მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე
"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე

"შავი პი­ა­რი და­ი­წყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მან მის­ცა ტონი და ეს გა­აგ­რძე­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა" - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში ბლოკ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ და­ი­წყო შავი პი­ა­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. მე გახ­ლა­ვართ, ბლო­კის "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" კან­დი­და­ტი. ეტყო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და შე­აშ­ფო­თა მის­გან არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ და მან შავი პიარ-კამ­პა­ნია პი­რა­დად და­ი­წყო. მა­ღა­ლი თა­მა­სა პი­რა­დად და­ი­ჭი­რა, რო­დე­საც იმე­დის ეთერ­ში თვი­თონ და­ი­წყო და უღირ­სი ცი­ლის­წა­მე­ბით შე­ე­ცა­და ჩემს ცუ­დად წარ­მო­ჩე­ნას გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე.

და­ი­წყო ბი­ძი­ნას ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლით, სა­დაც 17-ჯერ და­უბ­რუნ­და ჩემს სა­კითხს და 17-ჯერ მახ­სე­ნა, ასე დათ­ვა­ლეს ჩვენ­თან, სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში. შემ­დეგ იგი­ვე ფუნ­ქცია ჰქონ­და ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ბა­ტონ მდი­ნა­რა­ძეს­თან ჩემს დე­ბა­ტებს, შემ­დეგ მუ­რუ­სი­ძეს­თან და ა.შ. შავი პი­ა­რი და­ი­წყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მან მის­ცა ტონი და ეს გა­აგ­რძე­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნია და აღ­საშ­ფო­თე­ბე­ლია სა­ზო­გა­დე­ბის­თვის, ამა­ში ჩარ­თუ­ლია მო­სა­მარ­თლე, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, რო­მე­ლიც არის უვა­დოდ გამ­წე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცია უკ­რძა­ლავს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად სა­მო­სა­მარ­თლო ეთი­კის წე­სე­ბიც.

ის გა­დახ­ლარ­თუ­ლია უკვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და ამ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი "კლა­ნის" ინ­ტე­რე­სებ­ში (ეს ფრა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­არ­ქვა და უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო), ბა­ტო­ნი მუ­რუ­სი­ძე რო­მელ­მაც იცის, რომ კონ­სტი­ტუ­ცია ამას უკ­რძა­ლავს იძუ­ლე­ბე­ლია და­ვა­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თოს და პირ­და­პირ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შავი პი­ა­რის ერთ-ერთ გან­მა­ხორ­ცი­ლე­ბა­ლად მოგ­ვევ­ლი­ნოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის შემ­დეგ" - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე

"ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა" - შალვა შავგულიძე

"შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, მან მისცა ტონი და ეს გააგრძელა "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენელმა" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

"ქართულმა ოცნებამ დაიწყო შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ. მე გახლავართ, ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კანდიდატი. ეტყობა ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა და შეაშფოთა მისგან არაკონტროლირებადი დასავლური ძალების გაერთიანებამ და მან შავი პიარ-კამპანია პირადად დაიწყო. მაღალი თამასა პირადად დაიჭირა, როდესაც იმედის ეთერში თვითონ დაიწყო და უღირსი ცილისწამებით შეეცადა ჩემს ცუდად წარმოჩენას გირგვლიანის საქმეზე.

დაიწყო ბიძინას ივანიშვილის გამოსვლით, სადაც 17-ჯერ დაუბრუნდა ჩემს საკითხს და 17-ჯერ მახსენა, ასე დათვალეს ჩვენთან, საარჩევნო შტაბში. შემდეგ იგივე ფუნქცია ჰქონდა ფრაქციის თავმჯდომარესთან ბატონ მდინარაძესთან ჩემს დებატებს, შემდეგ მურუსიძესთან და ა.შ. შავი პიარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა, მან მისცა ტონი და ეს გააგრძელა "ქართული ოცნების" სხვადასხვა წარმომადგენელმა.

რაც ჩემთვის ყველაზე საწყენია და აღსაშფოთებელია საზოგადებისთვის, ამაში ჩართულია მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც არის უვადოდ გამწესებული, რომელსაც კონსტიტუცია უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობს და შესაბამისად სამოსამართლო ეთიკის წესებიც.

ის გადახლართულია უკვე "ქართული ოცნების" და ამ სასამართლო ხელისუფლებაში გაბატონებული "კლანის" ინტერესებში (ეს ფრაზა საზოგადოებამ დაარქვა და უნდა გამოვიყენო), ბატონი მურუსიძე რომელმაც იცის, რომ კონსტიტუცია ამას უკრძალავს იძულებელია დავალებაში ჩაერთოს და პირდაპირ "ქართული ოცნების" შავი პიარის ერთ-ერთ განმახორცილებალად მოგვევლინოს ბიძინა ივანიშვილის და მამუკა მდინარაძის შემდეგ" - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები