ავტორი:

რა ხდებოდა წუხელ თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

რა ხდებოდა წუხელ თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

წუხელ გვიან ღამით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე კლდიდან ქვები ჩამოიშალა. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა. დამცავმა ბადემ შეაკავა ჩამოშლილი ქვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და ჩატარდა გზის გაწმენდის სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით მივიდა ქალაქის მერი კახა კალაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

თამარაშვილის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია, თუმცა მიმდებარე ქუჩებზე შეინიშნება საავტომობილო საცობები.

მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.

ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი - თამარაშვილის ქუჩების და ყაზბეგის გამზირი - თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო