პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია კახეთში - ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა, გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზა დაკეტილია
სტიქია კახეთში - ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა, გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზა დაკეტილია

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქმის ყვე­ლა თემ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან სრუ­ლად არის ამო­ტუმ­ბუ­ლი წყა­ლი, თუმ­ცა ცალ­კე­ულ ად­გი­ლებ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ინც სა­ჭი­როა. ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე სტი­ქი­ის ძი­რი­თა­დი ეპი­ცენ­ტრი, მდი­ნა­რე ალაზ­ნის მიერ დატ­ბო­რი­ლი ად­გი­ლე­ბია, მათ შო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი.

"მე­ო­რე დღეა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ვებ­რძვით სტი­ქი­ას. უხვმა ნა­ლექ­მა თით­ქმის ყვე­ლა თემ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი და შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი დატ­ბო­რა. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ახლა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა გურ­ჯა­ა­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გზაა, სა­დაც მდი­ნა­რე ალა­ზა­ნია გად­მო­სუ­ლი და სა­მან­ქა­ნე გზის და­კეტ­ვა გახ­და სა­ჭი­რო. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში კვლავ მუ­შა­ობს ზა­რა­ლის დამ­თვლე­ლი კო­მი­სია", - გა­ნა­ცხა­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­გის მერ­მა ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ალაზ­ნის მიერ თბი­ლი­სი-ბა­კურ­ცი­ხე-ლა­გო­დე­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის დატ­ბორ­ვის გამო, აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის 132-კი­ლო­მეტ­რი­დან 134 -ე კი­ლო­მეტ­რამ­დე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა.

გზის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას პო­ლი­ცი­ის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

სტიქია კახეთში - ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა, გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზა დაკეტილია

სტიქია კახეთში - ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა, გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზა დაკეტილია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლიდან სრულად არის ამოტუმბული წყალი, თუმცა ცალკეულ ადგილებზე სამაშველო სამსახურის ჩართულობა მაინც საჭიროა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ძირითადი ეპიცენტრი, მდინარე ალაზნის მიერ დატბორილი ადგილებია, მათ შორის ცენტრალური მაგისტრალი.

"მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ვებრძვით სტიქიას. უხვმა ნალექმა თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დატბორა. თბილისიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფებიც გვეხმარებოდნენ. ახლა ძირითადი პრობლემა გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა, სადაც მდინარე ალაზანია გადმოსული და სამანქანე გზის დაკეტვა გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში კვლავ მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია", - განაცხადა მუნიციპალიტეგის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზნის მიერ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის დატბორვის გამო, აღნიშნული გზის 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი