პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ ნაფიქრი ჰქონდა მკვლელობა: ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა..." - რას ყვებიან ყანდაურაში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაზე
"ალბათ ნაფიქრი ჰქონდა მკვლელობა: ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა..." - რას ყვებიან ყანდაურაში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაზე

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

ყან­და­უ­რე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 წლის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ, შვილს და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ბას­რი ია­რა­ღით სხე­უ­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და დაჭ­რა, თუმ­ცა მა­შინ ოჯახს ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის­თვის არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია. ახლა კი მო­რიგ კონ­ფლიქტს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვა - 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი და რძა­ლი, ასე­ვე ძმის ცოლი და ძმის­შვი­ლი მოკ­ლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, მამა-შვილ გამ­ყრე­ლი­ძე­ებს შო­რის მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი იყო, რის გა­მოც ბოლო ერთი წე­ლია მოკ­ლუ­ლი და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე მე­უღ­ლეს­თან, ლელა ბო­რაშ­ვილ­თან ერ­თად მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი­დან ცალ­კე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი შვილს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გამო ედა­ვე­ბო­და.

"ამ ბიჭს მა­მას­თან სულ ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი და რო­გორც ვი­ცით, ეს უძ­რავ ქო­ნე­ბას ეხე­ბო­და. ბიჭი ცოლ­თან ერ­თად ცალ­კე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბით ირ­ჩენ­დნენ თავს, სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­დათ. სა­წყლებს, შვი­ლიც არ დარ­ჩათ... ალ­ბათ წი­ნას­წარ ნა­ფიქ­რი ჰქონ­და ამ კაცს მკვლე­ლო­ბა, რად­გან ავად­მყო­ფო­ბა მო­ი­გო­ნა, შვი­ლი და რძა­ლი და­ი­ბა­რა... სულ აგ­რე­სი­უ­ლი იყო და არც კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სო­ფელ­ში", - გა­ნა­ცხა­დეს ყან­და­უ­რას მცხოვ­რებ­ლებ­მა სა­უ­ბარ­ში.

ოჯახ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს ადას­ტუ­რებს გარ­დაც­ვლი­ლი ლელა ბო­რაშ­ვი­ლის დედა, ნინო სო­როზ­ნიშ­ვი­ლიც:

"კონ­ფლიქ­ტი სულ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი სულ მი­მა­ლავ­და... დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ჩემს ქა­ლიშ­ვილს შვი­ლი არ ყავ­და და ასე გა­ა­უ­ბე­დუ­რეს. მა­მამ­თილ­მა მოკ­ლა, მი­ზე­ზი არ ვიცი. ამ კაცს არა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა არ ჰქონ­და" - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ.

სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის მა­მა­კა­ცის მიერ მოკ­ლუ­ლი ოთხი­ვე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის კა­ხე­თის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ცხედ­რებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ცე­დუ­რა გვი­ან ღა­მემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მოკ­ლუ­ლებს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ შვილს, რძალს და ორ ნა­თე­სავს, რომ­ლე­ბიც მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა თა­ვი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში. მა­მა­კაც­მა თა­ვის არე­ში დაჭ­რა მე­უღ­ლე, 76 წლის ელი­კო გამ­ყრე­ლი­ძეც, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფო­ბის გამო სა­წოლ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. დაჭ­რი­ლი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ის თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. ის სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ალბათ ნაფიქრი ჰქონდა მკვლელობა: ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა..." - რას ყვებიან ყანდაურაში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაზე

"ალბათ ნაფიქრი ჰქონდა მკვლელობა: ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა..." - რას ყვებიან ყანდაურაში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაზე

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები ახალ დეტალებს ყვებიან.

ყანდაურელების ინფორმაციით, 3 წლის წინ ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ომარ გამყრელიძემ, შვილს დავით გამყრელიძეს სასოფლო სამეურნეო ბასრი იარაღით სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა და დაჭრა, თუმცა მაშინ ოჯახს ფაქტი პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. ახლა კი მორიგ კონფლიქტს ფატალური შედეგი მოჰყვა - 85 წლის მამაკაცმა შვილი და რძალი, ასევე ძმის ცოლი და ძმისშვილი მოკლა.

როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, მამა-შვილ გამყრელიძეებს შორის მუდმივი კონფლიქტი იყო, რის გამოც ბოლო ერთი წელია მოკლული დავით გამყრელიძე მეუღლესთან, ლელა ბორაშვილთან ერთად მამისეული სახლიდან ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, მოხუცი მამაკაცი შვილს უძრავი ქონების გამო ედავებოდა.

"ამ ბიჭს მამასთან სულ ჰქონდა კონფლიქტი და როგორც ვიცით, ეს უძრავ ქონებას ეხებოდა. ბიჭი ცოლთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, სოფლის მეურნებით ირჩენდნენ თავს, საქონელი ჰყავდათ. საწყლებს, შვილიც არ დარჩათ... ალბათ წინასწარ ნაფიქრი ჰქონდა ამ კაცს მკვლელობა, რადგან ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა... სულ აგრესიული იყო და არც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა სოფელში", - განაცხადეს ყანდაურას მცხოვრებლებმა საუბარში.

ოჯახში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს გარდაცვლილი ლელა ბორაშვილის დედა, ნინო სოროზნიშვილიც:

"კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა... დიდი უბედურება მოხდა. ჩემს ქალიშვილს შვილი არ ყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა, მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა" - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცის მიერ მოკლული ოთხივე ადამიანის ცხედარი სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის კახეთის ბიუროში გადაასვენეს. ცხედრებს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ და სავარაუდოდ, პროცედურა გვიან ღამემდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოკლულებს მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ.

როგორც ცნობილია, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილს, რძალს და ორ ნათესავს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ, სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა თავისა და გულ-მკერდის არეში. მამაკაცმა თავის არეში დაჭრა მეუღლე, 76 წლის ელიკო გამყრელიძეც, რომელიც ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაიყვანეს.

4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მოხუცი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს