პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

19

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს
ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს

"ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის კახა კან­დე­ლა­კის ვაჟი ნიკა კან­დე­ლა­კი ქორ­წინ­დე­ბა. ნი­კუ­შას რჩე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ელექტრო-ბა­სის­ტი ნიკ ვეს­ტია. წყვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ქორ­წი­ლის რე­პე­ტი­ცი­ის" ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ნი­კამ და ნი­კიმ ერ­თმა­ნე­თი 2015 წლის ბო­ლოს, თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. არ­ტის­ტმა თბი­ლის­ში "ივენთ ჰოლ­ში" კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა ახა­ლი წლის ღა­მეს "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" მოწ­ვე­ვით.

ორი წლის წინ ჟურ­ნალ "OK"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნიკი ნი­კო­ლო­ზის გაც­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

"პირ­ვე­ლად ნი­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვდი, როცა კუ­ლი­სებ­ში შე­მო­ვი­და ჩემ გა­საც­ნო­ბად. მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლო დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ქარ­თუ­ლი ფა­ფა­ხიც მი­ყი­და, ხინ­კა­ლიც გაგ­ვა­სინ­ჯა… ეს „მოგ­ზა­უ­რო­ბა“ ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ამის შემ­დეგ მთე­ლი ღამე ვსა­უბ­რობ­დით სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ნი­კუ­შას სახე არც კი და­მი­მახ­სოვ­რე­ბია.

შემ­დე­გი ჩემი ვი­ზი­ტი­სას ბა­თუმ­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და მახ­სოვს, მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­მიყ­ვან­და ცო­ლად… მე­ო­რე დღეს, როცა მივფრი­ნავ­დი, ნი­კუ­შამ ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და გა­დავ­წყვი­ტე, რომ პა­ე­მან­ზე დავ­თან­ხმე­ბო­დი".

რო­გორც ნი­კუ­შა მა­შინ ჟურ­ნალ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობ­და: "ამ გო­გომ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ბევრ ისეთ რა­მეს ვა­კე­თებთ ერ­თად, რაც სხვას სი­გი­ჟე მო­ეჩ­ვე­ნე­ბო­და. სა­ერ­თოც ბევ­რი გვაქვს - ორი­ვეს გვიყ­ვარს სპორ­ტი და ერ­თად ვვარ­ჯი­შობთ. მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბაც ერ­თნა­ი­რი გვაქვს და ხში­რად დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე. ნი­კიმ ჩემი ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და".

ნიკ უეს­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლად სიყ­ვა­რულ­ში ნი­კუ­შას თა­ვად გა­მო­უ­ტყდა, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მის ოჯახ­თან, ისე­ვე, რო­გორც ნი­კუ­შას მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

ნიკა კან­დე­ლაკ­მა გა­ნათ­ლე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და აშშ-ში მი­ი­ღო. მან ორი წლის წინ აიღო მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რია მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში. ცხოვ­რობს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა კან­დე­ლა­კის რჩე­ულს, ნიკ ვეს­ტი 30 წლი­საა. მას "ქალ ლენი კრა­ვიცს" უწო­დე­ბენ. უმუ­შა­ვია ისეთ ცნო­ბილ არ­ტის­ტებ­თან, რო­გო­რე­ბიც დეივ სტი­უ­არ­ტი, პრინ­ცი, ჯონ მა­ი­ე­რი არი­ან. ნი­კიმ დაკ­ვრა 13 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის, ის თავს უფრო ბა­სის­ტად თვლის, ვიდ­რე მომ­ღერ­ლად. მისი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მიც - Just in the Nik of Time - ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე?
ავტორი:

ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს

ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვეს­ტი ქორწინდებიან - წყვილი "ქორწილის რეპეტიციის" ფოტოებს აქვეყნებს

"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ნიკა კანდელაკი ქორწინდება. ნიკუშას რჩეული ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი ნიკ ვესტია. წყვილი სოციალურ ქსელში "ქორწილის რეპეტიციის" ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს, თბილისში გაიცნეს. არტისტმა თბილისში "ივენთ ჰოლში" კონცერტი გამართა ახალი წლის ღამეს "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით.

ორი წლის წინ ჟურნალ "OK"-სთან ინტერვიუში ნიკი ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობდა:

"პირველად ნიკოს საქართველოში შევხვდი, როცა კულისებში შემოვიდა ჩემ გასაცნობად. მეორე დღეს საქართველო დაგვათვალიერებინა, ქართული ფაფახიც მიყიდა, ხინკალიც გაგვასინჯა… ეს „მოგზაურობა“ ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მთელი ღამე ვსაუბრობდით სასტუმროს რესტორანში. მაგრამ რატომღაც ნიკუშას სახე არც კი დამიმახსოვრებია.

შემდეგი ჩემი ვიზიტისას ბათუმში შევხვდით ერთმანეთს და მახსოვს, მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად… მეორე დღეს, როცა მივფრინავდი, ნიკუშამ ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავწყვიტე, რომ პაემანზე დავთანხმებოდი".

როგორც ნიკუშა მაშინ ჟურნალთან საუბრისას ამბობდა: "ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ ერთად, რაც სხვას სიგიჟე მოეჩვენებოდა. საერთოც ბევრი გვაქვს - ორივეს გვიყვარს სპორტი და ერთად ვვარჯიშობთ. მუსიკალური გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს და ხშირად დავდივართ სხვადასხვა კონცერტზე. ნიკიმ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა".

ნიკ უესტმა აღნიშნა, რომ პირველად სიყვარულში ნიკუშას თავად გამოუტყდა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მის ოჯახთან, ისევე, როგორც ნიკუშას მისი ოჯახის წევრებთან.

ნიკა კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ორი წლის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.

რაც შეეხება ნიკა კანდელაკის რჩეულს, ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას "ქალ ლენი კრავიცს" უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს