პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხორციელდება საქართველოში ნარჩენების მართვისთვის და ვინ არიან ამ პროცესში ჩართულები?
რა ხორციელდება საქართველოში ნარჩენების მართვისთვის და ვინ არიან ამ პროცესში ჩართულები?

ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 900 000 ტონა - 3,42 მი­ლი­ო­ნი მ3 სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 600 კი­ლოგ­რამს შე­ად­გენს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი 1000-მდე არა­სა­ხი­ფა­თო და სა­ხი­ფა­თო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, რაც გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს უქ­მნის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ჩვენ­გან­მა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის უკონ­ტრო­ლოდ გან­თავ­სე­ბა აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს, წყალს და ნი­ა­დაგს; აზი­ა­ნებს ეკო­სის­ტე­მებს და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას; აბინ­ძუ­რებს საკ­ვებს და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხელს უწყობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას.

ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, უსაფრ­თხოს გან­თავ­სე­ბა, რე­ციკ­ლი­რე­ბა, აღ­დგე­ნა და ზო­გა­დად, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა დღეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. 2015 წლამ­დე, კერ­ძოდ, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის მი­ღე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­თა­ნა­დო სის­ტე­მის შექ­მნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­ფუძ­ვე­ლი, მა­შინ, როცა ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო.

ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი ამ­კვიდ­რებს პრინ­ცი­პე­ბის/მო­თხოვ­ნე­ბის რიგს და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებს რო­გორც ნარ­ჩე­ნე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლებს, ასე­ვე ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ობი­ექ­ტე­ბის ოპე­რა­ტო­რებს. ზო­გი­ერ­თი მო­თხოვ­ნა უკვე ძა­ლა­შია, და­ნარ­ჩე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი კი კო­დექსში გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მედ­დე­ბა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ზა­ნი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის და­ნერგვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, თბი­ლის­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო ფო­რუ­მი Talking Environment - „გა­რე­მოს ქმნი შენ“ ჩა­ტარ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის 400-ზე მეტ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­ი­ღო.

სა­ჯა­რო ფო­რუმ­მა ახალ­გაზ­რდო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ექ­სპერ­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მე­დი­ი­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის 400 მეტ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ებ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

ნარ­ჩე­ნე­ბის არა­სა­თა­ნა­დო მარ­თვით ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, აგ­რეთ­ვე ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­სა და მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა ექ­სპერ­ტებ­მა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ გაც­ნო­ბოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვი­სა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რი­გი აქვს. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც გან­სა­ზღვრავს.

„ჩვე­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის დიდ ნა­წილს ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სწო­რედ ევ­რო­პას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცია და პო­ლი­ტი­კის და­ახ­ლო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თე­მა­ტი­კა. ევ­რო­პის დღე­ებ­ში ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თე­მა­ტი­კის წა­მო­წე­ვა. ვფიქ­რობ, რომ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა­ზე, იმი­ტომ რომ ეს არის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და გვინ­და, რომ ამ თე­მე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვიქ­ცი­ოთ მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­მოს დაც­ვის პრობ­ლე­მა­ტუ­რო­ბა­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კახა კუ­ჭა­ვა­მაც გა­ა­კე­თა.

„მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ერთ რო­მე­ლი­მე ფორ­მას არ და­ვა­სა­ხე­ლებ. მე ვი­ტყო­დი, რომ გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტად ქცე­ვა, ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­ზეც თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, სა­ხელ­მწი­ფომ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ უნდა იზ­რუ­ნოს. ჩვენ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და დღის წეს­რი­გი გვაქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დი­ა­ლო­გი გვქონ­დეს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან, ვი­საც რამე ეთ­ქმის და შეგ­ვიძ­ლია, მათ არამ­ხო­ლოდ მო­ვუს­მი­ნოთ, არა­მედ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი მო­საზ­რე­ბე­ბი. ზუს­ტად ამ მიზ­ნით ტარ­დე­ბა ფო­რუ­მი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ყო­ველ­თვის მზად ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტეტ­ში, ზუს­ტად ის პლატ­ფორ­მა შევ­ქმნათ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ერ­თად ვი­სა­უბ­როთ იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა. კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბის 10% გა­რე­მოს დაც­ვის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - „გა­რე­მოს ქმნი შენ“. მა­ხა­რებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ასე­თი მა­ღა­ლია. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დას­ხდნენ და ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ევ­რო­კავ­ში­რი გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად დიდი ხა­ნია ჩარ­თუ­ლია მუ­შა­ო­ბა­ში და დახ­მა­რე­ბას უწევს მათ. მინ­და, გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის 10% სწო­რედ გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არის ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის სა­კი­თხი, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­კი­თხი, ასე­ვე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბია. მე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მა­გა­ლი­თად, იმის­თვის, რომ ნარ­ჩე­ნე­ბი შე­ვამ­ცი­რო. მო­გი­წო­დებთ, ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ თქვენც იფიქ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ჰარ­ცელ­მა ფო­რუმ­ზე გახ­სნი­ა­ლად გა­მო­ა­ცხა­და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია-კამ­პა­ნია „ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ფარ­თო სა­ზო­გა­დე­ბის ჩარ­თვას ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ა­ში მათი შემ­ცი­რე­ბის, ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის, გა­და­მუ­შა­ვე­ბის გზით. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა არის ის, რაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ხე­ლე­წი­ფე­ბა - „ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვით“ იმე­დი მაქვს, რომ ეს გზავ­ნი­ლი ფარ­თო მა­სებს მი­აღ­წევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ბოლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხე­ბად გა­მო­იკ­ვე­თა ად­გი­ლობ­რივ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ყვე­ლა­ზე მე­ტად აღელ­ვებს: ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა (57%), სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბა (44%) და საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში სა­ხი­ფა­თო და ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა (40%). გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მას გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რა ხორციელდება საქართველოში ნარჩენების მართვისთვის და ვინ არიან ამ პროცესში ჩართულები?

რა ხორციელდება საქართველოში ნარჩენების მართვისთვის და ვინ არიან ამ პროცესში ჩართულები?

ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით, 900 000 ტონა - 3,42 მილიონი მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით, 600 კილოგრამს შეადგენს.

აღნიშნული ნარჩენები 1000-მდე არასახიფათო და სახიფათო ნივთიერებას შეიცავს, რაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გავითვალისწინოთ, რომ ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს; აზიანებს ეკოსისტემებს და ბიომრავალფეროვნებას; აბინძურებს საკვებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

ნარჩენების შეგროვება, უსაფრთხოს განთავსება, რეციკლირება, აღდგენა და ზოგადად, ნარჩენების მართვა დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2015 წლამდე, კერძოდ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე, საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი, მაშინ, როცა ეს საკითხი პრობლემატური იყო.

ნარჩენების მართვის კოდექსი ამკვიდრებს პრინციპების/მოთხოვნების რიგს და ვალდებულებებს აკისრებს როგორც ნარჩენების წარმომქმნელებს, ასევე ნარჩენების მართვის ობიექტების ოპერატორებს. ზოგიერთი მოთხოვნა უკვე ძალაშია, დანარჩენი მოთხოვნები კი კოდექსში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად ამოქმედდება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიების შესრულებას. ასევე, აღნიშნული აქტივობების მიზანი იყო თანამედროვე სტანდარტებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა.

აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, თბილისში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საჯარო ფორუმი Talking Environment - „გარემოს ქმნი შენ“ ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მონაწილეობა ფართო საზოგადოების 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

საჯარო ფორუმმა ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400 მეტ წარმომადგენელს საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხების შესახებ დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მისცა.

ნარჩენების არასათანადო მართვით ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებზე, აგრეთვე ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი, მჭიდრო თანამშრომლობის დღის წესრიგი აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობასაც განსაზღვრავს.

„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დიდ ნაწილს ჩვენი კანონმდებლობის სწორედ ევროპასთან ჰარმონიზაცია და პოლიტიკის დაახლოება წარმოადგენს, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თემატიკა. ევროპის დღეებში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი თემატიკის წამოწევა. ვფიქრობ, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება საუბარი ჩვენი პოლიტიკის მიმართულებებზე, ნარჩენების მართვაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხები და გვინდა, რომ ამ თემებით მაქსიმალურად მივიქციოთ მოსახლეობის ყურადღება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში გარემოს დაცვის პრობლემატურობასა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც გააკეთა.

„მთავარ გამოწვევად ერთ რომელიმე ფორმას არ დავასახელებ. მე ვიტყოდი, რომ გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტად ქცევა, ის მთავარი გამოწვევაა, რომელზეც თითოეულმა მოქალაქემ, სახელმწიფომ, აღმასრულებელმა თუ საკანონმდებლო ორგანომ უნდა იზრუნოს. ჩვენ ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგი გვაქვს. მნიშვნელოვანია, დიალოგი გვქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვისაც რამე ეთქმის და შეგვიძლია, მათ არამხოლოდ მოვუსმინოთ, არამედ გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები. ზუსტად ამ მიზნით ტარდება ფორუმი და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, ზუსტად ის პლატფორმა შევქმნათ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის დახმარების 10% გარემოს დაცვისთვის არის განკუთვნილი.

„ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება, ვიყო კონფერენციაზე - „გარემოს ქმნი შენ“. მახარებს, რომ საზოგადოების ყურადღება ასეთი მაღალია. ეს არის შესაძლებლობა, დასხდნენ და ერთად განიხილონ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირი გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან ერთად დიდი ხანია ჩართულია მუშაობაში და დახმარებას უწევს მათ. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დახმარების 10% სწორედ გარემოს დაცვის საკითხებისთვის არის განკუთვნილი საქართველოში. ეს არის ნაგავსაყრელების საკითხი, ნარჩენების მართვის საკითხი, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გარემოსთან არის დაკავშირებული. ეს სერიოზული გამოწვევებია. მე ყველაფერს ვაკეთებ მაგალითად, იმისთვის, რომ ნარჩენები შევამცირო. მოგიწოდებთ, ნარჩენების შემცირებისკენ თქვენც იფიქროთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა ფორუმზე გახსნიალად გამოაცხადა სოციალური მედია-კამპანია „ნარჩენების შემცირების გამოწვევა“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადების ჩართვას ნარჩენების რაოდენობის მინიმიზაციაში მათი შემცირების, ხელახალი გამოყენების, გადამუშავების გზით. მან აღნიშნა, რომ ნარჩენების შემცირება არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ხელეწიფება - „ნარჩენების შემცირების გამოწვევით“ იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი ფართო მასებს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევების მიხედვით გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივ მნიშვნელოვან საკითხების ჩამონათვალში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აღელვებს: ჰაერის დაბინძურება (57%), სურსათის უსაფრთხოება (44%) და საკვებ პროდუქტებში სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა (40%). გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურება წარმოადგენს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის