კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული
რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული

სან­ზო­ნა­ში, 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტი­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლოვ­ნის მიმ­ღე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ი­კი­თხნენ. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კი­თხვით, დაც­ვის მხა­რის ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბავ­შვს ბა­ნა­ო­ბა არ უყ­ვარ­და და რომ ის და­ზი­ა­ნე­ბებს ამ დროს თა­ვად იყე­ნებ­და.

„დღეს და­ი­კი­თხნენ ბავ­შვის მიმ­ღე­ბი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ანუ მისი მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბო­და. მოწ­მე­ებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რეს. ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა, ვგუ­ლის­ხმობ, რა ჩვე­ნე­ბის მო­ლო­დი­ნიც გვქონ­და ბრალ­დე­ბის მხა­რეს, ის ჩვე­ნე­ბე­ბი იქნა სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი. ში­ნა­არს ვერ მო­გახ­სე­ნებთ.

ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­ხი­ლუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის სა­კი­თხი და სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ კვლავ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი და მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩა“, - აცხა­დებს ჟორ­ჟო­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­უმ­ძი­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის გო­გო­ნას ქსოვ­რელ­მა თა­ვის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ის გარ­და­იც­ვა­ლა.

2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლელა ქსოვ­რელს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111.117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე, 111.126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111.381-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლიხ­მობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 21 იან­ვრი­დან - 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ლ.ქ.-მ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს ნ.ზ.-ს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ნ.ზ. გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვ­რე­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მი­დან.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული

სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატირობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე აცხადებს, აღნიშნული პირების დაკითხვით, დაცვის მხარის ვერსია გამოირიცხა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ბანაობა არ უყვარდა და რომ ის დაზიანებებს ამ დროს თავად იყენებდა.

„დღეს დაიკითხნენ ბავშვის მიმღები ოჯახის წარმომადგენლები, ანუ მისი მშობლები, რომლებთანაც ის წლების განმავლობაში იზრდებოდა. მოწმეებმა გამოძიების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ვგულისხმობ, რა ჩვენების მოლოდინიც გვქონდა ბრალდების მხარეს, ის ჩვენებები იქნა სასამართლოსთვის მიწოდებული. შინაარს ვერ მოგახსენებთ.

ასევე, სასამართლოს მიერ განხილული იქნა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი და სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა“, - აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს