ავტორი:

საერთაშორისო გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობას მოჰყვა

საერთაშორისო გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობას მოჰყვა

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოში რუსული საფრთხის მასშტაბი და სფეროები იზრდება. რუსული ძალა უკვე ინტელექტის ოკუპაციას ცდილობს და ამისთვის საკმაოდ აქტიური სტრატეგია შეარჩია. თუმცა საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა მაღალ დონეზე ხდება და რუსეთის გეგმა წარმატებით ვერ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, საფრთხე რჩება საფრთხედ და ქართულ მხარეს დიდი სიფრთხილის გამოჩენა სჭირდება.

საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხის გაჩენას საკმაოდ დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. როგორც „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში“ განმარტავენ საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციებს. მათ მიერ საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ გაკეთდა ოფიციალური განცხადებები და გამოიგზავნა ოფიციალური წერილები, რომლითაც ისინი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ მიმდინარე პროცესების გამო და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ასოციაციას.

„მიიჩნევენ, რომ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დარღვევა, ანუ ჩვენი ასოციაციის ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნა დიდ საფრთხეს წარმოადგენს არსებული სისტემისთვის, რადგან ეს გამოიწვევს ჰონორარის შემცირებას და შესაბამისად უარყოფითად აისახება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებსა და შემსრულებლებზე,“ - აცხადებს „საქართველოს საავტოფო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

ვინ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ამ მოვლენებს გამოეხმაურნენ და რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამოხმაურება?

არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა ყველა ე.წ. „ქოლგა ორგანიზაცია“. ესენია: ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC), რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO) და შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო (SCAPR). ეს ორგანიზაციები აერთიანებენ ჩვენი ასოციაციის მსგავს ორგნაზიაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ადგენენ მათი საქმიანობის ერთიან პრიციპებს. ასევე, აფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და გასცემენ რეკომენდაციებს. ერთი სიტყვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული, ყველა ჩვენი ტიპის ორგანიზაცია წევრიანდება ამ ქოლგა ორგანიზაციებში და მოქმედებს მათი რეკომენდაციების და ერთიანი სიტემის გათვალისწინებით. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რადგან ეს არის მძლავრი იარაღი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს აქცევს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ და ქმნის რეალურ ბერკეტს მისი აგრესიის შესაკავებლად.

რა შეიცვალა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურების შემდეგ?

რუსეთი ამ პროცესში მოქმედებს „რბილი ძალის“ პრინციპით. მისი მფარველობის ქვეშ შექმნილი ახალი ორგანიზაცია ცდილობს ქართველ ავტორებსა და შემსრულებლებში შექმნას მიმზიდველობის წარმოდგენა, რომ თითქოს ახალი ორგანიზაცია უკეთ უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსული კვალი იმდენად აშკარაა, რაც საერთაშორისო გამოხმაურებამაც დაადასტურა, რომ მარტივად ხვდებიან რასთანაც აქვთ საქმე და უარს აცხადებენ მათთან თანამშრომლობაზე.

აღნიშნული ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მითითებებს რუსული მხარე თუ არ დამორჩილება, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს რუსეთი?

როგორც აღვნიშნე, სართაშორისო ქოლგა ორგანიზაციების მხარდაჭერა რუსული აგრესიის შეკავების მძლავრი იარაღია. რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, გარდა რეპუტაციის შელახვისა, რუსეთის მხარეს დაემუქრება ქოლგა ორგანიზაციების შესაბამისი სანქციები, რაც მათ მოაქცევს იზოლაციაში მსოფლიო არენაზე და გაურთულებს ურთიერთობას სხვა ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან. ეს კი, რუსეთისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის.

ახლა კი გთავაზობთ ამონარიდებს იმ მხარდაჭერის წერილებიდან, რომლებიც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ მიიღო.

CISAC-ის წერილში, რომელსაც ხელს აწერს CISAC-ის ევროპის რეგიონალური დირექტორი მიტკო ჩათალბაშევი GCA-ის საქმიანობა შეფასებულია, როგორც ნამდვილი წარმატება საქართველოს რეალობაში:

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ შესაძლო საფრთხის გამო, რაც შეიძლება შეეხოს კოლექტიურ მართველობას საქართველოში ერთი ფანჯრის პრინციპის დარღვევით. ერთი და იგივე უფლების პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობის არსებობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოში გამოიწვევს გაურკვევლობას მოსარგებლეებში, ასევე ტარიფების დაწევას და შესაბამისად წაართმევს ადგილობრივ და უცხოელ უფლების მფლობელებს სამართლიანი ჰონორარის მიღების შესაძლებლობას. გარდა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, ბევრი საზოგადოების არსებობა:

  • გაურთულებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ფუნქციების შესრულებას, რადგან საჭირო იქნება რამდენიმე ორგანიზაციის ზედამხედველობა. განსხვავებით იმ სიტუაციისგან, როდესაც ერთი საზოგადოების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ერთი ორგანიზაციას;
  • მოახდენს რეპერტუარის ფრაგმენტირებას სხვადასხვა საზოგადოების ქვეშ. ასეთი ფრაგმენტირება ავნებს იმ მთავარ უპირატესობას, რაც გააჩნია კოლექტიურ მართვის სისტემას, კერძოდ, „ბლანკეტური ლიცენზიის გაცემას“, როდესაც ერთი ლიცენზია ფარავს მსოფლიო რეპერტუარს;
  • შეასუსტებს შემოქმედებითი საზოგადოების ძალისხმევას, რაც გააუარესებს სიტუაციას კვალიფიციური ექსპერტიზის და სპეციალიზაციის კუთხით და დაასუსტებს ადმინისტრაციულ ეფექტურობას;
  • გამოიწვევს არათანმიმდევრულ მიდგომას, რადგან თითოეულ საზოგადოებას ექნება განსხვავებული პრაქტიკა, პოლიტიკა და „მესიჯები“. ეს გამოიწვევს ბაზარზე გაურკვევლობას;
  • წარმოშობს კონფლიქტს და ვნებათაღელვას კონკურენტ საზოგადოებებში, რაც არავისთვის იქნება სასარგებლო.“

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ IFRRO-ს აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური მდივანი კაროლინ მორგანი და IFRRO-ს პოლიტიკისა და რეგიონალური განვითარების მენეჯერი პიერ ოლივიერ ლესბურგერესი:

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებს იმ უფლებების მართვაზე, რომლის მართვის უფლებამოსილებაც მინიჭებული აქვს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას და ამ წერილით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ასოციაციის მიმართ.

IFRRO-ს ჰყავს ერთი წევრი საქართველოში და ეს არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაცია წევრი გახდა 2012 წელს და ჩვენ, ორი ორგანიზაცია ყოველთვის ნაყოფიერად ვთანამშრომლობით. 2015 წელს IFRRO-ს ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდა თბილისში და 2018 წელს ჩვენ ორმა ორგანიზაციამ ერთობლივი ძალებით აღვნიშნეთ მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დღე თბილისში.

ასოციაციის დამსახურებით, საქართველო იმ 34 ქვეყანას შორისაა მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც მოახდინეს საჯარო თხოვების უფლების (Public Lending Right) იმპლემენტირება, რაც ასახულია ამ უფლების საერთაშორისო ვებ გვერდზე: plrinternational.com ესეც ასევე წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ასოციაციას დიდი სამუშაო აქვს გაწეული საავტორო უფლებების დაცვისა და უფლების მფლობელებისათვის ჰონორარის ანაზღაურების მიმართულებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელი, რაც ასოციაციის შემთხვევაშია, ამტკიცებს რომ ასეთი ფორმა არის სწორი იმ მიღწევების გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ჩვენი რჩევა იქნება, რომ შენარჩუნდეს ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოში: პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობა ერთი და იმავე უფლებებზე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გამოიწვევს გაუგებრობას მოსარგებლეებში და ხელყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო უფლების მფლობელების დამსახურებული ჰონორარის მიღების შესაძლებლობას.“

SCARP-ის წარმომადგენლები სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. წერილს ხელს აწერენ SCAPR-ის გამგეობის თავმჯდომარე ეანა ქეისი და SCAPR-ის მმართველი დირექტორი რემი დესროზიერსი.

„გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რეგულარური პროგრესისთვის და საერთაშორისო კოლექტიური მართველობის შესაბამისობაში მოქმედებისათვის.

თქვენ შეშფოთება გამოხატეთ ბოლო დროს ახალი ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და საქართველოს საავტორო კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობს, ცდილობს მიითვისოს ის ფუნქციები რაც GCA-ს გააჩნია. ქვეყნის კანონმდებლობის და რეგულაციების პატივისცემის არ ქონა SCAPR-ის და მისი წევრების ნორმათა კოდექსს ეწინააღმდეგება და ჩვენ გვსურს მხარი დაგიჭიროთ ამ საკითხში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერის წერილი დაგეხმარებათ იმ როლის დაცვისთვის, რაც მონიჭებული აქვს თქვენს ორგანიზაციას შემსრულებელთა უფლებების დაცვისათვის.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი