ავტორი:

85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი

85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირინე იჩუკაიძე იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობს და აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა. შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ გაიმართოს", - განაცხადა ადვოკატმა.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

იხილეთ ვიდეო: "ნანობს ჩადენილს, თანავუგრძნობ მასაც" - რას ამბობს ადვოკატი, ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამკაცის ნახვის შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ