ავტორი:

უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოების გერმანული ბრენდი - ოჯახური კომპანია, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა

უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოების გერმანული ბრენდი - ოჯახური კომპანია, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა

ამჯერად მოგიყვებით სათამაშოების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანიაზე, რომლის სათავეებსაც საკმაოდ შორს, მე-20 საუკუნის დასაწყისისკენ მივყავართ, 90 წელზე მეტს ითვლის და რომელმაც შეძლო, არა მხოლოდ სარფიან კომპანიად ქცევა, არამედ სანდო ბრენდადაც, რაც ნამდვილად ყველაზე დიდი მიღწევაა.

ჯერ კიდევ 1926 წელს ალბინ ჯონმა შექმნა პატარა სავაჭრო კომპანია, რომელიც რეზინის ნაწარმს, ძირითადად - საბურავებს და სახელოსნოებისთვის საჭირო სხვა ასორტიმენტს უშვებდა. 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კომპანია უკვე ბავარიაში გამოჩნდა - საბურავების აღდგენა-შეკეთების მიმართულებით. 1954 წელი უშუალოდ ბრენდის - John Toys-ის დაარსების თარიღად ითვლება. სწორედ ამ წელს გამოუშვა კომპანიამ პლასტიკატის და რეზინის, სათამაშო და სპორტული ბურთები, რომლებიც ორ წელიწადში ნიურნბერგის სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინა. სულ მალე კომპანია გაფართოვდა, ნაწარმი გავიდა ექსპორტზე და 1975 წელს პირველი სალიცენზიო კონტრაქტი გაფორმდა თვით უოლტ დისნეისთან, სათამაშო ფიგურების გამოშვებაზე.

გარდა იმისა, რომ John Toys-ის სათამაშოები არის ხარისხიანი და უსაფრთხო, ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, კოორდინაციას, ბალანსს, კუნთების განვითარებას, გართობას. რაც შეეხება კარვებს, რომლებიც ასევე პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, საუკეთესოა როლური თამაშებისთვის როგორც სახლში, ასევე ეზოშიც, სწრაფი და მარტივი ასაწყობია, კომპაქტური და მჩატე, წყალგაუმტარია.

წაიკითხეთ ვრცლად

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი