ავტორი:

მსოფლიოს პროტესტმა შედეგი გამოიღო - ბრუნეიში ჰომოსექსუალებს სიკვდილით აღარ დასჯიან

მსოფლიოს პროტესტმა შედეგი გამოიღო - ბრუნეიში ჰომოსექსუალებს სიკვდილით აღარ დასჯიან

ბრუნეიში კანონი, რომლის მიხედვითაც გეებს შორის სექსუალური კავშირი სიკვდილით ისჯებოდა, ქორწინების მიღმა სექსი კი - ქვებით ჩაქოლვით, შეაჩერეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოს აღშფოთების გამო სულთანი იძულებული გახდა, გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. ბრუნეის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ევროპასა და აშშ-ში მდებარე მათი სასტუმროების ბოიკოტირებაც მოჰყვა.

კანონის მიხედვით, რომელიც ბრუნეიში გასულ თვეს შევიდა ძალაში, ჰომოსექსუალები და პირები, ვისაც სექსი ქორწინების გარეშე ექნებოდათ, სიკვდილით დაისჯებოდნენ.

ორ მამაკაცს შორის სექსი სიკვდილით, ხოლო ორ ქალს შორის სქესობრივი კავშირი - გაროზგვით ისჯებოდა. ქურდობისთვის სასჯელის ფორმად კიდურების ამპუტაცია იყო, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ჩაცმისთვის კი ბრუნეის მოქალაქეებს პატიმრობა ელოდათ.

ნავთობით მდიდარ ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკიაჰი მართავს, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე