საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს ქალი 90-იანების ყველაზე პოპულარულ ჰიტს მღეროდა - როგორია მისი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?
ეს ქალი 90-იანების ყველაზე პოპულარულ ჰიტს მღეროდა - როგორია მისი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლო­ში და პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ალ­ბათ ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც 90-ია­ნე­ბის ეს სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლი ჰიტი ერთხელ მა­ინც არ მო­უს­მე­ნია. მე­ტიც, სიმ­ღე­რის ტექ­სტი ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს მისი სი­მარ­ტი­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - სა­უ­ბა­რია სიმ­ღე­რა­ზე Ветер с моря дул, რო­მელ­საც წლე­ბის წინ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი Натали იგი­ვე ნა­ტა­ლია რუ­დი­ნა ას­რუ­ლებ­და.

დღეს რუსი მომ­ღე­რა­ლი 45 წლი­საა, ასაკს არ მა­ლავს და ამ­ბობს, რომ ახლა თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. თვლის რომ 45 წლის­თვის სრულ ემო­ცი­ურ, ში­ნა­გან სიმ­ყუდ­რო­ვეს მი­აღ­წია და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა სხვე­ბის­თვი­საც შე­უძ­ლია. მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც და 31 მარტს, სა­კუ­თარ იუ­ბი­ლე­ზე თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს instagram-ის გვერ­დზე გა­უ­ზი­ა­რა ემო­ცი­ე­ბი:

"მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბით. ძა­ლი­ან მომსწონს სა­კუ­თა­რი ასა­კი, ვფიქ­რობ რომ მშვე­ნივ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ეს ის ასა­კია, როცა შე­მიძ­ლია ვიყო ბე­ბი­აც, თუ მო­მე­სურ­ვე­ბა გა­ვა­ჩი­ნო გო­გო­ნაც და ამავდრო­უ­ლად ვიყო პა­ტა­რა გო­გოც. ისევ ვუს­მენ მშობ­ლე­ბის რჩე­ვას და ახლა თა­ვა­დაც შე­მიძ­ლია მივ­ცე რჩე­ვე­ბი. მინ­და, რომ მსუ­ბუ­ქად ვუ­ყუ­რო სამ­ყა­როს და ვიყო პო­ზი­ტი­უ­რი, მიყ­ვარ­დეს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი.

ვფიქ­რობ, რომ ჯერ კი­დევ არ მი­ცეკ­ვია და მიმ­ღე­რია საკ­მა­რი­სად! ყვე­ლა­ფე­რი წინ არის", - წერს სა­კუ­თარ ინ­სტაგ­რამ­ზე ნა­ტა­ლია.

ნა­ტა­ლია 17 წლის იყო, რო­დე­საც ალექ­სან­დრ რუ­დი­ნი­ზე და­ქორ­წინ­და. რად­გა­ნაც მომ­ღე­რა­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ნა­ტა­ლის დე­დას მო­უ­წია მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ყალ­ბი სა­ბუ­თი, თით­ქოს ის ორ­სუ­ლად იყო, რის შემ­დე­გაც წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა შეძ­ლო.

სწო­რედ ორ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ერ­თა­დერ­თი ტრა­გი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ნა­ტა­ლის წარ­მა­ტე­ბულ და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. 18 წლი­სას პირ­ვე­ლი ბავ­შვი მო­შორ­და. ერთი წლის შემ­დეგ და­კარ­გა მე­ო­რე შვი­ლიც. სცე­ნა­ზე იდგა, რო­დე­საც ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნილს უთხრეს, რომ ნა­ყო­ფი მკვდა­რი იყო.

"გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. რო­გორც ჩანს, თავს ვერ მო­ვუ­ა­რე სა­თა­ნა­დოდ. სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი, რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი თით­ქოს რა­ღაც მომ­წყდა შიგ­ნით. სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო. მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და და­მიდ­გინ­და ორ­სუ­ლო­ბის ნა­ად­რე­ვი შე­წყვე­ტა. დღემ­დე ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ ასე მო­ვე­ქე­ცი სა­კუ­თარ შვილს," - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

ამ ტრა­გე­დი­ე­ბის შემ­დეგ, 27 წლის ასაკ­ში ნა­ტა­ლი­ამ პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. ნა­ტა­ლი­სა და ალექ­სან­დრს ოჯა­ხუ­რი იდი­ლია აქვთ. წყვი­ლი სამ ვაჟს ზრდის: 17 წლის არ­სენს, 8 წლის ანა­ტო­ლის და 2 წლის ევ­გე­ნი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბი­ლი ჰი­ტის ის­ტო­რი­ას, მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ "ветер с моря дул" უც­ნობ ავ­ტორს ეკუთ­ვნის და ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ყო­ვე­ლი შეს­რუ­ლე­ბი­სას. თუმ­ცა, სიმ­ღე­რის ავ­ტო­რო­ბა­ზე რუ­სეთ­ში პრე­ტენ­ზი­ას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოთ­ქვამს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი ვლა­დი­მირ პეტ­რო­ვი. იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ სიმ­ღე­რა ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­წე­რა.

პეტ­რო­ვი ამ­ბობ­და, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იგი გი­ტა­რა­ზე უკ­რავს და შან­სონს მღე­რის. მისი ვერ­სი­ით, ეს სიმ­ღე­რა ნა­ტა­ლიმ სა­დღაც მო­ის­მი­ნა და მი­ი­სა­კუთ­რა. "ერთხელ ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე ეს ჰიტი ნა­ტა­ლის შეს­რუ­ლე­ბით და თავ­ში შე­მო­ვი­კა­რი ხელი: ღმერ­თო ჩემო, ეს ხომ ჩემი სიმ­ღე­რაა!“ - ამ­ბობს პეტ­რო­ვი.

ამ­ჟა­მად ნა­ტა­ლი ისევ აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. წერს ალ­ბო­მებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს კონ­ცერ­ტებ­ში და იღებს კლი­პებს. ბოლო კლი­პი 2018 წელს გა­და­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ეს ქალი 90-იანების ყველაზე პოპულარულ ჰიტს მღეროდა - როგორია მისი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?

ეს ქალი 90-იანების ყველაზე პოპულარულ ჰიტს მღეროდა - როგორია მისი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?

საქართველოში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც 90-იანების ეს სუპერპოპულარული ჰიტი ერთხელ მაინც არ მოუსმენია. მეტიც, სიმღერის ტექსტი ბევრს დღემდე ახსოვს მისი სიმარტივიდან გამომდინარე - საუბარია სიმღერაზე Ветер с моря дул, რომელსაც წლების წინ საკმაოდ პოპულარული მომღერალი Натали იგივე ნატალია რუდინა ასრულებდა.

დღეს რუსი მომღერალი 45 წლისაა, ასაკს არ მალავს და ამბობს, რომ ახლა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. თვლის რომ 45 წლისთვის სრულ ემოციურ, შინაგან სიმყუდროვეს მიაღწია და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, რჩევების მიცემა სხვებისთვისაც შეუძლია. მომღერალი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებშიც და 31 მარტს, საკუთარ იუბილეზე თაყვანისმცემლებს instagram-ის გვერდზე გაუზიარა ემოციები:

"მადლიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით. ძალიან მომსწონს საკუთარი ასაკი, ვფიქრობ რომ მშვენივრად გამოვიყურები. ეს ის ასაკია, როცა შემიძლია ვიყო ბებიაც, თუ მომესურვება გავაჩინო გოგონაც და ამავდროულად ვიყო პატარა გოგოც. ისევ ვუსმენ მშობლების რჩევას და ახლა თავადაც შემიძლია მივცე რჩევები. მინდა, რომ მსუბუქად ვუყურო სამყაროს და ვიყო პოზიტიური, მიყვარდეს ყველა და ყველაფერი.

ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ მიცეკვია და მიმღერია საკმარისად! ყველაფერი წინ არის", - წერს საკუთარ ინსტაგრამზე ნატალია.

ნატალია 17 წლის იყო, როდესაც ალექსანდრ რუდინიზე დაქორწინდა. რადგანაც მომღერალი არასრულწლოვანი იყო, ნატალის დედას მოუწია მოეძიებინა ყალბი საბუთი, თითქოს ის ორსულად იყო, რის შემდეგაც წყვილმა ოფიციალურად დაქორწინება შეძლო.

სწორედ ორსულობასთან დაკავშირებული შემთხვევებია ერთადერთი ტრაგიკული გამოცდილება ნატალის წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებაში. 18 წლისას პირველი ბავშვი მოშორდა. ერთი წლის შემდეგ დაკარგა მეორე შვილიც. სცენაზე იდგა, როდესაც ძლიერი ტკივილები დაეწყო და საავადმყოფოში გადაყვანილს უთხრეს, რომ ნაყოფი მკვდარი იყო.

"გასტროლებზე ყოფნისას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. როგორც ჩანს, თავს ვერ მოვუარე სათანადოდ. სცენაზე ვიდექი, როდესაც ვიგრძენი თითქოს რაღაც მომწყდა შიგნით. საშინელი შეგრძნება იყო. მაშინვე საავადმყოფოში გადამიყვანეს და დამიდგინდა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. დღემდე ძალიან განვიცდი, რომ ასე მოვექეცი საკუთარ შვილს," - ამბობს მომღერალი.

ამ ტრაგედიების შემდეგ, 27 წლის ასაკში ნატალიამ პირველი შვილი გააჩინა. ნატალისა და ალექსანდრს ოჯახური იდილია აქვთ. წყვილი სამ ვაჟს ზრდის: 17 წლის არსენს, 8 წლის ანატოლის და 2 წლის ევგენიას.

რაც შეეხება ცნობილი ჰიტის ისტორიას, მომღერალი ამბობს, რომ "ветер с моря дул" უცნობ ავტორს ეკუთვნის და ასე მოიხსენიებს ყოველი შესრულებისას. თუმცა, სიმღერის ავტორობაზე რუსეთში პრეტენზიას ბევრი ადამიანი გამოთქვამს. მათ შორის ყველაზე აქტიურად ყოფილი პოლიციელი, პოლკოვნიკი ვლადიმირ პეტროვი. იგი ამტკიცებდა, რომ სიმღერა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაწერა.

პეტროვი ამბობდა, რომ სტუდენტობიდან მოყოლებული იგი გიტარაზე უკრავს და შანსონს მღერის. მისი ვერსიით, ეს სიმღერა ნატალიმ სადღაც მოისმინა და მიისაკუთრა. "ერთხელ ტელევიზიით მოვისმინე ეს ჰიტი ნატალის შესრულებით და თავში შემოვიკარი ხელი: ღმერთო ჩემო, ეს ხომ ჩემი სიმღერაა!“ - ამბობს პეტროვი.

ამჟამად ნატალი ისევ აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. წერს ალბომებს, მონაწილეობას იღებს კონცერტებში და იღებს კლიპებს. ბოლო კლიპი 2018 წელს გადაიღო.

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს