ავტორი:

მეგანი სამშობიაროში გადაიყვანეს - ჰერცოგი და ჰერცოგინია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

მეგანი სამშობიაროში გადაიყვანეს - ჰერცოგი და ჰერცოგინია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

მეგან მარკლი სამშობიაროში გადაიყვანეს, ინფორმაციას Sky News ავრცელებს. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია პირველად გახდებიან მშობლები.

უკვე რამდენიმე კვირაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 37 წლის მარკლმა ბავშვი უკვე გააჩინა და სასახლე ინფორმაციას მალავდა, თუმცა Sky News-ის კორესპონდენტი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს, ამბობს, რომ მეგანი სამშობიაროში დილით ადრე გადაიყვანეს, მასთან ერთად იყო პრინცი ჰარიც.

სასექსის ჰერცოგინიას ორსულობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, როდესაც მეგანი და ჰარი ვიზიტით ახალ ზელანდიაში იმყოფებოდნენ. რამდენიმე თვის წინ კი მარკლმა განაცხადა, რომ ბავშვს აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში ელოდებოდნენ.

ბავშვის სქესის შესახებ მომავალ მშობლებს არ უსაუბრიათ, თუმცა თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის გოგონა იქნება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე