ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 4 მაისს ლილიტი დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სადაც 27 იანვრის ჩათვლით დარჩება. ლილიტის ეს მდებარეობა, მეტ-ნაკლებად, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანზე აისახება. ვიდრე ასტროლოგის პოსტს შემოგთავაზებთ, აქვე განვმარტოთ, თუ რა არის ლილიტი და რა მნიშვნელობა აქვს მას.
ასტროლოგიაში მოყვარულის დონეზე ჩახედულ ადამიანებსაც კი ყურმოკვრით მაინც სმენიათ ლილიტის, იგივე შავი მთვარის შესახებ. ლილიტის მდებარეობა, ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში). აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა კონკრეტულ სფეროზე ზემოქმედებს.
ამჯერად ლილიტი თევზების თანავარსკვლავედში გადადის. ასტროლოგი განმარტავს, თუ რა ცვლილებებს მოიტანს ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში:
"შვებით ამოისუნთქავენ ლილიტი მერწყულებიც, მზით ანდა მთვარით მერწყულებიც და ყველა ისინი, ვისაც აქ რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავდათ. სამაგიეროდ, მთელი მომდევნო 9 თვის მანძილზე ცდუნებების და ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე თევზების ნიშნის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან, მათთან ერთად კი, ცხადია, ლილიტი თევზებიც და ისინიც, ვისაც თევზების ზოდიაქო აქცენტირებული აქვთ პირად რუკაში.
მაშ ასე, თევზებო და ლილიტით თევზებო, მოემზადეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაყვინთეთ თქვენს მშობლიურ წყლის სტიქიაში, რაც შეიძლება ღრმად - ფსკერისაკენ და იქ გავარკვიოთ, რა მოლოდინები შეიძლება რომ გქონდეთ. წაიკითხეთ სრულად