მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს
"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი შვი­ლი და მე­ზო­ბე­ლი დედა-შვი­ლი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს.

მა­მამ­თი­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი გო­გოს ცხე­და­რი კი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით სო­ფელ მა­ნავ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში და­ას­ვე­ნეს. ოთხი­ვე მოკ­ლულს რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­ხე­თის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­და.

პო­ლი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი უკვე გა­მო­კი­თხა, მათ შო­რის ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­საც 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი და მე­უღ­ლე მო­უკ­ლა. იგი 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დაწ­ვას ითხოვს.

"მე მო­მიკ­ლეს ცოლი და შვი­ლი, ამი­ტომ ვი­თხოვ დას­ჯას, პა­ტიმ­რო­ბას კი არა, მის დაწ­ვას. ეგ არა­ნა­ირ გა­სა­მარ­თლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი და პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­ვუ­ყე­ვი, რაც ვნა­ხე. ჩემს თვალ­წინ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ჩემს ოთხ შვი­ლიშ­ვილს მამა მო­უკ­ლა. დი­ლით და­სახ­მა­რებ­ლად დაგ­ვი­ძა­ხეს. წა­ვე­დი და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ელზა ცუ­დად იყო...

თუმ­ცა ვი­ცო­დი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ მის­ვლა, გზად კი­დევ ჩემი ბიჭი შემ­ხვდა, შე­ვი­და თუ არა ეზო­ში, სრო­ლის ხმა გა­ვი­გე... ამას მოჰ­ყვა ბევ­რი გას­რო­ლა და სი­ჩუ­მე. რომ შევ­ბრუნ­დი, ომა­რი იგი­ნე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო და ახ­ლოს აღარ მი­ვე­დი. გა­მო­ვი­ქე­ცი და ვყვი­რო­დი, შვე­ლას ვი­თხოვ­დი. დაგვღუ­პა ყვე­ლა, ეს გა­სა­მარ­თლე­ბის ღირ­სი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძემ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა სა­ღა­მოს მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს. ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ხვალ დი­ლი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კაცი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. ის სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

"მის დაწვას ვითხოვ... ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა" - კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძის მიერ მოკლული შვილი და მეზობელი დედა-შვილი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

მამამთილის მიერ მოკლული გოგოს ცხედარი კი ოჯახის მოთხოვნით სოფელ მანავში, მშობლების სახლში დაასვენეს. ოთხივე მოკლულს რამდენიმესაათიანი ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის კახეთის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

პოლიციამ ადგილობრივების ნაწილი უკვე გამოკითხა, მათ შორის ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც 85 წლის მამაკაცმა შვილი და მეუღლე მოუკლა. იგი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაწვას ითხოვს.

"მე მომიკლეს ცოლი და შვილი, ამიტომ ვითხოვ დასჯას, პატიმრობას კი არა, მის დაწვას. ეგ არანაირ გასამართლებას არ იმსახურებს. დაკითხვაზე ვიყავი და პოლიციელებს მოვუყევი, რაც ვნახე. ჩემს თვალწინ მოხდა ეს უბედურება. ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა. დილით დასახმარებლად დაგვიძახეს. წავედი დასახმარებლად, რადგან ვიცოდი, რომ ელზა ცუდად იყო...

თუმცა ვიცოდი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ მისვლა, გზად კიდევ ჩემი ბიჭი შემხვდა, შევიდა თუ არა ეზოში, სროლის ხმა გავიგე... ამას მოჰყვა ბევრი გასროლა და სიჩუმე. რომ შევბრუნდი, ომარი იგინებოდა, აგრესიული იყო და ახლოს აღარ მივედი. გამოვიქეცი და ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. დაგვღუპა ყველა, ეს გასამართლების ღირსი არ არის", - განაცხადა ფრიდონ გამყრელიძემ.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა საღამოს მუშაობა დროებით შეაჩერეს. ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ხვალ დილიდან განაახლებენ.

4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

"მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის ქმარია... ამბობენ, გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოს მკვლელობაზე

მკვლელობა საგარეჯოში - ქალმა 30 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა