სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყინა და გული დამწყდა... თუ გვბლოკავენ, თავის თავს დააბრალონ" - ქუთაისელი მომღერლები ქალაქის დღესასწაულზე არ ამღერეს
"მეწყინა და გული დამწყდა... თუ გვბლოკავენ, თავის თავს დააბრალონ" - ქუთაისელი მომღერლები ქალაქის დღესასწაულზე არ ამღერეს

ქუ­თა­ის­ში 2 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი "გვი­რი­ლო­ბა", სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბას­თან ერ­თად, ზო­გის­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზიც გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბის - ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ი­ას, მა­რი­ტა როხ­ვა­ძი­სა და ია ტო­მა­შის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მე­რი­ა­ში მათ გა­ნუ­ცხა­დეს, თით­ქოს ქუ­თა­ი­სის დღე­სას­წა­ულ­ზე მომ­ღერ­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან შე­არ­ჩი­ეს. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბას დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ქუ­თა­ი­სე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას უარ­ყო­ფენ მე­რი­ა­ში. თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მე­რი­ამ პრო­ექ­ტი შე­ი­ძი­ნა, მომ­ღერ­ლე­ბი კი თა­ვად პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა შე­არ­ჩია.

AMBEBI.GE მომ­ღერ­ლებს ესა­უბ­რა:

"წე­სით, მეც უნდა ვუმ­ღე­რო­დე ჩემს ქა­ლაქს, მაგ­რამ რად გინ­და, სა­ერ­თოდ გა­ახ­სენ­და ვინ­მეს, ვინც და­გეგ­მა ეს დღე? საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სე­ლის სათ­ქმე­ლი ვთქვი. მე­წყი­ნა და გული დამ­წყდა, არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბა ასე. თით­ქმის ყო­ველ­თვის გვე­ძა­ხი­ან თბი­ლი­სო­ბა­ზე, ვა­ფა­სებ და მად­ლო­ბა ამის­თვის. მი­უ­ღე­ბე­ლია პა­სუ­ხი, თით­ქოს თა­ვად ვერ არ­ჩე­ვენ მომ­ღერ­ლებს, ფაქ­ტია, 90% კონ­ცერ­ტებ­ზე არა­ქუ­თა­ი­სე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, მე სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ და არა­სო­დეს გა­მო­მი­ხა­ტავს რა­ი­მე პო­ზი­ცია. ერ­თა­დერ­თი, მინ­და მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ვიმ­ღე­როთ და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ. რომ მჭირ­დე­ბო­და მთე­ლი ქუ­თა­ი­სი და იმე­რე­თი მედ­გა გვერ­დით, ახლა რა მოხ­და არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, გა­მი­ხარ­დე­ბო­და ქუ­თა­ი­სო­ბას ქუ­თა­ის­ში მემ­ღე­რა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ტა როხ­ვა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

"არც ერთ "გვი­რი­ლო­ბა­ზე" არ მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ მე­რი­ას. ვფიქ­რობ­დი, რომ არ მოვ­წონ­ვარ ქუ­თა­ისს-თქო და არ გა­მო­მი­ხა­ტავს პო­ზი­ცია, მაგ­რამ ახლა, ვხე­დავ, რომ სხვე­ბიც გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი არი­ან. არ ვიცი რა­ტომ ხდე­ბა ასე. ვის უნდა ვკი­თხო, ვინ მოგ­ვცემს რე­ა­ლურ პა­სუხს, მერი თუ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი? არა­და, მინ­დო­და ქუ­თა­ის­ში მემ­ღე­რა, ბევრ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ და მარ­თლა გული დამ­წყდა.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი თა­ვად არ­ჩევ­დეს, ვინ იმ­ღე­რებს და ვი­ღაც არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ რომ ნა­ხეს ქუ­თა­ი­სე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არ მღე­როდ­ნენ, არ შე­ეძ­ლოთ კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ე­ტა­ნათ?" - გა­ნა­ცხა­და ია ტო­მაშ­მა AMBEBi.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

"წლე­ბია ქუ­თა­ის­ში არ­ცერთ კონ­ცერ­ტზე არ მე­ძა­ხი­ან. ვერც კი ვი­გებ, რო­დის რას გეგ­მა­ვენ და ატა­რე­ბენ. არ ვიცი რა­ტომ ხდე­ბა. თუ გვბლო­კა­ვენ თა­ვის თავს და­აბ­რა­ლონ, ეგე­ნი ყვე­ლა­ნი დრო­ე­ბით არი­ან მანდ და მე კი იქ ვარ, სა­დაც უნდა ვიყო. როცა მე­რი­ის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას ვე­კი­თხე­ბით, რა­ტომ არ გვე­ძა­ხი­ან, გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ თბი­ლი­სი წყვეტს და არა ისი­ნი. თუმ­ცა, ჩემ­თვის არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ეს პა­სუ­ხი, რად­გან თუ თბი­ლი­სო­ბას გვე­ძა­ხი­ან, რა­ტომ არ გვე­ძა­ხი­ან ქუ­თა­ი­სო­ბა­ზე?

გუ­ლის­წყრო­მა ბევ­რმა გა­მო­ხა­ტა, უბ­რა­ლოდ სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვას მო­ე­რიდ­ნენ და ჩვენ გა­ვახ­მა­უ­რეთ ბევ­რის სათ­ქმე­ლი. მე სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ, მაგ­რამ როცა გი­ორ­გი ჭიღ­ვა­რია მე­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო, მის კონ­ცერ­ტზე ჰო­ნო­რა­რის გა­რე­შე ვიმ­ღე­რე, რად­გან პა­ტივს ვცემ­დი და ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ ადა­მი­ა­ნუ­რად გვერ­დით დავ­დგო­მო­დი, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი და­ა­ვი­წყდათ. მე შე­მეძ­ლო და­მე­რე­კა და მეთ­ქვა, ჩა­ვეს­ვი სი­ა­ში, მაგ­რამ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ამის უფ­ლე­ბას არ მომ­ცემ­და" - გა­ნა­ცხა­და ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ი­ამ.

მომ­ღერ­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში არ იზი­ა­რე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ უწყე­ბას არა­ვინ და­უბ­ლო­კავს:

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ქუ­თა­ისს" იყო მიშა მდი­ნა­რა­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც, რო­გორც ავ­ტორ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტა ვინ იმ­ღე­რებ­და, მათ შო­რის იყ­ვნენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბიც - სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე და გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი. ზო­გა­დად, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი წყვეტს მომ­ღერ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და ავ­ტორს ენი­ჭე­ბა სრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ჩვენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მივ­მარ­თეთ შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მათ მოგ­ვცეს უფ­ლე­ბა და გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არა­ვის დაბ­ლოკ­ვა არ მომ­ხდა­რა" - გა­ნა­ცხა­დეს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში.

ქუ­თა­ის­ში სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი "გვი­რი­ლო­ბა" 2 მა­ისს გა­ი­მარ­თა, რომ­ლის გალა-კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ჰო­ნო­რა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 39 500 ლარი და­ი­ხარ­ჯა. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მუ­სი­კო­სე­ბი: გი­ორ­გი მე­ფი­საშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, სოფო გე­ლო­ვა­ნი, ეკა დო­ლი­ძე, თემო სა­ჯა­ია, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და DJ ძაპა.

ავტორი:

"მეწყინა და გული დამწყდა... თუ გვბლოკავენ, თავის თავს დააბრალონ" - ქუთაისელი მომღერლები ქალაქის დღესასწაულზე არ ამღერეს

"მეწყინა და გული დამწყდა... თუ გვბლოკავენ, თავის თავს დააბრალონ" - ქუთაისელი მომღერლები ქალაქის დღესასწაულზე არ ამღერეს

ქუთაისში 2 მაისს გამართული სახალხო დღესასწაული "გვირილობა", საზეიმო განწყობასთან ერთად, ზოგისთვის უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. ადგილობრივი მომღერლების - ინდირა ჯგერნაიას, მარიტა როხვაძისა და ია ტომაშის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ მერიაში მათ განუცხადეს, თითქოს ქუთაისის დღესასწაულზე მომღერლები თბილისიდან შეარჩიეს. შემსრულებლები ქალაქის თვითმმართველობას დაბლოკვაში ადანაშაულებენ.

ქუთაისელი მომღერლების დაბლოკვას უარყოფენ მერიაში. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერიამ პროექტი შეიძინა, მომღერლები კი თავად პროექტის ავტორმა შეარჩია.

AMBEBI.GE მომღერლებს ესაუბრა:

"წესით, მეც უნდა ვუმღეროდე ჩემს ქალაქს, მაგრამ რად გინდა, საერთოდ გაახსენდა ვინმეს, ვინც დაგეგმა ეს დღე? საკმაოდ ბევრი წარმატებული ქუთაისელის სათქმელი ვთქვი. მეწყინა და გული დამწყდა, არ ვიცი, რატომ ხდება ასე. თითქმის ყოველთვის გვეძახიან თბილისობაზე, ვაფასებ და მადლობა ამისთვის. მიუღებელია პასუხი, თითქოს თავად ვერ არჩევენ მომღერლებს, ფაქტია, 90% კონცერტებზე არაქუთაისელია.

რაც შეეხება პოლიტიკას, მე სრულიად აპოლიტიკური ვარ და არასოდეს გამომიხატავს რაიმე პოზიცია. ერთადერთი, მინდა მოგვეცეს საშუალება ვიმღეროთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. რომ მჭირდებოდა მთელი ქუთაისი და იმერეთი მედგა გვერდით, ახლა რა მოხდა არ ვიცი. უბრალოდ, გამიხარდებოდა ქუთაისობას ქუთაისში მემღერა", - განაცხადა მარიტა როხვაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"არც ერთ "გვირილობაზე" არ მივუწვევივარ მერიას. ვფიქრობდი, რომ არ მოვწონვარ ქუთაისს-თქო და არ გამომიხატავს პოზიცია, მაგრამ ახლა, ვხედავ, რომ სხვებიც გულდაწყვეტილები არიან. არ ვიცი რატომ ხდება ასე. ვის უნდა ვკითხო, ვინ მოგვცემს რეალურ პასუხს, მერი თუ კულტურის მინისტრი? არადა, მინდოდა ქუთაისში მემღერა, ბევრ რაღაცას ვაკეთებ და მართლა გული დამწყდა.

არ გამოვრიცხავ, პროექტის ავტორი თავად არჩევდეს, ვინ იმღერებს და ვიღაც არ მოსწონდეს, მაგრამ რომ ნახეს ქუთაისელი მომღერლები არ მღეროდნენ, არ შეეძლოთ კორექტირება შეეტანათ?" - განაცხადა ია ტომაშმა AMBEBi.GE-სთან საუბარში.

"წლებია ქუთაისში არცერთ კონცერტზე არ მეძახიან. ვერც კი ვიგებ, როდის რას გეგმავენ და ატარებენ. არ ვიცი რატომ ხდება. თუ გვბლოკავენ თავის თავს დააბრალონ, ეგენი ყველანი დროებით არიან მანდ და მე კი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. როცა მერიის კულტურის განყოფილებას ვეკითხებით, რატომ არ გვეძახიან, გვპასუხობენ, რომ თბილისი წყვეტს და არა ისინი. თუმცა, ჩემთვის არადამაჯერებელია ეს პასუხი, რადგან თუ თბილისობას გვეძახიან, რატომ არ გვეძახიან ქუთაისობაზე?

გულისწყრომა ბევრმა გამოხატა, უბრალოდ საჯაროდ გამოხატვას მოერიდნენ და ჩვენ გავახმაურეთ ბევრის სათქმელი. მე სრულიად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ როცა გიორგი ჭიღვარია მერობის კანდიდატი იყო, მის კონცერტზე ჰონორარის გარეშე ვიმღერე, რადგან პატივს ვცემდი და ჩავთვალე საჭიროდ ადამიანურად გვერდით დავდგომოდი, მაგრამ რაღაცები დაავიწყდათ. მე შემეძლო დამერეკა და მეთქვა, ჩავესვი სიაში, მაგრამ თავმოყვარეობა ამის უფლებას არ მომცემდა" - განაცხადა ინდირა ჯგერნაიამ.

მომღერლების პრეტენზიებს ქუთაისის მერიაში არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ უწყებას არავინ დაუბლოკავს:

"მთელი საქართველო ქუთაისს" იყო მიშა მდინარაძის მუსიკალური პროექტი, რომელმაც, როგორც ავტორმა თავად გადაწყვიტა ვინ იმღერებდა, მათ შორის იყვნენ ქუთაისელებიც - სალომე ბაკურაძე და გიორგი მეფისაშვილი. ზოგადად, მსგავს შემთხვევებში მუსიკალური ხელმძღვანელი წყვეტს მომღერლების შემადგენლობას და ავტორს ენიჭება სრული შემოქმედებითი თავისუფლება.

ჩვენ ღონისძიების ჩასატარებლად მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, მათ მოგვცეს უფლება და გაფორმდა ხელშეკრულება. მიზანმიმართულად არავის დაბლოკვა არ მომხდარა" - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში სახალხო დღესასწაული "გვირილობა" 2 მაისს გაიმართა, რომლის გალა-კონცერტის ორგანიზებისა და ჰონორარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 500 ლარი დაიხარჯა. კონცერტში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: გიორგი მეფისაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, მაია ბარათაშვილი, სალომე ბაკურაძე, სალომე კორკოტაშვილი, სოფო გელოვანი, ეკა დოლიძე, თემო საჯაია, ნოდიკო ტატიშვილი და DJ ძაპა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება