მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა „ჰა­მა­სის“ სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ღა­ზას სექ­ტორ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბებს ირა­ნი­დან ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბით აფი­ნან­სებ­და. ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა.

„ღა­ზას მკვიდ­რი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჰა­მედ აჰ­მედ აბედ ქუ­და­რი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მი­ი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„რო­ი­ტე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქუ­და­რი იმ ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო, რო­მე­ლიც სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გად აფეთ­ქდა.

ამას­თან, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ღა­ზას სექ­ტორ­ში „ჰა­მა­სი­სა“ და „ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ 120 ობი­ექტს დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა. ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, ეს სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი იყო ღა­ზას სექ­ტო­რის მხრი­დან ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვა­ზე.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ „ჰა­მა­სის“ დაზ­ვერ­ვის შტა­ბი და­ბომ­ბა და გა­ა­ნად­გუ­რა „ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბი.

დღეს ის­რა­ელ­ში არ მუ­შა­ო­ბენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სკო­ლე­ბი იმ ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლე­ბიც ღა­ზას სექ­ტო­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ო­ბენ. მუ­შა­ო­ბენ მხო­ლოდ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც თავ­შე­საფ­რე­ბია მო­წყო­ბი­ლი.

4 მა­ისს ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ელს და­ახ­ლო­ე­ბით 220 რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. მათი დიდი ნა­წი­ლი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ „რკი­ნის გუმ­ბა­თი“ ჩა­მო­აგ­დო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ის­რა­ელ­ში, ის­რა­ელ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

“ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­ზას სექ­ტო­რის მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­სა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში (აშ­ქე­ლო­ნი, სდე­რო­ტი, აშ­დო­დი, ნე­ტი­ვო­ტი, ბერ შევა, ბეით კამა, კი­რი­ათ გატი) ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნოთ თვალ­ყუ­რი გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმოქ­მე­დოთ ის­რა­ე­ლის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის მი­თი­თე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ელ­ჩო­ში მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი +97236093206, +972526919092

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის" საველე მეთაური მოკლეს - საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ საველე მეთაური მოკლეს, რომელიც ღაზას სექტორში შეიარაღებული დაჯგუფებებს ირანიდან ფულადი სახსრებით აფინანსებდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

„ღაზას მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული ჰამედ აჰმედ აბედ ქუდარი ისრაელის თავდაცვის არმიისა და სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქუდარი იმ ავტომობილში იყო, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა.

ამასთან, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 120 ობიექტს დარტყმები მიაყენა. ისრაელის მედიის ცნობით, ეს საპასუხო ნაბიჯი იყო ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე.

ისრაელის არმიამ „ჰამასის“ დაზვერვის შტაბი დაბომბა და გაანადგურა „ისლამური ჯიჰადის“ მიწისქვეშა გვირაბები.

დღეს ისრაელში არ მუშაობენ დაწესებულებები და სკოლები იმ ქალაქებში, რომლებიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარეობენ. მუშაობენ მხოლოდ ის დაწესებულებები, სადაც თავშესაფრებია მოწყობილი.

4 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელს დაახლოებით 220 რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ ჩამოაგდო.

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მიმართვას ავრცელებს.

“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად”, - ნათქვამია მიმართვაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე