პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა
გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

ღა­ზას სექ­ტორ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­ა­ტო­რი ეგ­ვიპ­ტე იყო.

ორ­დღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 4 ის­რა­ე­ლე­ლი და 23 პა­ლეს­ტი­ნე­ლია და­ღუ­პუ­ლი. და­პი­რის­პი­რე­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი იყო.

ჰა­მა­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მხა­რე­ებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, თუმ­ცა კო­მენ­ტარს ის­რა­ე­ლი ჯერ არ აკე­თებს. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ჰა­მასს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მაც, მათ შო­რის გა­ე­რომ.

გუ­შინ ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 600-ზე მეტი რა­კე­ტა ჩა­ვარ­და, სა­პა­სუ­ხოდ კი ღა­ზას მი­მარ­თუ­ლე­ბით 320 რა­კე­ტა ის­რო­ლეს.

გუ­შინ ღამე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ე­რო, ყა­ტა­რი და ეგ­ვიპ­ტე ცდი­ლობ­დნენ, მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოთ. დღეს დი­ლით პა­ლეს­ტი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია.

ინ­ფორ­მა­ცია AFP-სთან ჰა­მა­სი­სა და ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს.

კვი­რას ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ა­ვა­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, ღა­ზა­ში ტე­რო­რის­ტულ ელე­მენ­ტებ­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ღა­ზას სექ­ტო­რი­დან 40 კმ-ის რა­დი­უს­ში მდე­ბა­რე სკო­ლე­ბი ის­რა­ელ­ში და­კე­ტი­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თავ­შე­საფ­რე­ბი.

დარ­ტყმებს ოთხი ის­რა­ე­ლე­ლი ემსხვერ­პლა - 58 წლის მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სახ­ლსაც აშ­ქე­ლონ­ში რა­კე­ტა და­ე­ცა; მუშა, რო­მე­ლიც ასე­ვე აშ­ქე­ლონ­ში, ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბის დროს ემსხვერ­პლა დარ­ტყმას; 67 წლის მა­მა­კა­ცი რა­კე­ტას სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ემსხვერ­პლა; მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლი კი 25 წლამ­დე აშ­დო­დე­ლი ბი­ჭია.

ღა­ზას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი ამ­ბობს, რომ შა­ბათ-კვი­რას ის­რა­ე­ლის და­ტყმე­ბის შე­დე­გად 23 პა­ლეს­ტი­ნე­ლია გარ­დაც­ვლი­ლი, მათი უმე­ტე­სო­ბა კვი­რას და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის 12 წლის ბავ­შვი და 2 ორ­სუ­ლი ქალი.

გუ­შინ ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჰა­მა­სის სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი ჰა­მედ ჰამ­დან ალ-კუ­და­რი მოკ­ლეს. გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ ქუ­და­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩანს, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად აფეთ­ქდა.

ის­რა­ელ­მა და­ბომ­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაც ღა­ზა­ში, სა­დაც ჰა­მა­სის დაზ­ვერ­ვის შტა­ბი მდე­ბა­რე­ობ­და. თურ­ქე­თი აცხა­დებს, რომ შე­ნო­ბა­ში თურ­ქულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს „ანა­დო­ლუს“ ოფი­სიც იყო. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე „კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად“ შე­ა­ფა­სა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა პა­რას­კევს და­ი­წყო, რო­დე­საც ღა­ზას სექ­ტორ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ბლო­კა­დას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ის­რა­ე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბლო­კა­და სა­ჭი­როა, რათა ჰა­მა­სის მებ­რძო­ლებ­მა ია­რა­ღი ვერ მი­ი­ღონ. პა­ლეს­ტი­ნელ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა სა­ზღვარ­თან ორ ის­რა­ე­ლელ ჯა­რის­კაცს ეს­რო­ლა და დაჭ­რა, ის­რა­ელ­მა ავი­ა­დარ­ტყმით უპა­სუ­ხა, რა­საც ორი პა­ლეს­ტი­ნე­ლი სამ­ხედ­როს და­ღუპ­ვა მოჰ­ყვა.

ღა­ზას სექ­ტო­რი­დან სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი შა­ბათს დი­ლით და­ი­წყო. ის­რა­ე­ლის რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ „რკი­ნის გუმ­ბა­თი“ უამ­რა­ვი რა­კე­ტა მო­ი­გე­რია, თუმ­ცა ავი­ა­დარ­ტყმე­ბი ვერ აა­ცი­ლეს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­სა და სო­ფელს, სა­დაც რა­კე­ტე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და­ე­ცა.

თამარი
0

უნამუსო იზრაელის მთავრობა .უიარაღო პალესტინელი ბავშვები ეწირებიან ამ ომს ძირითადად .

ავტორი:

გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

გარდაცვლილებს შორის ორსული ქალები და ბავშვია - ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი გაიზარდა

ღაზას სექტორთან შეიარაღებული დაპირისპირებები შეჩერებულია. BBC-ს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მედიატორი ეგვიპტე იყო.

ორდღიანი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 4 ისრაელელი და 23 პალესტინელია დაღუპული. დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური იყო.

ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა კომენტარს ისრაელი ჯერ არ აკეთებს. ისრაელის ხელისუფლებასა და ჰამასს სიმშვიდისკენ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, მათ შორის გაერომ.

გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი რაკეტა ჩავარდა, საპასუხოდ კი ღაზას მიმართულებით 320 რაკეტა ისროლეს.

გუშინ ღამე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო, ყატარი და ეგვიპტე ცდილობდნენ, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღოთ. დღეს დილით პალესტინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

ინფორმაცია AFP-სთან ჰამასისა და ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაავალა შეიარაღებულ ძალებს, ღაზაში ტერორისტულ ელემენტებზე დარტყმები გაეგრძელებინა.

ღაზას სექტორიდან 40 კმ-ის რადიუსში მდებარე სკოლები ისრაელში დაკეტილია, ფუნქციონირებს თავშესაფრები.

დარტყმებს ოთხი ისრაელელი ემსხვერპლა - 58 წლის მამაკაცი, რომლის სახლსაც აშქელონში რაკეტა დაეცა; მუშა, რომელიც ასევე აშქელონში, ფაბრიკაში მუშაობის დროს ემსხვერპლა დარტყმას; 67 წლის მამაკაცი რაკეტას საკუთარ მანქანაში ემსხვერპლა; მეოთხე გარდაცვლილი კი 25 წლამდე აშდოდელი ბიჭია.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ შაბათ-კვირას ისრაელის დატყმების შედეგად 23 პალესტინელია გარდაცვლილი, მათი უმეტესობა კვირას დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არის 12 წლის ბავშვი და 2 ორსული ქალი.

გუშინ ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ჰამასის საველე მეთაური ჰამედ ჰამდან ალ-კუდარი მოკლეს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც სავარაუდოდ ქუდარის ავტომობილი ჩანს, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა.

ისრაელმა დაბომბა მრავალსართულიანი შენობაც ღაზაში, სადაც ჰამასის დაზვერვის შტაბი მდებარეობდა. თურქეთი აცხადებს, რომ შენობაში თურქულ საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ ოფისიც იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ისრაელის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“ შეაფასა.

შეიარაღებული დაპირისპირება პარასკევს დაიწყო, როდესაც ღაზას სექტორში პალესტინელები ბლოკადას აპროტესტებდნენ. ისრაელის განმარტებით, ბლოკადა საჭიროა, რათა ჰამასის მებრძოლებმა იარაღი ვერ მიიღონ. პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა საზღვართან ორ ისრაელელ ჯარისკაცს ესროლა და დაჭრა, ისრაელმა ავიადარტყმით უპასუხა, რასაც ორი პალესტინელი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა.

ღაზას სექტორიდან საჰაერო დარტყმები შაბათს დილით დაიწყო. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ უამრავი რაკეტა მოიგერია, თუმცა ავიადარტყმები ვერ ააცილეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელს, სადაც რაკეტები საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა?

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი