ავტორი:

"წვეტიანი ტუფლებით კეფაში და თავში მირტყამდნენ" - 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს

"წვეტიანი ტუფლებით კეფაში და თავში მირტყამდნენ" - 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაში ბრალდებულმა 85 წლის მამაკაცმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე იძალადეს. 85 წლის ომარ გამყრელიძე ჰყვება, რომ პოლიციელები აიძულებდნენ, 4 ადამიანის მკვლელობა ეღიარებინა.

"წვეტიანი ტუფლებით მცემდნენ, ქუსლებში, კეფაში და თავში მიტყავდნენ. ვეხვეწებოდი, არავინ მომიკლავს, როგორ ვესროდი, ცოლ-შვილს და მეზობლებსთქო. ვეხვწებოდი, ხალხი არ ხართ, რომ მირტყამთ ამ ასაკის კაცს.... სულ დალურჯებული ვარ. მე არავინ მომიკლავს. ამას დავამტკიცებ, რომ შვილიშვილებთან მართალი კაცი ვიყო" - აღნიშნა ბრალდებულმა.

თელავის რაიონულ სასამართლოში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის განიხილება. პროცესის დაწყებისას, მოსამართლის აცილების საკითზზე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძისა და მის წინააღდმეგ არსებული მტკიცებულებების მიმართ უნდობლობა აქვს. მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგმლობა, აცილებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს