მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!
„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო იერ­არ­ქია მკაც­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი - ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რია პრე­ზი­დენ­ტი, მე­ო­რე - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მე­სა­მე - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

თუმ­ცა არის „ჩრდი­ლო­ვა­ნი კონ­სტი­ტუ­ცია“, რომ­ლის მი­ხედ­ვით, იერ­არ­ქია და­მო­კი­დე­ბუ­ლია სულ სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე, კერ­ძოდ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა­ზე ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, ამ კე­თილ­გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „რი­გი­თი“ მი­ნის­ტრი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რად უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი იყოს, ვიდ­რე პრე­მი­ე­რი და პრე­ზი­დენ­ტი ერ­თად აღე­ბუ­ლი.

შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ნიშ­ვნა ექ­სპერ­ტებ­მა მისი გავ­ლე­ნის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბად აღიქ­ვეს. გა­ხა­რი­ას გავ­ლე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტორ­ზე - ამ დრო­ის­თვის მის მი­მართ ივა­ნიშ­ვი­ლი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კე­თილ­გან­წყო­ბას გა­ხა­რია იყე­ნებ­და და იყე­ნებს იმის­თვის, რომ სამ­თავ­რო­ბო კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჩა­მო­ი­შო­როს პრე­მი­ე­რო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი და მისი თან­მდე­ვი შავი პი­ა­რის მან­ქა­ნის მოქ­მე­დე­ბა სხვა სტა­ტი­ის თე­მაა...

პირ­ველ რიგ­ში, იმის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, თუ რა­ტომ სარ­გებ­ლობს გა­ხა­რია ივა­ნიშ­ვი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბით, უნდა დავ­სვათ კი­თხვა - არის თუ არა გა­ხა­რია ეფექ­ტუ­რი შს მი­ნის­ტრი? სა­კა­მა­თოა. კარ­გი შს მი­ნის­ტრი პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ჩა­ა­ტა­რებ­და და არ მი­იყ­ვან­და პან­კის­ში საქ­მეს იქამ­დე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას სპეც­რაზ­მის­თვის „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი“ ეს­რო­ლა (მით უმე­ტეს, რო­გორც შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, სიმპტო­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, რა­ღაც მომ­ხდა­რი­ყო, ზე­და­პირ­ზე იდო). ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ შე­იქ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი - ქვე­ბი­სა და „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის“ სრო­ლე­ბით შე­გიძ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს უკან და­ა­ხე­ვი­ნო. ასე­თი პრე­ცენ­დენ­ტე­ბი კი შე­საძ­ლოა, ცუდი რა­ღა­ცე­ე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში.

იქამ­დე იყო „ბა­სი­ა­ნის“ აქ­ცი­ე­ბი და გა­ხა­რი­ას ბო­დი­ში, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც გმი­რო­ბად ჩა­უთ­ვა­ლეს. არა­და, სა­კი­თხა­ვია, რო­გორ მოქ­მე­დებს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­ქა­ნის იმიჯ­ზე და პო­ლი­ცი­ის მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ის, რომ შს მი­ნის­ტრი იძუ­ლე­ბუ­ლია, მხო­ლოდ ბო­დი­შე­ბის ხდით გან­მუხ­ტოს სი­ტუ­ა­ცია ანუ აღი­ა­როს, რომ პო­ლი­ცი­ას სა­ბო­დი­შოდ აქვს საქ­მე.

არ­სად გამ­ქრა­ლა კი­თხვე­ბი გა­ხა­რი­ას როლ­ზე იმ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის „მორ­ჯუ­ლე­ბის“ სა­კი­თხში, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი არ იყო სა­ჭი­რო გა­ხა­რი­ას და მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ მუ­ქა­რის წე­რი­ლი მას შს მი­ნის­ტრმა გა­უგ­ზავ­ნა?! პი­რი­ქით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხებ­მა უფრო მეტი ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გა­ა­ჩი­ნა.

გარ­და ამი­სა, გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბას და კი­დევ ერთხელ დავ­სვათ კი­თხვა - არის თუ არა გა­ხა­რია ეფექ­ტუ­რი შს მი­ნის­ტრი?! შსს-ს არ­გუ­მენ­ტი და­ნა­შა­უ­ლის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის შეც­ვლის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს - სე­ტყვა გა­ა­მარ­თლო იმით, რომ შე­იც­ვა­ლა ამინ­დის პროგ­ნო­ზი­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გია. და­ნა­შა­უ­ლი რომ გაზ­რდი­ლია, ამას სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე გრძნობს ყო­ველ­გვა­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შეც.

რო­გორც ჩანს, ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლოა იმის ფონ­ზე, რა მი­სი­აც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ხა­რი­ას აკის­რია. კერ­ძოდ, კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გა­ხა­რია იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე „ოც­ნე­ბამ“ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი „და­დოს“. გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ რე­გი­ონ­ში, რო­გო­რიც სა­მეგ­რე­ლოა. სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა ის, რომ გა­ხა­რია ზუგ­დიდ­ში და სა­მეგ­რე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ლა­მის უფრო მეტ დროს ატა­რებს, ვიდ­რე შს სა­მი­ნის­ტრო­ში. "რე­პე­ტი­ცია" კი გა­ხა­რი­ას­თვის, მა­ის­ში და­ნიშ­ნუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა.

თუ მი­ნის­ტრმა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში „იმე­დე­ბი გა­ა­მარ­თლა“, იქ­ნე­ბა თუ არა ეს მისი პრე­მი­ე­რო­ბის გა­რან­ტი, ეს მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვილ­მა იცის და ჩვენ არ და­ვი­წყებთ მკი­თხა­ო­ბას. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ხა­რი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ავი­თა­რე­ბენ თე­ო­რი­ას, რომ შე­საძ­ლოა, სჯობ­დეს გა­ხა­რია 2020-მდე გახ­დეს პრე­მი­ე­რი და ასე უფრო გა­ად­ვილ­დე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა... მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი არ ჩქა­რობს...

თუმ­ცა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­საძ­ლოა, ხვალ ან ზეგ რა­ღაც მოხ­დეს, რაც ივა­ნიშ­ვილს გულს აც­რუ­ებს გა­ხა­რი­ა­ზე და შს მი­ნის­ტრიც შე­უ­ერ­თდე­ბა „ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფილ ფა­ვო­რიტ­თა რი­გებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!

„ჩრდილოვანი კონსტიტუცია“ ანუ რა მისია აკისრია გახარიას 2020 წლის არჩევნებში?!

საქართველოს კონსტიტუციით სახელისუფლებო იერარქია მკაცრად არის განსაზღვრული - ქვეყნის პირველი პირია პრეზიდენტი, მეორე - პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე - პრემიერ-მინისტრი.

თუმცა არის „ჩრდილოვანი კონსტიტუცია“, რომლის მიხედვით, იერარქია დამოკიდებულია სულ სხვა ფაქტორებზე, კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობაზე ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიმართ. შესაბამისად, შესაძლოა, ამ კეთილგანწყობიდან გამომდინარე, „რიგითი“ მინისტრი ხელისუფლებაში ბევრად უფრო გავლენიანი იყოს, ვიდრე პრემიერი და პრეზიდენტი ერთად აღებული.

შს მინისტრ გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა ექსპერტებმა მისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებად აღიქვეს. გახარიას გავლენა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორზე - ამ დროისთვის მის მიმართ ივანიშვილი კეთილგანწყობილია. კულუარული ინფორმაციით, ამ კეთილგანწყობას გახარია იყენებდა და იყენებს იმისთვის, რომ სამთავრობო კონკურენტები ჩამოიშოროს პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, კულუარული თამაშები და მისი თანმდევი შავი პიარის მანქანის მოქმედება სხვა სტატიის თემაა...

პირველ რიგში, იმის გასაანალიზებლად, თუ რატომ სარგებლობს გახარია ივანიშვილის კეთილგანწყობით, უნდა დავსვათ კითხვა - არის თუ არა გახარია ეფექტური შს მინისტრი? საკამათოა. კარგი შს მინისტრი პრევენციულ ღონისძიებებს ჩაატარებდა და არ მიიყვანდა პანკისში საქმეს იქამდე, რომ მოსახლეობას სპეცრაზმისთვის „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა (მით უმეტეს, როგორც შემდეგ გამოჩნდა, სიმპტომები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რაღაც მომხდარიყო, ზედაპირზე იდო). ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ შეიქმნა პრეცენდენტი - ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლებით შეგიძლია სახელმწიფოს უკან დაახევინო. ასეთი პრეცენდენტები კი შესაძლოა, ცუდი რაღაცეების წინაპირობა გახდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

იქამდე იყო „ბასიანის“ აქციები და გახარიას ბოდიში, რომელიც რატომღაც გმირობად ჩაუთვალეს. არადა, საკითხავია, როგორ მოქმედებს სახელისუფლებო მანქანის იმიჯზე და პოლიციის მორალურ მდგომარეობაზე ის, რომ შს მინისტრი იძულებულია, მხოლოდ ბოდიშების ხდით განმუხტოს სიტუაცია ანუ აღიაროს, რომ პოლიციას საბოდიშოდ აქვს საქმე.

არსად გამქრალა კითხვები გახარიას როლზე იმ ბიზნესმენების „მორჯულების“ საკითხში, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია. უფრო დამაჯერებელი პასუხი არ იყო საჭირო გახარიას და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, რომ მუქარის წერილი მას შს მინისტრმა გაუგზავნა?! პირიქით, ხელისუფლების პასუხებმა უფრო მეტი ეჭვის საფუძველი გააჩინა.

გარდა ამისა, გადავავლოთ თვალი ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა - არის თუ არა გახარია ეფექტური შს მინისტრი?! შსს-ს არგუმენტი დანაშაულის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შეცვლის შესახებ, დაახლოებით იმას ჰგავს - სეტყვა გაამართლო იმით, რომ შეიცვალა ამინდის პროგნოზირების მეთოდოლოგია. დანაშაული რომ გაზრდილია, ამას საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს ყოველგვარი სტატისტიკური მეთოდოლოგიების გარეშეც.

როგორც ჩანს, ყველა ზემოხსენებული არგუმენტი უმნიშვნელოა იმის ფონზე, რა მისიაც, სავარაუდოდ, გახარიას აკისრია. კერძოდ, კულუარული ინფორმაციით, სწორედ გახარია იქნება პასუხისმგებელი, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ სასურველი შედეგი „დადოს“. განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც სამეგრელოა. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ გახარია ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა ქალაქებში ლამის უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე შს სამინისტროში. "რეპეტიცია" კი გახარიასთვის, მაისში დანიშნული შუალედური არჩევნები იქნება.

თუ მინისტრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „იმედები გაამართლა“, იქნება თუ არა ეს მისი პრემიერობის გარანტი, ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის და ჩვენ არ დავიწყებთ მკითხაობას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის გარემოცვაში გახარიას მხარდამჭერები აქტიურად ავითარებენ თეორიას, რომ შესაძლოა, სჯობდეს გახარია 2020-მდე გახდეს პრემიერი და ასე უფრო გაადვილდება სასურველი შედეგის მიღწევა... მაგრამ ივანიშვილი არ ჩქარობს...

თუმცა, ქართულ პოლიტიკურ რეალობას თუ გადავხედავთ, შესაძლოა, ხვალ ან ზეგ რაღაც მოხდეს, რაც ივანიშვილს გულს აცრუებს გახარიაზე და შს მინისტრიც შეუერთდება „ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილ ფავორიტთა რიგებს...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები