საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
AMBEBI.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის დროს, 85 წლის მამაკაცმა შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი ხმაურზე შემოსულ ნათესავებს - ძმის ცოლსა და ძმისშვილს, რომლებიც ბრალდებულის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდნენ.
მოკლულები არიან - ბრალდებულის ვაჟი დავით გამყრელიძე და მისი მეუღლე, ლელა ბორაშვილი, ასევე დედა-შვილი მზია მეზვრიშვილი და შავლეგ გამყრელიძე. როგორც ცნობილია, ბრალდებულის მიერ მოკლულ ძმისშვილს შავლეგ გამყრელიძეს 4 შვილი დარჩა და მათ შორის ყველაზე პატარა 5 თვისაა.
მამაკაცი, რომელმაც რძალი, შვილი და ორი მეზობელი მოკლა, უკვე დაკავებულია. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 85 წლისაა.
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ომარ გამყრელიძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.