თელავის რაიონულ სასამართლოში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის საქმე განიხილება. პროცესის დაწყებისას, მოსამართლის აცილების საკითზზე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძისა და მის წინააღდმეგ არსებული მტკიცებულებების მიმართ უნდობლობა აქვს.
მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგმლობა, აცილებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
"ეშმაკები მყავდა, ეშმაკები, თავში მირტყამდნენ რაღააცებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილი, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკავლს არავინ. შემახვედრონ პირისპირ ის ადამიანები და პოლიცია, ვინც ამბობს, რომ იარაღს ვისროდი და ხალხის ვხოცავდი" - განაცხადა ომარ გამყრელიძემ.
85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.
ფოტო სასამართლოდან: ნათია წითელაური