მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"რადგან განცხადება არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს" - გიორგი ქობულია

"რადგან განცხადება არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს" - გიორგი ქობულია

ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ, განცხადებას დავწერდი და რადგან არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა.

მისი თქმით, ის ცდილობდა, მმართველი გუნდი საკუთარი ხედვის სისწორეში დაერწმუნებინა.

„რა თქმა უნდა, ასე სწრაფად ხელისუფლების დატოვებას არ ვაპირებდი. განცხადების დაწერაზე იყო საუბარი და სხვათა შორის ის, რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმისა, რომ ჩემი აზრები და ჩემი ხედვა სწორად მიმაჩნდა და ბოლომდე ვცდილობდი ამ ხედვაში საქართველოს მმართველი ხელმძღვანელობა და აგრეთვე, მმართველო პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაც დამერწმუნებინა. მაგრამ როგორც ხედავთ, ალბათ, ეს ვერ შევძელი“, - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, მის ხედვებსა და მთავრობის ხელმძღვანელობის ხედვებში თანხმობა არ იყო.

„ჩემსა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობას, ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შორის ხედვებში არ იყო თანხმობა. ჩემი აზრით, არ გამართლდა ის პრინციპები, რაზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი. ასე რომ, ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ვიცი, რომ გაჟღერდა ორი მიზეზი: ერთი იყო გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და მეორე - სამინისტროს ცუდი მართვა. პირველი ჩემთვის გასაკვირია, რადგან იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მე სწორად მიმაჩნდა და რომელიც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ იყო მიმართული, ძალიან ჭიანურდებოდა. ამ გადაწყვეტილებების ძალიან ნელი ტემპით მიღება ხდებოდა ჩვენი საუბრისა და კამათის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ არსებობს ბევრი ნიუანსი, რაზეც საუბარს არ აპირებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები