პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ m2 უძრავი ქონება“ და  „Kempinski“ თბილისში დამსვენებლებს პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს შესთავაზებენ
„ m2 უძრავი ქონება“ და  „Kempinski“ თბილისში დამსვენებლებს პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს შესთავაზებენ

ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან შერ­წყმუ­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო ქა­ლა­ქის მთი­ან მხა­რეს, დამ­სვე­ნებ­ლებს ფარ­თო ნომ­რებ­სა და შთამ­ბეჭ­დავ ხე­დებს შეს­თა­ვა­ზებს

დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ „m2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა“, სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, „Kempinski Hotels“-თან, მე­ნე­ჯმენ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. „Kempinski“ მთაწ­მინ­და­ზე, სულ მცი­რე, 95 ნო­მერს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და 2020 წლის მე­სა­მე კვარ­ტალ­ში გა­იხ­სნე­ბა.

ფარ­თო სივ­რცუ­ლი გეგ­მა­რე­ბა სას­ტუმ­როს დი­ზა­ი­ნის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია: „Kempinski“ დამ­სვე­ნებ­ლებს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფარ­თის სტან­დარ­ტულ ნომ­რებს (40 კვ.მ) და კი­დევ უფრო ფარ­თო ლუქ­სებს შეს­თა­ვა­ზებს. სას­ტუმ­როს გა­მო­არ­ჩევს შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბი რო­გორც დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნომ­რე­ბის ტე­რა­სე­ბი­დან, ისე ყვე­ლა სტუმ­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სას­ტუმ­როს ბოლო სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სი­დან.

„Kempinski“ პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბა რო­გორც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჰაბი, ის წარ­მოდ­გე­ნი­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რი, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რის­თვის. მთაწ­მინ­და­ზე, „Kempinski“-ს მიმ­დე­ბა­რედ, კლდე­ში არ­სე­ბულ გვი­რაბ­ში ღვი­ნის ბარი მო­ე­წყო­ბა, სა­დაც ვი­ზი­ტო­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

სას­ტუმ­როს ბოლო სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნი­სა და ბა­რის კონ­ცეფ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია: მას გა­მო­არ­ჩევს კერ­ძე­ბის სტუმ­რე­ბის თვალ­წინ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი. ამას­თა­ნა­ვე, გა­რე­მოს გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის ძვე­ლი თბი­ლი­სის შე­უ­და­რე­ბე­ლი ხე­დე­ბიც. ვი­ზი­ტო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ისარ­გებ­ლონ VIP ზო­ნით და კერ­ძო სა­ვახ­შმო ტე­რა­სით. ლა­უნ­ჯი, სი­გარ ლა­უნ­ჯი და კლუ­ბი კი სრუ­ლი რე­ლაქ­სა­ცი­ი­სა და გარ­თო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მოს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს. 500 კვ.მ ფარ­თობ­ზე მდე­ბა­რე სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სპა და­მა­ტე­ბით და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებს მო­ი­ცავს: დამ­სვე­ნებ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ, აუ­ზით, სო­ლა­რი­უ­მი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს-ცენ­ტრით ისარ­გებ­ლონ.

მთაწ­მინ­დის ქედ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­დან, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და სტუმ­რე­ბი თბი­ლი­სუ­რი, მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ხის აივ­ნე­ბი­თა და მო­კირ­წყლუ­ლი ქუ­ჩე­ბით ის­ტო­რი­უ­ლი ხიბ­ლის შეგ­რძნე­ბას შეძ­ლე­ბენ. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლია ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის კუ­თხი­თაც: თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი, უამ­რა­ვი ის­ტო­რი­უ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ლო­კა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სას­ტუმ­რო­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზეა.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ „Kempinski Hotels“-თან პარტნი­ო­რო­ბით. „Kempinski“ სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბის მარ­თვა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით. ჩვენ ერ­თად ავიყ­ვანთ პრე­მი­უმ კლა­სის გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ სა­ფე­ხურ­ზე თბი­ლის­ში. ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამ სას­ტუმ­რო­ში მო­ვი­ზი­დავთ ტუ­რის­ტებს რო­გორც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, ისე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, სა­დაც „Kempinski Hotels“-ის ბრენ­დს უკვე აქვს ძლი­ე­რი რე­პუ­ტა­ცია. ვა­მა­ყობთ, რომ ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ ლო­კა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბია შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რია, გას­ტრო­ნო­მია და კულ­ტუ­რა“. - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბურ­დი­ლა­ძემ, m2 -ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

„გა­სულ წელს, ჩვე­ნი გეგ­მის 18%-იანი ზრდის შემ­დეგ, მო­ხა­რუ­ლი ვარ, გან­ვა­ცხა­დო, რომ 2019 წელ­საც ვაგ­რძე­ლებთ ამ პო­ზი­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ას და ჩვენს ინო­ვა­ცი­ურ სუ­ლის­კვე­თე­ბას ვაჩ­ვე­ნებთ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში, პრე­მი­უმ კლა­სის პირ­ველ სას­ტუმ­როს ვთა­ვა­ზობთ დამ­სვე­ნებ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ნოლდ შრი­ო­დერ­მა „Kempinski Hotels“-ის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ.

„რიგი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­გო­რიც არის ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, ლუქ­სე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, ნომ­რე­ბის ფარ­თი სა­კუ­თა­რი ტე­რა­სე­ბი­თა და ნომ­რე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­ლე­ვე გავ­ხდე­ბით ბაზ­რის ლი­დე­რე­ბი ჩვენს სეგ­მენ­ტში“.

„Kempinski“-ს შე­სა­ხებ:

1897 წელს და­არ­სე­ბუ­ლი, „Kempinski Hotels“ ევ­რო­პის მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ჯგუ­ფია. „Kempinski“-ს შე­უ­და­რე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის მდი­დარ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ემა­ტე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. „Kempinski“ ამ­ჟა­მად 34 ქვე­ყა­ნა­ში მარ­თავს 78 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს და გა­ნაგ­რძობს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას ევ­რო­პა­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, აფ­რი­კა­სა და აზი­ა­ში.

თი­თო­ე­უ­ლი სას­ტუმ­რო „Kempinski“-ს ბრენ­დის სიძ­ლი­ე­რე­სა და წარ­მა­ტე­ბას ასა­ხავს. პორ­ტფე­ლი მო­ი­ცავს ის­ტო­რი­ულ ობი­ექ­ტებს, მრა­ვალ­ჯერ და­ჯილ­დო­ე­ბულ სას­ტუმ­რო­ებს, შე­სა­ნიშ­ნავ კუ­რორ­ტებ­სა და პრეს­ტი­ჟულ სა­ცხოვ­რებ­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს იმ ხა­რისხს, რო­მელ­საც „Kempinski“-სგან ელო­დე­ბი­ან; ამავდრო­უ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი სას­ტუმ­რო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. „Kempinski“ სას­ტუმ­რო­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის (GHA) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და წევ­რია, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის ბრენ­დე­ბის უდი­დეს ალი­ანსს წარ­მო­ად­გენს.

https://www.kempinski.com/en/hotels/press-room/kempinski-to-offer-guests-true-luxury-in-the-heart-of-the-georgian-capital/

NS

ავტორი:

„ m2 უძრავი ქონება“ და  „Kempinski“ თბილისში დამსვენებლებს პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს შესთავაზებენ

„ m2 უძრავი ქონება“ და  „Kempinski“ თბილისში დამსვენებლებს პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს შესთავაზებენ

ქართულ კულტურასთან შერწყმული, ექსკლუზიური, ევროპული სტანდარტით ახლად აშენებული სასტუმრო ქალაქის მთიან მხარეს, დამსვენებლებს ფართო ნომრებსა და შთამბეჭდავ ხედებს შესთავაზებს

დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში, „Kempinski Hotels“-თან, მენეჯმენტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „Kempinski“ მთაწმინდაზე, სულ მცირე, 95 ნომერს გააერთიანებს და 2020 წლის მესამე კვარტალში გაიხსნება.

ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარი კომპონენტია: „Kempinski“ დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) და კიდევ უფრო ფართო ლუქსებს შესთავაზებს. სასტუმროს გამოარჩევს შთამბეჭდავი ხედები როგორც დამსვენებლების ნომრების ტერასებიდან, ისე ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

„Kempinski“ პოზიციონირდება როგორც კულინარიული ჰაბი, ის წარმოდგენილია ექსკლუზიური, გასტრონომიული შეთავაზებებით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. მთაწმინდაზე, „Kempinski“-ს მიმდებარედ, კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნისა და ბარის კონცეფცია განსაკუთრებულია: მას გამოარჩევს კერძების სტუმრების თვალწინ მომზადების პროცესი. ამასთანავე, გარემოს განსაკუთრებულს ხდის ძველი თბილისის შეუდარებელი ხედებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი კი სრული რელაქსაციისა და გართობისთვის განსაკუთრებულ გარემოს შემოგვთავაზებს. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: დამსვენებლებს შეეძლებათ, აუზით, სოლარიუმითა და თანამედროვე ფიტნეს-ცენტრით ისარგებლონ.

მთაწმინდის ქედზე მოკალათებული სასტუმროდან, დამსვენებლები და სტუმრები თბილისური, მოჩუქურთმებული ხის აივნებითა და მოკირწყლული ქუჩებით ისტორიული ხიბლის შეგრძნებას შეძლებენ. ადგილმდებარეობა მიმზიდველია ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების კუთხითაც: თავისუფლების მოედანი, მნიშვნელოვანი ძეგლები, უამრავი ისტორიულად მიმზიდველი ლოკაცია და საქართველოს პარლამენტი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

„მოხარულები ვართ „Kempinski Hotels“-თან პარტნიორობით. „Kempinski“ სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში მთელ მსოფლიოში ცნობილია გამოცდილებითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ერთად ავიყვანთ პრემიუმ კლასის გამოცდილებას ახალ საფეხურზე თბილისში. ჩვენი შეხედულებით, ამ სასტუმროში მოვიზიდავთ ტურისტებს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე გლობალური მასშტაბით, სადაც „Kempinski Hotels“-ის ბრენდს უკვე აქვს ძლიერი რეპუტაცია. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თბილისისა და საქართველოს ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბებაში, რომლის მთავარი კომპონენტებია შთამბეჭდავი ისტორია, გასტრონომია და კულტურა“. - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, m2 -ის გენერალურმა დირექტორმა.

„გასულ წელს, ჩვენი გეგმის 18%-იანი ზრდის შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 2019 წელსაც ვაგრძელებთ ამ პოზიტიურ ტენდენციას და ჩვენს ინოვაციურ სულისკვეთებას ვაჩვენებთ იმით, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს ვთავაზობთ დამსვენებლებს“, - განაცხადა ბერნოლდ შრიოდერმა „Kempinski Hotels“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„რიგი განმასხვავებელი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიც არის ჩვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ლუქსების დიდი რაოდენობა, ნომრების ფართი საკუთარი ტერასებითა და ნომრების ლიმიტირებული რაოდენობით, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე გავხდებით ბაზრის ლიდერები ჩვენს სეგმენტში“.

„Kempinski“-ს შესახებ:

1897 წელს დაარსებული, „Kempinski Hotels“ ევროპის მაღალი კლასის სასტუმროების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია. „Kempinski“-ს შეუდარებელი მომსახურებისა და შესანიშნავი სტუმართმოყვარეობის მდიდარ მემკვიდრეობას ემატება ექსკლუზიურობა და ინდივიდუალიზმი. „Kempinski“ ამჟამად 34 ქვეყანაში მართავს 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს და განაგრძობს სასტუმროების ქსელის გაფართოებას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში.

თითოეული სასტუმრო „Kempinski“-ს ბრენდის სიძლიერესა და წარმატებას ასახავს. პორტფელი მოიცავს ისტორიულ ობიექტებს, მრავალჯერ დაჯილდოებულ სასტუმროებს, შესანიშნავ კურორტებსა და პრესტიჟულ საცხოვრებლებს. თითოეული პროექტი მომხმარებელს სთავაზობს იმ ხარისხს, რომელსაც „Kempinski“-სგან ელოდებიან; ამავდროულად, თითოეული სასტუმრო ადგილმდებარეობის ტრადიციებსაც ითვალისწინებს. „Kempinski“ სასტუმროების გლობალური ალიანსის (GHA) დამფუძნებელი და წევრია, რომელიც დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების უდიდეს ალიანსს წარმოადგენს.

https://www.kempinski.com/en/hotels/press-room/kempinski-to-offer-guests-true-luxury-in-the-heart-of-the-georgian-capital/

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი