პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ბერდება - რა გველის 2030 წლისთვის?
საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ბერდება - რა გველის 2030 წლისთვის?

გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა შემ­ცირ­და. მი­ზე­ზი უარ­ყო­ფი­თი მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დოა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო 10 783-ით მეტ­მა პირ­მა და­ტო­ვა, ვიდ­რე დაბ­რუნ­და. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 3,723,500-სს შე­ად­გენს, რაც 10 წლის წინ არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, 105,500 ადა­მი­ა­ნით ნაკ­ლე­ბია.

ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მცირ­დე­ბა. რო­გორც სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2018 წელს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 51 138 ბავ­შვი და­ი­ბა­და, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 4%-ით ნაკ­ლე­ბია (2017 წელს 53 293 ბავ­შვი და­ი­ბა­და). ამას­თან, 2018 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10 288-ს შე­ად­გენ­და, 2017 წელს კი 10 222-ს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, იზ­რდე­ბა მიგ­რა­ცია და მცირ­დე­ბა შო­ბა­დო­ბა, შე­დე­გად კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს.

  • რა­ტომ მცირ­დე­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა და რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად?

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­ჯმ­დო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, რომ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, რაც ძი­რი­თა­დად, ეკო­ნი­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ასე­ვე, დე­პუ­ტა­ტის თქმით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შიდა და გარე მიგ­რა­ცია.

"დღე­საც პრობ­ლე­მუ­რია, რომ რე­გი­ო­ნე­ბი­დან, მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში გად­მო­მი­სა­მართდა და ფაქ­ტობ­რი­ვად, „თბი­ლი­სი­ზა­ცია“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ეს არის და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ბრა­ლი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად, დღე­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის თქმით, 2002 წლის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, პი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი 2009-2010-2011 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და, როცა ქვეყ­ნი­დან 98 000, 103 000 და 107 000 მო­ქა­ლა­ქე გა­ვი­და და უკან ნაკ­ლე­ბი დაბ­რუნ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, დე­პუ­ტა­ტის თქმით, ვი­ზა­ლი­ბერ­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ სტა­ბი­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელს აღ­წევს.

„ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­წყის ეტაპ­ზე, გამ­სვლელ­თა ტალ­ღა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლას­თან დას­ტა­ბი­ლურ­და და ამას ჩვენც ვე­ლო­დე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა 100 000-მა მო­ქა­ლა­ქემ, არა­ვის არ უთ­ქვამს, რომ 100 000-დან 50 000 უკან დაბ­რუნ­და. ამ სი­ა­ში არი­ან საქ­მი­ა­ნი, ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტე­ბით გა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ისევ უკან ბრუნ­დე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­ცი­რე­ბულ შო­ბა­დო­ბას, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს პრო­ცე­სიც 1990-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში და­ბალ­მა შო­ბა­დო­ბამ მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­შიც შემ­ცი­რე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბა მოგ­ვცა. გარ­და ამი­სა, შემ­ცი­რე­ბულ შო­ბა­დო­ბას დე­პუ­ტა­ტი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­საც უკავ­ში­რებს.

„და­ბა­ლი შო­ბა­დო­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2-ჯერ შემ­ცირ­და. იბა­დე­ბო­და 455 000 გო­გო­ნა და და­ი­ბა­და 225 000. გო­გო­ნე­ბის ეს რა­ო­დე­ნო­ბა დე­დო­ბის ასაკ­ში დღეს შე­ვი­და და რა თქმა უნდა, დე­დე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ბავ­შვებს შობს. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, და­ბა­ლი შო­ბა­დო­ბის რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლა კი­დევ მოგ­ვი­წევს. ამას დე­მოგ­რა­ფი­ულ ხაზ­ზე, რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა აქვს.

მა­გა­ლი­თად, პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­დე­საც 2003 წლი­დან 2012 წლამ­დე 23 000-მდე გა­ი­ზარ­და, მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის იყო. რა თქმა უნდა, ეს უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ იყო გე­ნო­ცი­დი და ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა.

დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბაც იწ­ვევს. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე აღი­ა­რებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეს პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად დგას და სწო­რედ ამის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მაც. დე­პუ­ტა­ტის თქმით, ხან­დაზ­მულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა და სწო­რი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რომ ხელ­სუფ­ლე­ბამ დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რად­გან ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის გა­ცე­მას ვერ გა­უძ­ლებს.

„ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სა­ხელ­მწი­ფო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­კუ­მენ­ტი. შო­ბა­დო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა სახ­ლემ­წი­ფოს მიერ ფი­ნანსდე­ბა. ჩვენ უნდა შევ­ქმნათ პი­რო­ბა, რომ ოჯა­ხებ­მა ბავ­შვის ყოლა გა­და­წყვი­ტონ. მშო­ბი­ა­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტია. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნი ფულს არ იხ­დის. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თავს იკა­ვებ­და, იმი­ტომ რომ მას არ ჰქონ­და თან­ხა“, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ამავდრო­უ­ლად, გა­ი­ზარ­და დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს 1000 ლარი გა­და­უ­ხა­დოს პირს, რო­მე­ლიც იღებს დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, კერ­ძო სექ­ტო­რის შემ­თხვე­ვა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს შრო­მის კო­დექ­სის 29-ე მუხ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო სექ­ტო­რის მსგავ­სად, კერ­ძო სექ­ტორ­საც, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე პირს 1000 ლარი გა­და­უ­ხა­დოს.

რო­გორც AMBEBI.GE-მ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­არ­კვია, 2019 წელს დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით სულ 1 151-მა პირ­მა ისარ­გებ­ლა, რო­მელ­ზეც ჯამ­ში 1 144 076 ლარი და­ი­ხარ­ჯა; 2018 წელს კი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ჯამ­ში 1 242-მა პირ­მა აიღო და მათ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე 1 232 563 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის მტკი­ცე­ბით, მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფომ 2014 წლი­დან მე­სა­მე და შემ­დე­გი ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­მო­ი­ღო, შო­ბა­დო­ბა 10%-დან 22%-მდე გა­ი­ზარ­და.

„პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ ჩვენ ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ: 2007 წელს შე­მო­ტა­ნი­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის წყა­ლო­ბით, შო­ბა­დო­ბა 2009 წლამ­დე იყო მზარ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ მან ისევ ვარ­დნა გა­ნი­ცა­და. დღე­საც, 6 რე­გი­ონ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე და შემ­დე­გი ბავ­შვი ბარ­ში - 150 ლა­რით, ხოლო მთა­ში - 200 ლა­რით ფი­ნანსდე­ბა, სა­ნამ 2 წლის არ გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზად ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე აბორ­ტებ­საცასა­ხე­ლებს. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წელს აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 40 000-ს მი­აღ­წია.

„ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. დღეს, ქვე­ყა­ნა­ში აბორ­ტე­ბის რი­ცხვი 5 000-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. შემ­ცირ­და იმის გამო, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა და­ვა­ფი­ნან­სეთ, ასე­ვე, ბავ­შვს ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი ხელ­ფა­სი აქვს, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მა ბო­ლომ­დე ამო­წუ­როს, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა დახ­მა­რე­ბა ოჯა­ხის­თვის. ასე­ვე, სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტე­ბის აკ­რძალ­ვა შე­მო­ვი­ტა­ნეთ და სქე­სის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით შე­მო­ტა­ნი­ლი აბორ­ტე­ბი ავ­კრძა­ლეთ. სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნეთ კრი­მი­ნა­ლურ აბორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ კეთ­დე­ბა. ასე­ვე, შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და მინ­დო­ბი­თი აღ­ზრდის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­მო­ვი­ტა­ნეთ, რათა ბავ­შვე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ქმნათ მათ­თვის ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო. ამან გა­ნა­პი­რო­ბა სწო­რედ, რომ ქვე­ყა­ნა­ში აბორ­ტე­ბი შემ­ცირ­და“, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოგ­რა­ფი­ი­სა და სო­ცი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ავთო სუ­ლა­ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თუ შო­ბა­დო­ბა და მიგ­რა­ცია არ­სე­ბუ­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 2020 წლის­თვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­პო­პუ­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ჩვენს ქვე­ყა­ნას არ აქვს ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს.

„2020 წლი­დან შე­საძ­ლოა, დე­პო­პუ­ლა­ცია და­ი­წყოს ანუ მოკ­ვდა­ო­ბა შო­ბა­დო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბებს და ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ახლა შო­ბა­დო­ბა და­დე­ბი­თია, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000-5000 ადა­მი­ა­ნამ­დე, ესეც აღარ გვექ­ნე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა მი­ნუ­სებ­ში წავა, შე­სა­ბა­მი­სად, გვექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის შო­ბა­დო­ბი­სა და მოკ­ვდა­ო­ბის გამო ბუ­ნებ­რი­ვი კლე­ბა. მას და­ე­მა­ტე­ბა მიგ­რა­ცი­ის მა­ღა­ლი დონე და მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო შემ­ცირ­დე­ბა. რო­დე­საც გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას აჭარ­ბებს, ხდე­ბა დე­პო­პუ­ლა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ავთო სუ­ლა­ბე­რი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ დე­პო­პუ­ლა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს და ისი­ნი უფრო პიარ-ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ვიდ­რე ეფექ­ტურ ნა­ბი­ჯებს.

„სა­ჭი­როა ეფექ­ტუ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. თუნ­დაც, პირ­ველ და მე­ო­რე ბავ­შვზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. მე ვი­ან­გა­რი­შე და 1-ელ, მე-2 და მე-3 ბავ­შვზე მი­ნი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა რომ გა­ი­ღონ, სულ 25 მი­ლი­ო­ნი სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. 25 მი­ლი­ო­ნი ვერ უპოვ­ნი­ათ, რომ ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბე­ბი, თუნ­დაც, 1 წლით და­ა­ფი­ნან­სონ.

კლა­სი­კუ­რი ფორ­მით, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხად ხუთშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ უნდა და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი იმის გამო, რომ სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია, ჩვენს პი­რო­ბებ­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის სტა­ტუ­სი სამ­შვი­ლი­ან დე­დას უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ და ეს უკვე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დე­მოგ­რა­ფის ვა­რა­უ­დით, დე­პო­პუ­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ამ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ბერ­დე­ბა.

„დე­პო­პუ­ლა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა 10-15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ვვა­რა­უ­დობ­დით, რომ დე­პო­პუ­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი 2030-2035 წლის­თვის და­ი­წყე­ბო­და, მაგ­რამ საქ­მე ისე მი­დის, რომ 2020 წელს და­ი­წყე­ბა. გვე­ყო­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ბე­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. დღეს რომ და­ბე­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა 14-15%-ის ფარ­გლებ­შია, და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 წლის შემ­დეგ 20%-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ამას­თან, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, დაბ­რუნ­დე­ბი­ან თუ არა ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­ბე­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს იმა­ნაც, რომ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. მათი დაბ­რუ­ნე­ბა პენ­სი­ე­ბის მხრივ სო­ცი­ა­ლურ და­ძა­ბუ­ლო­ბას გაზ­რდის. ნორ­მა­ლუ­რი პენ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, გარ­და ამი­სა, დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა ემიგ­რან­ტებ­ზე არ გავ­რცელ­და და გა­მო­დის, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­და­უ­ხა­დოს პენ­სია. ეკო­ნო­მი­კუ­რად თუ არ გავძლი­ერ­დით, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მსოფ­ლიო ბან­კის გათ­ვლე­ბით, 2030 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს არ­სე­ბუ­ლი 700 000 პენ­სი­ო­ნე­რის ნაც­ვლად, 950 000 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რი გვე­ყო­ლე­ბა, მათ ფონ­ზე კი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ახალ­გარზდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. შიდა და გარე მიგ­რა­ცი­ის, შემ­ცი­რე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბის - ანუ იმ ძი­რი­თად ფაქ­ტორ­თა მთა­ვარ წყა­როდ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბი სი­ღა­რი­ბეს, და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და უმუ­შევ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს ასა­ხე­ლე­ბენ.

ნიკა ობო­ლა­ძე, ანა­ლი­ტი­კო­სი:

"საქ­მე ისაა, რომ ჩვენ ვართ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა. 2003 წელს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა იყო სამ­ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, 2012 წელს იყო - 16 მლრდ დო­ლა­რი, 2018 წელს კი 1 მლრდ დო­ლა­რით შემ­ცირ­და და 15 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი, რაც სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 5-6 ჯერ ნაკ­ლე­ბია. თუ გვინ­და, რომ სი­ღა­რი­ბის პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭრათ, უნდა გა­ვა­ტა­როთ რე­ფორ­მე­ბი და გვქონ­დეს სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. მთავ­რო­ბის ვა­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს ხელი შე­უ­წყოს, გა­უ­ჩი­ნოს შე­მო­სა­ვა­ლი და ეს შე­მო­სავ­ლე­ბი არ უნდა იკ­ლებ­დეს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ბერდება - რა გველის 2030 წლისთვის?

საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ბერდება - რა გველის 2030 წლისთვის?

გასული წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. მიზეზი უარყოფითი მიგრაციული სალდოა.

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს საქართველო 10 783-ით მეტმა პირმა დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,723,500-სს შეადგენს, რაც 10 წლის წინ არსებულთან შედარებით, 105,500 ადამიანით ნაკლებია.

ბუნებრივი მატების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა მცირდება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წელს ჩვენს ქვეყანაში 51 138 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია (2017 წელს 53 293 ბავშვი დაიბადა). ამასთან, 2018 წელს განქორწინების რაოდენობა 10 288-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 10 222-ს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება მიგრაცია და მცირდება შობადობა, შედეგად კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იკლებს.

  • რატომ მცირდება ქვეყნის მოსახლეობა და რას აკეთებს ხელისუფლება ამ პროცესების შესაჩერებლად?

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, რომ დემოგრაფიული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლებიდან დაიწყო, რაც ძირითადად, ეკონიმიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდებოდა. ასევე, დეპუტატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა შიდა და გარე მიგრაცია.

"დღესაც პრობლემურია, რომ რეგიონებიდან, მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თბილისში გადმომისამართდა და ფაქტობრივად, „თბილისიზაცია“ ჩამოყალიბდა. ეს არის დაუბალანსებელი რეგიონული პოლიტიკის ბრალი, რაც გარკვეულწილად, დღესაც შეინიშნება", - აღნიშნა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2002 წლის შემდეგ ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, პიკური მაჩვენებელი კი 2009-2010-2011 წლებში დაფიქსირდა, როცა ქვეყნიდან 98 000, 103 000 და 107 000 მოქალაქე გავიდა და უკან ნაკლები დაბრუნდა. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, დეპუტატის თქმით, ვიზალიბერლიზაციის შემდეგ მიგრაციის მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში იზრდება, თუმცა შემდეგ სტაბილურ მაჩვენებელს აღწევს.

„ვიზალიბერალიზაციის საწყის ეტაპზე, გამსვლელთა ტალღა ყველა ქვეყანაში შეინიშნებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველასთან დასტაბილურდა და ამას ჩვენც ველოდებით. საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა დატოვა 100 000-მა მოქალაქემ, არავის არ უთქვამს, რომ 100 000-დან 50 000 უკან დაბრუნდა. ამ სიაში არიან საქმიანი, ტურისტული ვიზიტებით გასული მოქალაქეები, რომლებიც ისევ უკან ბრუნდებიან“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შემცირებულ შობადობას, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესიც 1990-იანი წლებიდან იწყება, რადგან ამ პერიოდში დაბალმა შობადობამ მომავალ თაობებშიც შემცირებული შობადობა მოგვცა. გარდა ამისა, შემცირებულ შობადობას დეპუტატი წინა ხელისუფლების ქმედებებსაც უკავშირებს.

„დაბალი შობადობა გამოიწვია იმან, რომ 90-იანი წლების შემდეგ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 2-ჯერ შემცირდა. იბადებოდა 455 000 გოგონა და დაიბადა 225 000. გოგონების ეს რაოდენობა დედობის ასაკში დღეს შევიდა და რა თქმა უნდა, დედების განახლებული რაოდენობა განახლებული რაოდენობით ბავშვებს შობს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბალი შობადობის რეჟიმში გადასვლა კიდევ მოგვიწევს. ამას დემოგრაფიულ ხაზზე, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა აქვს.

მაგალითად, პატიმართა რაოდენობა, როდესაც 2003 წლიდან 2012 წლამდე 23 000-მდე გაიზარდა, მათი უდიდესი ნაწილი რეპროდუქციული ასაკის იყო. რა თქმა უნდა, ეს უკვე ხელისუფლების ბრალია, ფაქტობრივად, ეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ იყო გენოციდი და ნეგატიური გავლენა იქონია დემოგრაფიაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

დემოგრაფიულ პრობლემებს მოსახლეობის დაბერებაც იწვევს. დიმიტრი ხუნდაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა რეალურად დგას და სწორედ ამის გამოძახილი იყო დაგროვებითი საპენსიო სისტემაც. დეპუტატის თქმით, ხანდაზმულთა რაოდენობა იზრდება და სწორი პოლიტიკის ნაწილია, რომ ხელსუფლებამ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა განახორციელა, რადგან ბიუჯეტი მხოლოდ სოციალური პენსიის გაცემას ვერ გაუძლებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი. შობადობის სტაბილიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მშობიარობა სახლემწიფოს მიერ ფინანსდება. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობა, რომ ოჯახებმა ბავშვის ყოლა გადაწყვიტონ. მშობიარობის დაფინანსება რამდენიმემილიონიანი, საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებელი პროექტია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ მშობიარობისთვის ადამიანი ფულს არ იხდის. ბევრი ადამიანი თავს იკავებდა, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა თანხა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, ამავდროულად, გაიზარდა დეკრეტული შვებულებების რაოდენობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კერძო და საჯარო სექტორს ვალდებულება აქვს 1000 ლარი გადაუხადოს პირს, რომელიც იღებს დეკრეტულ შვებულებას. აღნიშნულ ვალდებულებას, კერძო სექტორის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შრომის კოდექსის 29-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სექტორის მსგავსად, კერძო სექტორსაც, ვალდებულება აქვს, დეკრეტული შვებულების მქონე პირს 1000 ლარი გადაუხადოს.

როგორც AMBEBI.GE-მ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაარკვია, 2019 წელს დეკრეტული შვებულებით სულ 1 151-მა პირმა ისარგებლა, რომელზეც ჯამში 1 144 076 ლარი დაიხარჯა; 2018 წელს კი დეკრეტული შვებულება ჯამში 1 242-მა პირმა აიღო და მათ ანაზღაურებაზე 1 232 563 ლარი დაიხარჯა.

დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ 2014 წლიდან მესამე და შემდეგი ბავშვების გაჩენის შემთხვევაში ფინანსური დახმარება შემოიღო, შობადობა 10%-დან 22%-მდე გაიზარდა.

„პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ: 2007 წელს შემოტანილი ამ ინიციატივის წყალობით, შობადობა 2009 წლამდე იყო მზარდი, მაგრამ შემდეგ მან ისევ ვარდნა განიცადა. დღესაც, 6 რეგიონში ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვი ბარში - 150 ლარით, ხოლო მთაში - 200 ლარით ფინანსდება, სანამ 2 წლის არ გახდება“, - აღნიშნა მან.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მიზეზად ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აბორტებსაც ასახელებს. დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 2012 წელს აბორტების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობიდან გამომდინარე ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დღეს, ქვეყანაში აბორტების რიცხვი 5 000-ით არის შემცირებული. შემცირდა იმის გამო, რომ მშობიარობა დავაფინანსეთ, ასევე, ბავშვს ფაქტობრივად, თავისი ხელფასი აქვს, რომელიც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ყველა პრობლემა ბოლომდე ამოწუროს, მაგრამ ეს იქნება დახმარება ოჯახისთვის. ასევე, სელექციური აბორტების აკრძალვა შემოვიტანეთ და სქესის განსაზღვრის მიზნით შემოტანილი აბორტები ავკრძალეთ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოვიტანეთ კრიმინალურ აბორტებთან დაკავშირებით, როცა არალიცენზირებულ დაწესებულებაში, არალიცენზირებული სპეციალისტის მიერ კეთდება. ასევე, შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონი შემოვიტანეთ, რათა ბავშვებისთვის, რომელთაც ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნის საშუალება არ აქვთ, მაქსიმალურად შევქმნათ მათთვის ოჯახური გარემო. ამან განაპირობა სწორედ, რომ ქვეყანაში აბორტები შემცირდა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ავთო სულაბერიძე მიიჩნევს, რომ თუ შობადობა და მიგრაცია არსებული ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით, 2020 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში დეპოპულაციის პროცესი დაიწყება.

როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფინანსური რესურსი, დემოგრაფიული პოლიტიკა გაატაროს.

„2020 წლიდან შესაძლოა, დეპოპულაცია დაიწყოს ანუ მოკვდაობა შობადობას გადააჭარბებს და ბუნებრივი მატება აღარ იქნება. ახლა შობადობა დადებითია, დაახლოებით, 4000-5000 ადამიანამდე, ესეც აღარ გვექნება და ბუნებრივი მატება მინუსებში წავა, შესაბამისად, გვექნება მოსახლეობის შობადობისა და მოკვდაობის გამო ბუნებრივი კლება. მას დაემატება მიგრაციის მაღალი დონე და მოსახლეობა უფრო შემცირდება. როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულების რაოდენობას აჭარბებს, ხდება დეპოპულაცია“, - აღნიშნა მან.

ავთო სულაბერიძეს მიაჩნია, რომ დეპოპულაციის შეჩერების პროცესში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება ნაკლებად არსებობს და ისინი უფრო პიარ-ღონისძიებებს ახორციელებენ, ვიდრე ეფექტურ ნაბიჯებს.

„საჭიროა ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება. თუნდაც, პირველ და მეორე ბავშვზე ქვეყნის მასშტაბით დახმარების გაწევა. მე ვიანგარიშე და 1-ელ, მე-2 და მე-3 ბავშვზე მინიმალური დახმარება რომ გაიღონ, სულ 25 მილიონი სჭირდება ქვეყანას. 25 მილიონი ვერ უპოვნიათ, რომ ბავშვთა დახმარებები, თუნდაც, 1 წლით დააფინანსონ.

კლასიკური ფორმით, მრავალშვილიან ოჯახად ხუთშვილიანი ოჯახი მიიჩნევა, მაგრამ უნდა დავუშვათ გამონაკლისი იმის გამო, რომ სიტუაცია რთულია, ჩვენს პირობებში მრავალშვილიანი დედის სტატუსი სამშვილიან დედას უნდა მივანიჭოთ და ეს უკვე ეფექტური იქნება“, - აღნიშნა მან.

დემოგრაფის ვარაუდით, დეპოპულაციის პროცესი დაახლოებით, 10-15 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაბერდება.

„დეპოპულაცია გაგრძელდება 10-15 წლის განმავლობაში. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დეპოპულაციის პროცესი 2030-2035 წლისთვის დაიწყებოდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ 2020 წელს დაიწყება. გვეყოლება ძალიან დიდი რაოდენობით დაბერებული მოსახლეობა. დღეს რომ დაბერებული მოსახლეობა 14-15%-ის ფარგლებშია, დაახლოებით, 7-8 წლის შემდეგ 20%-ს გადააჭარბებს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს, დაბრუნდებიან თუ არა ემიგრანტები საქართველოში.

დაბერების მაჩვენებელი შეიძლება გაზარდოს იმანაც, რომ 60 წელს გადაცილებული ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდნენ. მათი დაბრუნება პენსიების მხრივ სოციალურ დაძაბულობას გაზრდის. ნორმალური პენსია საქართველოში არ არის, გარდა ამისა, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ემიგრანტებზე არ გავრცელდა და გამოდის, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს პენსია. ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა მან.

მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2030 წელს საქართველოში, დღეს არსებული 700 000 პენსიონერის ნაცვლად, 950 000 ათასი პენსიონერი გვეყოლება, მათ ფონზე კი მკვეთრად შემცირდება ახალგაზრდა, შრომისუნარიანი ახალგარზდების რაოდენობა. შიდა და გარე მიგრაციის, შემცირებული შობადობისა და მოსახლეობის დაბერების - ანუ იმ ძირითად ფაქტორთა მთავარ წყაროდ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის კლებას განაპირობებს, ეკონომიკის ექსპერტები სიღარიბეს, დასაქმების ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ.

ნიკა ობოლაძე, ანალიტიკოსი:

"საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა. 2003 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო სამნახევარი მილიარდი დოლარი, 2012 წელს იყო - 16 მლრდ დოლარი, 2018 წელს კი 1 მლრდ დოლარით შემცირდა და 15 მლრდ დოლარი შეადგინა. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მცირე შემოსავალი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 5-6 ჯერ ნაკლებია. თუ გვინდა, რომ სიღარიბის პრობლემა გადავჭრათ, უნდა გავატაროთ რეფორმები და გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მთავრობის ვალია, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოს, გაუჩინოს შემოსავალი და ეს შემოსავლები არ უნდა იკლებდეს".

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

რა ვითარებაა სავაჭრო ობიექტებში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს - IPN.GE-ს ფოტორეპორტაჟი

"თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნება, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ - პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება" - შოთა ბურჯანაძე