მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული" - ქალი, რომელმაც ირინა ონაშვილი გაძარცვა, გაათავისუფლეს
"ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული" - ქალი, რომელმაც ირინა ონაშვილი გაძარცვა, გაათავისუფლეს

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2003"-ის, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 45 წლამ­დე ქალი, რო­მე­ლიც მო­დე­ლის სახ­ლში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირი­ნა ონაშ­ვილ­მა მი­ა­წო­და.

თუმ­ცა, მის­თვის უც­ნო­ბია, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლი.

"ვიცი, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 2-თვი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თლებ­რი­ვად რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სი, ზუს­ტად არ ვიცი. სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ შე­თან­ხმდე­ბი­ან, არც ამა­ში ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რა­ღაც პრო­ცე­სი კი­დევ არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი", - აცხა­დებს ონაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­მა სხვა ოჯა­ხე­ბი­და­ნაც მი­ით­ვი­სა გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი.

"დიახ, ასე ვიცი, რომ სხვა ოჯა­ხე­ბი­და­ნაც რა­ღაც ნივ­თე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი. ამას თვი­თო­ნაც აღი­ა­რებს. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი და ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ მინ­და შევ­ცდე. ჩემი ნივ­თე­ბი ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, რად­გან პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მი­ჭირს და მო­ვე­რი­დე­ბი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას. რე­ა­ლუ­რად, თუ და­ნა­შა­ულს ჩა­დის ვინ­მე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნოს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­და­წყვი­ტონ", - აცხა­დებს ონაშ­ვი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე.

რო­გორც ონაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ფაქ­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გვი­ან მი­მარ­თა. ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი 20 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული" - ქალი, რომელმაც ირინა ონაშვილი გაძარცვა, გაათავისუფლეს

"ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული" - ქალი, რომელმაც ირინა ონაშვილი გაძარცვა, გაათავისუფლეს

"მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული 45 წლამდე ქალი, რომელიც მოდელის სახლში დამხმარედ მუშაობდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ირინა ონაშვილმა მიაწოდა.

თუმცა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბრალდებული.

"ვიცი, რომ გაათავისუფლეს, 2-თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა. სამართლებრივად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ზუსტად არ ვიცი. საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან, არც ამაში ვარ ჩახედული. როგორც გამომძიებელმა მითხრა, რაღაც პროცესი კიდევ არის ჩანიშნული", - აცხადებს ონაშვილი.

მისივე ცნობით, ბრალდებულმა ქალმა სხვა ოჯახებიდანაც მიითვისა გარკვეული ნივთები.

"დიახ, ასე ვიცი, რომ სხვა ოჯახებიდანაც რაღაც ნივთები აქვს აღებული. ამას თვითონაც აღიარებს. სხვა დეტალები არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით, არ მინდა შევცდე. ჩემი ნივთები ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგან პროცესები მიმდინარეობს.

საუბარი ძალიან მიჭირს და მოვერიდები პასუხების გაცემას. რეალურად, თუ დანაშაულს ჩადის ვინმე, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვიტონ", - აცხადებს ონაშვილი.

არსებული ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც ონაშვილი აცხადებს, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს