ავტორი:

კახეთში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

კახეთში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 85 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ასევე დაჭრილია მისი ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, კაცმა თავდაპირველად შვილს და რძალს ესროლა, რის შემდეგაც დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში მოხდა

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო