პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის პირველი ერთობლივი ინტერვიუ
"ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის პირველი ერთობლივი ინტერვიუ

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯერ არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც არა­ფე­რია, მაგ­რამ ნიშ­ნო­ბამ­დე, რომ­ლის ფოტო თა­ვად სა­პა­ტარ­ძლომ სა­კუ­თარ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ავ­რცე­ლა, ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცა, რად­გან მა­ნამ­დე მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სად გა­უ­ჟო­ნავს...

თუ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და მის სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ამა­ზე თა­ვად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე AMBEBI.GE-ს ასე პა­სუ­ხობს:

"ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მა­ნამ­დე ყურ­მოკ­ვრი­თაც არა­ვის არ სმე­ნია ჩვენ­ზე არა­ფე­რი. შე­ნიღბვა კარ­გად მო­ვა­ხერ­ხეთ... სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ და ძა­ლი­ან ვუხ­დე­ბით, ხში­რად გვწე­რენ კი­დე­ვაც. ეს პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა" - გვე­უბ­ნე­ბა ნოე.

ჯა­ნე­ტი კი გვიყ­ვე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერთი უწყი­ნა­რი მე­სი­ჯით და­ი­წყო:

"ნოე თბი­ლის­ში იყო, მე - მოს­კოვ­ში. ამი­ტომ თა­ვი­დან ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... წლე­ბია, ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან ვიც­ნობთ, უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტიც კი არ გვქო­ნია“.

- ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვი­ლად მი­ი­ღეთ?

ჯა­ნე­ტი: ზო­გა­დად ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თი გვაქვს, რომ ბევ­რი ფიქ­რი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია.

- ნოე, რო­გორ აუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ჯა­ნეტს?

- "გაბ­რა­ზე­ბულ­ზე"... ხოლო სი­ტყვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვთვლი, რომ ეს პი­რა­დუ­ლია და ის ორ ადა­მი­ანს შო­რის უნდა რჩე­ბო­დეს.

ჯა­ნე­ტი:

- ნო­ეს­გან ხე­ლის თხოვ­ნა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის... ყვე­ლა გოგო თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ამ მო­მენტზე ოც­ნე­ბობს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნოემ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და ლა­მა­ზად გა­ა­კე­თა.

- რა გრძნო­ბაა მა­მა­კა­ცის­თვის, რო­დე­საც მე­უღ­ლე „მის სა­ქარ­თვე­ლოა“?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყოა, როცა შენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ასე­თი ტი­ტუ­ლი აქვს. თუმ­ცა, ერ­თად ყოფ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი არც „მის სა­ქარ­თვე­ლოს“ სტა­ტუ­სი და არც „პრა­იმ შოუს წამ­ყვა­ნო­ბაა“.

ავტორი:

"ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის პირველი ერთობლივი ინტერვიუ

"ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის პირველი ერთობლივი ინტერვიუ

როგორც ამბობენ, ჯერ არ დაქორწინებულან და დანიშნულები არიან, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც არაფერია, მაგრამ ნიშნობამდე, რომლის ფოტო თავად საპატარძლომ საკუთარ "ინსტაგრამზე" გაავრცელა, ინტერნეტსაზოგადოება გააოცა, რადგან მანამდე მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას არასად გაუჟონავს...

თუ რატომ აღმოჩნდა პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მის საქართველოს ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი მოულოდნელი, ამაზე თავად ნოე სულაბერიძე AMBEBI.GE-ს ასე პასუხობს:

"ალბათ იმიტომ, რომ მანამდე ყურმოკვრითაც არავის არ სმენია ჩვენზე არაფერი. შენიღბვა კარგად მოვახერხეთ... სხვათა შორის, ყველა გვეუბნება, რომ ერთმანეთს ვგავართ და ძალიან ვუხდებით, ხშირად გვწერენ კიდევაც. ეს პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა" - გვეუბნება ნოე.

ჯანეტი კი გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო:

"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, უბრალოდ, მანამდე მეგობრული კონტაქტიც კი არ გვქონია“.

- ერთად ყოფნის გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ?

ჯანეტი: ზოგადად ასეთი გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან რთულია, თუმცა იმდენად ერთნაირი ღირებულებები და ხასიათი გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია.

- ნოე, როგორ აუხსენი სიყვარული ჯანეტს?

- "გაბრაზებულზე"... ხოლო სიტყვების ფორმულირებას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ეს პირადულია და ის ორ ადამიანს შორის უნდა რჩებოდეს.

ჯანეტი:

- ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო თავის ცხოვრებაში ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ, რომ ნოემ ყველაფერი სწორად და ლამაზად გააკეთა.

- რა გრძნობაა მამაკაცისთვის, როდესაც მეუღლე „მის საქართველოა“?

- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, როცა შენს მეორე ნახევარს ასეთი ტიტული აქვს. თუმცა, ერთად ყოფნის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი არც „მის საქართველოს“ სტატუსი და არც „პრაიმ შოუს წამყვანობაა“.

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

"აღარ მომწონს ჩემი გარეგნობა, ცხვირი, ტუჩი...გავხდი ფილტრის მსხვერპლი" - თიკა ფაცაცია საზოგადოებას მიმართავს

თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს