ავტორი:

"ჩემს ქალიშვილს შვილი არ ყავდა და გააუბედურეს..." - რას ყვება მამამთილის მიერ მოკლული ქალის დედა

"ჩემს ქალიშვილს შვილი არ ყავდა და გააუბედურეს..." - რას ყვება მამამთილის მიერ მოკლული ქალის დედა

საგარეჯოში მამამთილის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა ნინო სოროზნიშვილი აცხადებს, რომ მის ქალიშვილს მამამთილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

"კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა ამას... დიდი უბედურება მოხდა. ჩემს ქალიშვილს შვილი არ ყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა, მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა" - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

VIDEO: "სულ ჩხუბში იყვნენ, ჩემი შვილი მიმალავდა ყველაფერს" - რას ამბობს მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა?

პოლიციამ საგარეჯოში, მკვლელობის ადგილას დააკავა 85 წლის მამაკაცი, რომელმაც შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო