საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა
"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უს­მე­ნენ, ვი­დე­ო­კო­ლა­ჟი გა­უშ­ვა, რო­მელ­საც მან „კად­რე­ბი რე­ა­ლი­თი შო­უ­დან“ უწო­და.

მისი თქმით, კო­ლაჟ­ში ის ინ­ცი­დენ­ტე­ბი არის ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, მათ შო­რის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს პატ­რუ­ლე­ბის ცემა და ა.შ.

"თქვენ აქ სა­უბ­რობ­დით დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბის პრინ­ციპ­ზე. იცით, თუ არა, რომ ამ კო­ლაჟ­ში მო­ცე­მულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე მარ­ტო პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს კი არ ეს­ხმოდ­ნენ თავს, პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს­ხმოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რად თავს და აღ­ბეჭ­დი­ლია ვი­დე­ო­ზე.

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით და რამ­დე­ნი იხ­დის სას­ჯელს?! - არ­ცერ­თი. ეს ფაქ­ტი უწყობს თუ არა ხელს პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რომ არ ის­ჯე­ბი­ან ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის­თვის?! ამ ინ­ცი­დენ­ტე­ბის­თვის, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლი არი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რო­გორ ურტყა­მენ და ამის­თვის ისი­ნი არ ის­ჯე­ბი­ან. რა გზავ­ნი­ლია ეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის?!“, - მი­მარ­თა გიგა ბო­კე­რი­ამ შს მი­ნისტრს.

გა­ხა­რი­ას ნაც­ვლად ოპო­ნენტს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბო­კე­რი­ას უთხრა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს ასე­თი კად­რე­ბი რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, მოკ­ლე კო­ლაჟ­ში ვერ ჩა­ე­ტე­ო­და.

"რომ გა­გე­ბე­დათ და ერთი ორ­ჯერ თქვენ დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მო­გეყ­ვა­ნათ პარ­ლა­მენ­ტში, ასე ჩა­მო­გეშ­ვათ ეკ­რა­ნი და გეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ კად­რე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა კად­რე­ბის ნახ­ვა მო­უ­წევ­და მა­შინ თქვენ მი­ნისტრს" - მი­მარ­თა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გიგა ბო­კე­რი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა

"თქვენ დროს რომ შს მინისტრი მიგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რისი ნახვა მოუწევდა" - ბოკერიამ გახარიას პარლამენტში „კადრები რეალითი შოუდან“ აჩვენა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, ვიდეოკოლაჟი გაუშვა, რომელსაც მან „კადრები რეალითი შოუდან“ უწოდა.

მისი თქმით, კოლაჟში ის ინციდენტები არის ასახული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების დროს პატრულების ცემა და ა.შ.

"თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე.

რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! - არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!“, - მიმართა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.

გახარიას ნაცვლად ოპონენტს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და ბოკერიას უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი კადრები რომ ეჩვენებინათ, მოკლე კოლაჟში ვერ ჩაეტეოდა.

"რომ გაგებედათ და ერთი ორჯერ თქვენ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, ასე ჩამოგეშვათ ეკრანი და გეჩვენებინათ კადრები, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა მაშინ თქვენ მინისტრს" - მიმართა მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წარმომადგენელს გიგა ბოკერიას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები