ავტორი:

"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?

"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?

გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც წონის კორექციის მიზნით ადამიანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ბევრი თვლის, რომ დიეტების დაწყება წელიწადის ამ სეზონზე ბევრად უფრო ეფექტურია. რა უნდა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დაწყების დროს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორ უნდა ვიკვებოთ? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს mshoblebi.ge-სთან საუბრისას ექიმი-ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი პასუხობს:

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწრაფი დიეტები ჯანმრთელობისთვის საზიანო და მავნებელია. არანაირად არ მივესალმები იმას, რომ გაზაფხული სწრაფი დიეტებით დავიწყოთ და სასურველი შედეგის მისაღეად მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის საკვები მივიღოთ. გაზაფხულზე ორგანიზმში ისედაც ვიტამინების დეფიციტია და როდესაც ადამიანი ზღუდავს კვებას, ეს არ არის კარგი, რადგან შემონახული ენერგია რაც გვაქვს, იფიტება და ორგანიზმი ახალი ენერგიით ვეღარ ივსება. ახალი ხილი და ბოსტნეულიც გვიან გაზაფხულზე შემოდის, ამ პერიოდამდე კი ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩივილები, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, სახეზე გამონაყარი, სახის ფერის ცვლილება, გვაწუხებს თავის ტკივილები, გვახასიათებს საერთო სისუსტე. არტერიული წნევის დაქვეითება იწყება, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზებში გვხვდება გაღარიბებული ჰემოგლობინი, რკინა, ვიტამინების დეფიციტი, ამიტომ გაზაფხულზე დავიწყოთ დიეტა, უმოკლეს პერიოდში დავიკლოთ წონაში და შევზღუდოთ კალორიების მიღება, არასწორია. თუ გვინდა ზაფხულში გამოვიყურებოდეთ კარგად და კარგ ფორმაში ვიყოთ, ამაზე გაცილებით ადრე უნდა ვიზრუნოთ.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, მოკლე დროში შეზღუდული კვება გვაძლევს შედეგს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქსირდება წონის ორმაგი, სამმაგი მატება. ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ დიეტა არის სწორი კვება. თუ ჯანსაღ კვებას მიჰყვებით, წონის პრობლემა არ გექნება. სწორი კვება დოზირებულ, საათობრივ კვებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ქორწილში ან სხვა რაიმე ტიპის სუფრაზე, შეუძლიათ ყველაფერი მიირთვან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვების რაციონი უნდა აკონტროლონ. ეს არის სილამაზის და გარეგნობის ჩემეული ფორმულა. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ როცა გაზაფხულზე კატასტროფულ დიეტებს იწყებენ, აუცილებელია ვიტამინების კომლექსების - მიკრო, მაკრო ელემენტების დამატება, რაც აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ზოგს ჰგონია, რომ ვიტამინები ასუქებს, რაც მცდარი შეხედულებაა. თუ მაინცდამაინც პაციენტი კატასტროფულ კვებაზე გადადის, ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არა თვითნებურად.

- როგორ დიეტას ურჩევთ პაციენტებს გაზაფხულზე?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობისთვის თვეში 3-5 კილოს კლებაა აპრობირებული. შეიძლება სასწორზე 3-5 კილო დავიკლოთ, მაგრამ ვიზუალურად უფრო დაგვეტყოს, რადგან პროპორციებში ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება. ამიტომ სასწორზე მუდმივად ველოდოთ დიდ შედეგს, ეს არის მცდარი შეხედულება. შეიძლება პაციენტი 60 კილო იყოს და ვუთხრათ, რა გამხდარი ხარ და იგივე სიმაღლის პაციენტს, რომელიც 50 კილოა, ვუთხრათ, რა მსუქანი ხარ. ეს არის პროპორციებზე, ადამიანის აღნაგობაზე დამოკიდებული. თუ ადამიანი თვითნებურად აპირებს დიეტის დაწყებას, ვურჩევ, არ მიმართონ კატასტროფულ დიეტებს. ყოველდღე უნდა მიიღონ მინიმუმ ლიტრანახევარი სუფთა წყალი და არა სხვა სითხე. საუზმე უნდა იყოს 8-10 საათამდე, სადილი 2-დან 4 საათამდე, ვახშამი 7-დან 8 საათამდე. სამჯერადი კვება ორგანიზმისთვის აუცილებელია. სახლიდან მშიერი არასოდეს არ უნდა გავიდეთ. შუალედში თავს უფლება უნდა მისცენ და 300 გრამი ხილი მიირთვან. დიეტის დროს შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ, მათ შორის ყავაც და ჩაიც უშაქროდ უნდა მივირთვათ. ამით არ ირღვევა შაქრის ბალანსი, რადგან ხილი არის ტკბილი და მისი მირთმევის შემთხვევაში შაქრის ოდენობას ვაბალანსებთ.

- შაქრის შემცვლელად ხილი უნდა მივირთვათ?

- დიახ, მაგრამ ხილსაც გააჩნია. დღის განმავლობაში 600 გრამს არ უნდა გადააჭარბოთ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ