რანგის სტატუსი, სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროვებს.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს