ავტორი:

"20 წელია თბილისისს ვღრღნით, ყველაფერი რუხმა შენობებმა წალეკა..." - რა აწუხებს გიორგი სუხიტაშვილს ყველაზე მეტად ქვეყანაში

"20 წელია თბილისისს ვღრღნით, ყველაფერი რუხმა შენობებმა წალეკა..." - რა აწუხებს გიორგი სუხიტაშვილს ყველაზე მეტად ქვეყანაში

მსახიობს და მომღერალს - გიორგი სუხიტაშვილს იმ საკითხების ტოპ სამეულის შედგენა ვთხოვეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად აწუხებს და ამის საპირწონედ, გვინდოდა, 3 რამ დაესახელებინა, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ეიმედება.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"არც ერთმა მმართველობამ არასოდეს ინება, რომ თავიდან ბოლომდე სრულიად გათვლილი და გააზრებული განათლების რეფორმა გაეტარებინა. ყოველ ახალ მინისტრს რაღაც თავისი, ახალი ხედვა გააჩნია, რომელსაც წინა ხედვასთან "ბმა" არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი განათლების მინისტრმა კი არა, არამედ განათლების სფეროში მომუშავე სხვა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, რომელმაც მინისტრების შეცვლის შემთხვევაშიც, გეგმას არ უნდა გადაუხვიოს, ოღონდ - ეს გეგმა ისეთი სრულყოფილი უნდა იყოს, რომ მასზე "ხელის დადების" სურვილი არავის გაუჩნდეს..."

"როგორც არ უნდა ვიყვიროთ, რომ მაგარი ბუნება გვაქვს, ნელ-ნელა უნდავაღიაროთ, რომ ჩვენი ბუნება მაგარი ვეღარ არის, რადგან ამ ძახილმა - "რა მაგარი ბუნება გვაქვს" - ცოტათი გაგვაზარმაცა და გვგონია, რომ მაგარ ბუნებას შეუძლია, თავის თავს მიხედოს. ამ თემასთან ჩვენი დედაქალაქი პირდაპირ კავშირშია: ჩანს, თბილისს როგორ ვუფრთხილდებით. თითქმის 20 წელიწადია, დედაქალაქს ვღრღნით და აქამდე მოვედით, რომ დღეს თბილისი არის გაუვალი, უსახური, მაღალსართულიანი კორპუსებით "ამოტენილი." ძველი ქალაქი ნორმალურ სიტუაციში აღარ არის, რადგან ყველაფერი ბეტონის უსახურმა, რუხმა შენობებმა წალეკა..."

"ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავამართლებ უგემოვნო პროდუქტის და ცუდი ტიპებისთვის ტელევიზიის მიერ ყველაზე გაყიდვადი დროის დათმობას იმ არგუმენტით, რომ რეიტინგს წერს... ცუდი ტიპები არიან: გაუნათლებლები, არამუსიკალურები, ოდიოზურები... ეს მომავალი თაობისთვის მაგალითია... მერე, ვინც ამ უგემოვნო ტიპებს რეკლამას ვუკეთებთ, გამოვალთ და ვიტყვით, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაცებისთვის მოუმზადებელია. რის გამოა მოუმზადებელი? ჩვენ გამო!.."

"ჩემი თაობა ისაა, ვინც წინა თაობისკენ თითს იშვერს - მათი ბრალია ყველაფერიო და მომავალი თაობისკენაც თითს იშვერს - ყველაფერი მათ უნდა გამოასწორონო, თითქოს ჩვენ ამ სოციუმის წევრები, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ. პირიქით - ახლა ჩვენი თაობის ჯერია, სათქმელი ახლა უნდა ვთქვათ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 2 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

Forbes-ის მიხედვით ბათუმი ინვესტიციებისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქია - რას წერს გავლენიანი გამოცემა ბათუმზე?

რა ვითარებაა და როდის აღდგება წყლის მიწოდება გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც უწყლობამ სეიოზული პრობლემები შექმნა

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება